24 მარტი 2026, 11:33 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან.

სიონის ტაძარში იმყოფებიან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და სხვები.

ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აგრეთვე ესწრებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც.

ყველა სიახლე

ჯაბა ხუბუა

24 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

24 მარტი 2026, 12:48

მსოფლიო

დანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 მარტი 2026, 12:46

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია“.

24 მარტი 2026, 12:44

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორთან, ჯეიმი შაფელბარგერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

24 მარტი 2026, 12:38

რეგიონი

ზესტაფონში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ინდმეწარმე ზ. ქ. (მის: რუსთაველის ქუჩა N97ა) ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნების სრული უგულებელყოფით ყიდდა აგროქიმიკატებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ინდმეწარმე დაჯარიმდა და აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.

24 მარტი 2026, 12:35

რეგიონი

ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის. არამხოლოდ წარსულში ეძახდა, ისიც ვერ მოითმინეს რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ

როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, როგორ შეიძლება იქ მდგარიყო ადამიანი, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, „როგორ გგონიათ იმ რიგში არ იდგნენ პროტესტში მყოფი ადამიანები?“

24 მარტი 2026, 12:32

მსოფლიო

BBC: ირანმა აშშ-ისგან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:32

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენ დაკრძალვაზე უპირველესად ვიყავით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, იმათი სახელითაც, ვინც მანდატების დატოვებით საკუთარ ამომრჩეველს ზურგი შეაქცია

„პირადად მე, ისევე როგორც პარლამენტის წევრები, წირვაზე ვიყავით, როგორც ქართველები, როგორც პატრიარქის მრევლის წევრები, მაგრამ ჩვენ იქ უპირველეს ყოვლისა ვიყავით როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს წევრები, იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, ჩვენ იქ ვიყავით იმათი სახელითაც, ვინც საკუთარი მანდატები დატოვა, ზურგი შეაქცია საკუთარ ამომრჩეველს, ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას, რომელმაც 2024 წლის არჩევნების ჩატარება მიულოცა პარლამენტს და მის პირველ სხდომაზე აქ იყო და მნიშვნელოვან სხდომებსაც ესწრება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, „ახალის“ და ამ რადიკალური ჯგუფების ამომრჩევლის სახელითაც ვიდექით იქ, იმ წირვის დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

24 მარტი 2026, 12:29

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

24 მარტი 2026, 12:26

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ბიუროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ჯანდაცვის სფეროს პერსონალთა განათლებისა და რეგულირების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში"

24 მარტი 2026, 12:21

პოლიტიკა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

24 მარტი 2026, 12:21

სპორტი

სპორტის სამინისტროს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ პეკინის სპორტის უნივერსიტეტი მოინახულა და უნივერსიტეტის რექტორს ჭანგ ძიენს, სხვადასხვა სპორტული საგანმანათლებლო პროგრამების დეკანებს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელებსა და ჩინეთის ოლიმპიური აკადემიის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი

ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:18

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და იმ სულიერი სიმყარით, რომელიც მის სინოდს აქვს, მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას

ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტი და როგორც ყოველთვის სრულად ვენდობით იმ სიბრძნეს, რომელიც ქართული ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებში არის ხოლმე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - რა მოლოდინი გაქვთ ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით?

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით

ჩვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ღია ვართ პარტნიორობისთვის. მარტივი ტესტია - ქვეყნებს შორის მეგობრობა არ იზომება „ტვიტებით“ და წითელი ხალიჩებით, იზომება სუვერენიტეტის პატივისცემით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს

ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.

24 მარტი 2026, 12:03

პოლიტიკა

აშშ-ს საელჩო: 1992 წლის 24 მარტს, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ჩვენ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობასა და პარტნიორობას საფუძველი ჩაუყარა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდათოთხმეტი წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:02

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ და იმისთვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც PACE-ში გამოიჭიმება, ქართველების სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი დააკნინოს

როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, სახელს უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, ამ ხალხს რა ღირებულებებზე უნდა ველაპარაკოთ?, - განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას: „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი განიხილავს ანგარიშს, სადაც საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე. ვინმე მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნებიდან ამ განხილვაში?“

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 11:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი სანქცია არ არსებობს. არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე. სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან

„ვნახეთ ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და, რა თქმა უნდა, თავისუფალ მედიას აქვს უფლება, რომ ამ არაპროვოცირებული, უსამართლო თავდასხმისგან თავი დაიცვას. ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ასე რომ ჩვენ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელიც უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც აქვს ყველა უფლება, რომ თავი დაიცვას. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალმა მედიამ თავი დაიცვას გარე აგრესორისგან და გააგრძელოს მართალი სიტყვის მიტანა საზოგადოებამდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.