24 მარტი 2026, 12:35 / სანდო წყარო

ქალაქ ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა გედეკ მაჰმუთმა მოაწერეს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. კონტრაქტის ღირებულება 54 მილიონ ევრომდეა.

სამუშაოების შესრულების ვადა 3 წელია. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით განსაზღვრულია 1-წლიანი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას, ჩამდინარე წყლების თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.

ქუთაისში ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას, გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, ქალაქ ქუთაისში წყალარინების სისტემების განახლება ეტაპობრივად, რამდენიმე ფაზად განხორციელდება. აღნიშნული მიმართულებით პირველი ფაზის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც ქალაქში წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ყველა სიახლე

სელინ დიონი

24 მარტი 2026, 14:04

კულტურა

Variety: სელინ დიონი პარიზში კონცერტების გამართავს

არტისტის ნაწილობრივი დაბრუნება უკვე შედგა 2024 წელს, როდესაც მან პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ედიტ პიაფის სიმღერა შეასრულა. ახლა კი საუბარია სრულფასოვან საკონცერტო ქამბექზე. თუ გეგმები დადასტურდა, ეს იქნება სელინ დიონის პირველი მასშტაბური ტურნე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

24 მარტი 2026, 13:33

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ირანის ომმა ნავთობის გლობალური ბაზრები რუსეთ-უკრაინის ომზე მეტად დააზარალა

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა ნავთობის გლობალური ბაზრები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე მეტად დააზარალა. ინფორმაციას POLITICO კომპანია Chevron-ის გენერალურ დირექტორზე, მაიკ ვირტზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოაცხადა.

24 მარტი 2026, 13:18

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.

24 მარტი 2026, 13:16

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

24 მარტი 2026, 13:16

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის შემუშავებულ მექანიზმზე ისაუბრა

კომერციულმა დირექტორმა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის შემუშავებულ მექანიზმზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სუბსიდირების სქემაში ჩასართავად და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ, თუმცა ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან.

24 მარტი 2026, 13:14

საზოგადოება

თბილისის შემოვლითი გზის აეროპორტი–რუსთავის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

24 მარტი 2026, 13:12

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი განიხილა.

ჯაბა ხუბუა

24 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

24 მარტი 2026, 12:48

მსოფლიო

დანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 მარტი 2026, 12:46

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია“.

24 მარტი 2026, 12:44

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორთან, ჯეიმი შაფელბარგერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

24 მარტი 2026, 12:38

რეგიონი

ზესტაფონში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ინდმეწარმე ზ. ქ. (მის: რუსთაველის ქუჩა N97ა) ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნების სრული უგულებელყოფით ყიდდა აგროქიმიკატებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ინდმეწარმე დაჯარიმდა და აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის. არამხოლოდ წარსულში ეძახდა, ისიც ვერ მოითმინეს რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ

როგორ შეიძლება იმ რიგში მდგარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოსს ეძახის, როგორ შეიძლება იქ მდგარიყო ადამიანი, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, „როგორ გგონიათ იმ რიგში არ იდგნენ პროტესტში მყოფი ადამიანები?“

24 მარტი 2026, 12:32

მსოფლიო

BBC: ირანმა აშშ-ისგან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

24 მარტი 2026, 12:32

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ჩვენ დაკრძალვაზე უპირველესად ვიყავით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, იმათი სახელითაც, ვინც მანდატების დატოვებით საკუთარ ამომრჩეველს ზურგი შეაქცია

„პირადად მე, ისევე როგორც პარლამენტის წევრები, წირვაზე ვიყავით, როგორც ქართველები, როგორც პატრიარქის მრევლის წევრები, მაგრამ ჩვენ იქ უპირველეს ყოვლისა ვიყავით როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს წევრები, იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, ჩვენ იქ ვიყავით იმათი სახელითაც, ვინც საკუთარი მანდატები დატოვა, ზურგი შეაქცია საკუთარ ამომრჩეველს, ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას, რომელმაც 2024 წლის არჩევნების ჩატარება მიულოცა პარლამენტს და მის პირველ სხდომაზე აქ იყო და მნიშვნელოვან სხდომებსაც ესწრება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, „ახალის“ და ამ რადიკალური ჯგუფების ამომრჩევლის სახელითაც ვიდექით იქ, იმ წირვის დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

24 მარტი 2026, 12:29

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს ზუგდიდის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

24 მარტი 2026, 12:26

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ბიუროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ჯანდაცვის სფეროს პერსონალთა განათლებისა და რეგულირების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში"

24 მარტი 2026, 12:21

პოლიტიკა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.