ეკონომიკა
09 აპრილი 2026, 20:46
საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას ინარჩუნებს. მსოფლიო ბანკის 2026 წლის პროგნოზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, ამას მსოფლიო ბანკი ადასტურებს და ის პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს საქართველოსთან მიმართებით აქვს.
09 აპრილი 2026, 20:42
სტანდარტები, ხარისხი და ვადები - ის, რაც სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სტანდარტები, ხარისხი და ვადები - აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის პროექტებთან მიმართებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
09 აპრილი 2026, 16:03
პაატა კოკაია: მსგავსი შეხვედრები ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი
საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
09 აპრილი 2026, 13:13
აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
09 აპრილი 2026, 12:49
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
09 აპრილი 2026, 11:30
გიორგი დოლიძე: სახელმწიფო კერძო სექტორის პულსს უსმენს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა მიმდინარე გლობალური კრიზისი ნაწილობრივ შეამსუბუქა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
09 აპრილი 2026, 10:14
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107.4 %-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ მიღწეული შედეგი აქტიური მუშაობის შედეგია. მისი თქმით, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და ათვისებულმა თანხამ დაახლოებით 442 მილიონ ლარს მიაღწია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს, განსაკუთრებით მეორე და მესამე კვარტალში, როდესაც ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყება.
08 აპრილი 2026, 20:58
157 კომპანიას ჯარიმა კონკრეტული პირობით ჩამოეწერა - როგორ აისახება ინიციატივა ენერგეტიკის სექტორზე და რა ფუნქცია ექნება „ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობა ახალ და დამოუკიდებელ უწყებას ქმნის. „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“, როგორც ეკონომიკის სამინისტროდან განმარტეს, კერძო სექტორისთვის უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და საინტერესო ინსტრუმენტების შეთავაზებას უზრუნველყოფს. მსესხებელს კი საშუალებას მისცემს სესხი ერთზე მეტი ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღოს. ახალი უწყების როლი იქნება ასევე: სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


