18 მაისი 2026, 16:52 / სანდო წყარო

6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება.

სარკინიგზო რეისები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ოპერირებას რეგულარულ რეჟიმში განაახლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი სამგზავრო მიმოსვლისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ და სტრატეგიულ ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს არსებულ საჰაერო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გადაადგილების, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ხალხთაშორისი კავშირებს, რეგიონულ დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას. ის ასევე შექმნის გადაადგილების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ალტერნატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ასევე დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შესაბამისად, მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე იმ რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას, რომლებზეც აღნიშნული სარკინიგზო მარშრუტი გადის.

სატვირთო გადაზიდვების პარალელურად, სამგზავრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული დატვირთვით ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მზაობას, უზრუნველყოს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურება სამხრეთ კავკასიაში.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

18 მაისი 2026, 17:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე

მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:32

პოლიტიკა

პრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება

26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:30

პოლიტიკა

პრემიერი: ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით აზერბაიჯანულ მხარესთან, ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს

ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:25

პოლიტიკა

პრემიერი: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა

ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში.

18 მაისი 2026, 17:23

ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.

18 მაისი 2026, 17:22

საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალი „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო ფესტივალი „ვაზი, ხორბალი, მემკვიდრეობა“, „აკადემიური წიგნის ფესტივალი“ გაიხსნა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2026, 17:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან

„ასევე მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა. ეს არის ჩვენს ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის შეთანხმებები, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან. ეს შეთანხმებები უკავშირდება გაზის იმპორტს და ტრანზიტს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით. ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

18 მაისი 2026, 17:20

მსოფლიო

Amnesty International: მსოფლიოში სიკვდილით დასჯის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

სახელმწიფოს მიერ დაკანონებული მკვლელობების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, პირველ რიგში, ირანში არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია. იქ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიკვდილით დასჯის ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა - სულ მცირე 2 159. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2024 წლის მონაცემებს და მსოფლიოში რეგისტრირებული ყველა სიკვდილით დასჯის თითქმის 80%-ს შეადგენს.

18 მაისი 2026, 17:14

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და ჩაანაცვლებს დამატებითი გაზის მოცულობებს, რომლებიც საჭიროა სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

18 მაისი 2026, 17:12

ეკონომიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობათაშორისი ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შალვა ოგბაიძე

18 მაისი 2026, 17:10

პოლიტიკა

შალვა ოგბაიძე: ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული

ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილები შეუქმნან კომფორტული, უსაფრთხო გარემო და მათ სწრაფ გადაადგილებას შეუწყონ ხელი, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც დედაქალაქში მეტი საპარკინგე სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლევან არველაძე

18 მაისი 2026, 17:02

ეკონომიკა

ლევან არველაძე: რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საპარკინგე სივრცეების მშენებლობაზე არ მუშაობს.

18 მაისი 2026, 16:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

18 მაისი 2026, 16:53

საზოგადოება

თინათინ ნიბლოშვილი: ფესტივალის ,,ვაზი, ხორბალი და მემკვიდრეობა“ მიზანი ჯავახიშვილის იდეების უკეთ წარმოჩენაა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, კოლეგებს ივანე ჯავახიშვილის 150-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართული ფესტივალის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

18 მაისი 2026, 16:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.

შალვა პაპუაშვილი

18 მაისი 2026, 16:43

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები

ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პოლიტიკური ლიდერებისა და ევროპელი ლიდერების პირადი პატიმრები - მათ წააქეზეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

18 მაისი 2026, 16:40

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, გარემოს დაცვის მინისტრ ტომაშ ტარაბას შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ბაქოში, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.