ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საპარლამენტო განზომილებას.
„ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე. საუბარი გვქონდა ვაჭრობის და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე. ჩვენ შარშან გვყავდა 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ჩინეთიდან და ვიმედოვნებთ, რომ ეს რიცხვი პირდაპირი რეისების დამატებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე საუბარი გვქონდა ჩვენს შიდა საქმეებში უცხოური ჩარევის ფაქტებზე.
საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ჩვენი ვიზიტი აუცილებლად გააღრმავებს საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ ილჰამ ალიევთან შეხვედრით. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში
მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:10
რეგიონი
პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.
18 მაისი 2026, 18:09
მსოფლიო
კირ სტარმერი: უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ - ძალიან მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ დასრულებულა და რომ მას კვლავ „სურს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა“.
18 მაისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
18 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის
როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
18 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება. შეხვედრა მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
18 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
18 მაისი 2026, 17:49
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: საგარეო სექტორის მიმართულებით პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო.
18 მაისი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში, დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია
როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
18 მაისი 2026, 17:44
პოლიტიკა
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.
18 მაისი 2026, 17:43
საზოგადოება
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას პატივი მიაგო
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.
18 მაისი 2026, 17:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში.
18 მაისი 2026, 17:40
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: ეს არის ძალიან მძიმე წარსულით გაერთიანებული პოლიტიკური ძალა და ასეთი წარსულით, ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება, ვერ იქნება წარმატებული
ყველაფერი დევს ხელის გულზე. ეს არის აბსოლუტურად დასუსტებული პოლიტიკური ძალები და თვითონ დაისუსტეს საკუთარი თავი, საკუთარი წარსულით და მიმდინარე პროცესებით, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხებოდა.
18 მაისი 2026, 17:39
პოლიტიკა
პრემიერი: ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რამით იყო გამორჩეული, ერთ-ერთი იყო მედიის მიმართ უდიერი დამოკიდებულება
ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტის განცხადებას შეეხებოდა.
18 მაისი 2026, 17:32
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.
18 მაისი 2026, 17:32
პოლიტიკა
პრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.


