გიორგი კაკაურიძე: საგარეო სექტორის მიმართულებით პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
გიორგი კაკაურიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო.
კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 7,9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. საბოლოო ჯამში კი, I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1% იყო.
მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი მარტში 4.3% იყო, ხოლო საშუალო ინფლაცია ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში - 4,4%-ია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო სექტორის მიმართულებით, წელს, პირველი სამი თვის განმავლობაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 867.0 მლნ აშშ დოლარი იყო. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ აშშ დოლარია, რაც 23.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი - 4 143.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.1 პროცენტით ნაკლებია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 170.4 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, საიდანაც უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 997.5 ათასი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 4.0%-ით მეტია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2026 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
მისივე თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა და 797.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ნაერთ ბიუჯეტზე საუბარისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 6 942 195.8 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 102.6%-ია.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხითაც შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა და ის 5 982 895.2 ათას ლარს შეადგენს, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101.6%-ია.
ასევე, გადასახადების შესრულების კუთხით, მობილიზებულია 5 593 554.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.5%.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 30 881 358.0 ათასი ლარით.
აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 7 903 217.5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 7 238 179.8 ათასი ლარი. საკასო შესრულება კვარტლის გეგმური მაჩვენებლის 91.6%, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 23.4%-ია.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვის წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 18:35
მსოფლიო
The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის
ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.
18 მაისი 2026, 18:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა, რაც ისტორიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ზოგადად, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
18 მაისი 2026, 18:25
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში
რატომ გახდა აუცილებელი ახალი უწყების შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს გულისხმობს, - ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც დარახველიძემ განმარტა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.
18 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
18 მაისი 2026, 18:23
სამართალი
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
18 მაისი 2026, 18:18
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ვიმედოვნებთ, რომ Routes Europe 2026-ზე დღევანდელი შეხვედრები უახლოეს მომავალში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს
იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია TAV Georgia-მ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს როგორც მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან.
18 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ ილჰამ ალიევთან შეხვედრით. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში
მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:10
რეგიონი
პაატა სალია: გმირების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს თაობა, რომელიც შეძლებს, დაიბრუნოს არა მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, არამედ ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც ძმათამკვლელი ომის გამო დავკარგეთ
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ზუგდიდში, გმირთა ხეივანში საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნას დაესწრო.
18 მაისი 2026, 18:09
მსოფლიო
კირ სტარმერი: უკვე არ ვიცი რამდენჯერ ვთქვი, რომ წასვლას არ ვაპირებ - ძალიან მტკიცედ მწამს, რომ უნდა ვემსახურო იმ ხალხს, ვინც ხმა მომცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ დასრულებულა და რომ მას კვლავ „სურს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა“.
18 მაისი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
18 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფა, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა, აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის
როდესაც ვხედავთ, რომ საჯარო სივრცეში ნორმად იქცა შეურაცხყოფები თანამოსაუბრის მიმართ, ღირსების შემლახავი რიტორიკის გამოყენება, რა თქმა უნდა აქ მკაფიო ზღვარი უნდა გავავლოთ, ერთი მხრივ, ობიექტურ კონსტრუქციულ კრიტიკასა და დესტრუქციულ ენას შორის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
18 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტ უილიამ რუტოს, ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება. შეხვედრა მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
18 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში“ მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.
18 მაისი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში, დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია
როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
18 მაისი 2026, 17:44
პოლიტიკა
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბაქოში. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.


