თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება
თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„იზრდება როგორც საქართველოს დერეფნის ფუნქციური დატვირთვა, ისე ქვეყნის როლი რეგიონულ ლოგისტიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გატარებული ტვირთების სტატისტიკის შეფასებისას.
მისი განმარტებით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება.
„იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 6 მილიონ ტონას მიუახლოვდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-იან მატებას ნიშნავს. აქვე ხაზს გავუსვამდი კონტეინერების გადამუშავების მოცულობასაც - ამ პერიოდში ჩვენს ნავსადგურებში დაახლოებით 260 000 TEU გადამუშავდა, რაც თითქმის 8%-იანი ზრდაა. მატება ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითად სეგმენტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საბორნე, ისე გენერალური, კონტეინერიზებული და ნაყარი ტვირთები“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო გადაზიდვებში გადამწყვეტ მნიშვნელობას სიჩქარე, პროგნოზირებადობა და საიმედოობა იძენს, საქართველო სწორედ ამ მიმართულებით იმყარებს პოზიციებს.
„საქართველო ევროპასა და აზიას შორის ტვირთების ეფექტიან გადაადგილებას მრავალმოდალური ინფრასტრუქტურით, მოქნილი ლოგისტიკური შესაძლებლობებითა და მზარდი დაკავშირებადობით უზრუნველყოფს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სწორედ ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლითაც ქვეყანა ძლიერდება და იმყარებს თავის ფუნქციას, როგორც საიმედო, ისე ეფექტიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა - ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ ირანში კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია
ევროკომისიამ ხუთშაბათს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ტემპების შენელება გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 19:26
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელოს" ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით "არასაინტერესოდ" მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი "ლუზერი" უწოდეს.
21 მაისი 2026, 19:23
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სომხეთის ელჩს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი ეწვია.
21 მაისი 2026, 19:05
მსოფლიო
POLITICO: აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე
აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე, - წერს გამოცემა POLITICO.
21 მაისი 2026, 18:45
მსოფლიო
პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნაზე განაცხადა, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დასაშვები.
21 მაისი 2026, 18:37
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციური ალიანსის გეგმას, ჩაატარონ აქცია 26 მაისს. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალსახად უცხოეთიდან მიღებული დავალებაა და ოპოზიციის მიზანია, მოაჩვენოს „პატრონებს“, რომ ჯერ კიდევ აქვს საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ძალა:
21 მაისი 2026, 18:32
მსოფლიო
Euronews: გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა
გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა, მაშინ როდესაც სამხედრო სფეროსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხარდაჭერა კვლავ განაგრძობს ზრდას, - წერს გამოცემა Euronews-ი.
21 მაისი 2026, 18:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი PACE-ს კომიტეტის განცხადებაზე: ასეთი მესიჯები ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას და კიდევ ერთი რევოლუციის მცდელობის გამართლებას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს.
21 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ბრიუსელი არაერთგზის არის სისტემურ ფავორიტიზმში შემჩნეული. დისკომფორტი აქვთ, რადგან საქართველო გავიდა გარე მართვის მარწუხებიდან
წამყვანმა ჰკითხა, ხომ არ იწვევს საქართველოს მიმართ ზედმეტად საჯარო და ზეწოლაზე დაფუძნებული რიტორიკა იმ შედეგს, რომ პროევროპული განწყობები სუსტდება და იზრდება პოლარიზაცია თავად ქართულ საზოგადოებაში.
21 მაისი 2026, 18:17
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: დამკვეთებმა უთხრეს, რომ დაგვენახეთ, რამდენი ხართო. ისე, ჩვენც გვაინტერესებს, რამდენი დარჩა აქტიური ნაწილი, ვინც ქუჩაში გადის. რადიკალებმა რა ტაქტიკაც არ უნდა დაალაგონ და შეცვალონ, ვერ მოუგებენ ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობას
დამკვეთებმა უთხრეს, რომ დაგვენახეთ რამდენი ხართო. ისე, ჩვენც გვაინტერესებს, რამდენი დარჩა აქტიური ნაწილი ვინც ქუჩაში გადის. რადიკალებმა რა ტაქტიკაც არ უნდა დაალაგონ და შეცვალონ, ვერ მოუგებენ ხელისუფლების და საზოგადოების ერთობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ 26 მაისს რადიკალების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.
21 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დღენიადაგ არის მცდელობა, აღქმების საფუძველზე ჩამოაყალიბონ კონკრეტული შეხედულება მოვლენებისა თუ ქვეყნების მიმართ - რეალურ ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დღენიადაგ არის მცდელობა აღქმების საფუძველზე ჩამოაყალიბონ კონკრეტული შეხედულება მოვლენებისა თუ ქვეყნების მიმართ და რეალურ ფაქტებს, რომელიც მტკიცებულებებით მყარდება, მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს მისამართით გამოტანილ ევრორეზოლუციებზე საუბრისას.
21 მაისი 2026, 18:12
მსოფლიო
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა გააკრიტიკა ბრიტანეთის გადაწყვეტილება რუსული წარმოშობის საავიაციო საწვავსა და დიზელზე დაგეგმილი სანქციების შემსუბუქების შესახებ
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება რუსული წარმოშობის საავიაციო საწვავსა და დიზელზე დაგეგმილი სანქციების შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: 26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები. გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს
26 მაისს „ნაცმოძრაობას“ ხმა არ აქვს ამოსაღები. გაგახსენებთ, რა მოაწყვეს ამ დღეს - რუსთაველის გამზირზე სისხლის ტბორები დააყენეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
21 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
მათიკაშვილი: თუ ტერიტორიებზე უარის თქმა არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს ევროკავშირში კარი გაეხსნას, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ საქართველო ამ გზას არასდროს აირჩევს - ჩვენ ვერასდროს ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე
პეტერ ფიშერისგან მსგავსი ტიპის განცხადებებს დღენიადაგ ვისმენთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“. როგორც მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აღნიშნა, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებისგან ძალადობისა და ძალმომრეობის სურვილი აშკარაა.
21 მაისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: კოპენჰაგენში მშვიდობიან მომიტინგეებს ხელკეტებით უმოწყალოდ უსწორდებიან, ძაღლებს უქსევენ და ამაზე რეაგირება არავის აქვს, არავინ ხმას არ იღებს არც ევრო სტრუქტურებიდან, არც სხვა ქვეყნებიდან. დანია და ევროკავშირი კი ჩვენკენ თითს იშვერენ და ამბობენ, რომ თქვენთან ადამიანის უფლებები ირღვევაო
კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2024 წლის ზამთარში რუსთაველზე, ყველა ძალადობრივი საშუალება გამოიყენეს მომიტინგეებმა იმისთვის, რომ პარლამენტის შენობა აეღოთ, პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ, ახდენდნენ ყოველგვარ უმსგავსობას თუ რამე შეიძლება ძალადობრივად გამოეყენებინათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
21 მაისი 2026, 17:59
მსოფლიო
მედია: კოპენჰაგენში პროპალესტინური აქციის დარბევა, რომლის დროს 20 დემონსტრანტი დააკავეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პროპალესტინური აქციის დარბევა, რომლის დროსაც 20 დემონსტრანტი იქნა დაკავებული, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 17:48
მსოფლიო
ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს
სოციალურ ქსელ X-ის და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
21 მაისი 2026, 17:36
მსოფლიო
ევროპარლამენტარები კაია კალასს ახლო აღმოსავლეთის საკითხზე სტრატეგიის არარსებობასა და აბსურდული არგუმენტებით თავის მართლებაში ადანაშაულებენ
ახლო აღმოსავლეთში კრიზისთან დაკავშირებთ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ევროპარლამენტში გამოსვლას ევროდეპუტატების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
21 მაისი 2026, 17:24
საზოგადოება
მართვის მოწმობის მიღების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


