საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს
ივანე აბაშიძე
ფოტო: Facebook
„დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი აღარ არის; ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი დინამიკურად ვითარდება და ზრდა პრაქტიკულად ყველა ძირითად ნავსადგურსა და ტერმინალში დაფიქსირდა.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ზრდა ძირითადად მსხვილტონაჟიანი გემების შემოსვლამ განაპირობა. „ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევითი არ არის. გაზრდილი ეფექტიანობა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული პროცესების შემცირება, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ციფრული განვითარება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს პორტები თანამედროვე, კონკურენტუნარიან და რეგიონულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბებად გადაიქცეს“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა. მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც – საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 22:36
მსოფლიო
რუბიო: აშშ ძალიან განაწყენებულია ირანის საკითხზე ნატოს მიერ დახმარებაზე უარის თქმის გამო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო კვლავ აკრიტიკებს ნატოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში მხარდაჭერის არარსებობის გამო.
21 მაისი 2026, 22:27
მსოფლიო
ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს
ბრიუსელმა განგაშის ზარი შემოჰკრა საგაზაფხულო ეკონომიკური პროგნოზის გამოქვეყნებით, რომელიც „უფრო სუსტ ეკონომიკურ აქტივობას ვარაუდობს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი იწვევს ახალ ენერგეტიკულ შოკს, რაც თავის მხრივ აჩქარებს ინფლაციას და არყევს ეკონომიკურ განწყობებს“, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.
21 მაისი 2026, 22:00
მსოფლიო
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო
კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო, რამაც ათენში უსაფრთხოების კუთხით შეშფოთება გამოიწვია, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.
21 მაისი 2026, 21:29
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.
21 მაისი 2026, 21:22
მსოფლიო
მარკო რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.
21 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
ტრამპი: აშშ ირანის გამდიდრებულ ურანს ხელში ჩაიგდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება და ირანის მიერ დაგროვილ მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებს.
21 მაისი 2026, 21:11
მსოფლიო
რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.
21 მაისი 2026, 21:11
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.
21 მაისი 2026, 21:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.
21 მაისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
21 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს, ოპოზიციას აკრიტიკებს და სტრატეგიას უწუნებს. მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში კი ოპონენტების რესურსის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ აქცია მხოლოდ უცხოელებისთვის თავის მოსაწონებლად დაანონსდა.
21 მაისი 2026, 20:44
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რეპუბლიკაში, თურქი კოლეგის იაშარ გიულერის მიწვევით იმყოფება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მზადება დამოუკიდებლობის დღისათვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება - მზადება დაწყებულია.
21 მაისი 2026, 20:35
სამართალი
დამხობის და საბოტაჟის საქმე - ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ხაბეიშვილის ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
21 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ევროპელი დიპლომატების ორმაგი სტანდარტი - კოპენჰაგენში საპროტესტო აქციის დარბევაზე ბრიუსელის პასუხი დუმილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოპენჰაგენში ძალადობის შესახებ დუმს ყველა, ვინც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და ორმაგი სტანდარტების შესახებ ილაპარაკა.
21 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცე პასუხი გერმანიის ელჩს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროინტეგრაციის გზა ტერიტორიების დათმობასა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე არ გადის - მტკიცე პოზიცია და ქვეყნის პირველი კანონმდებლის პასუხი გერმანიის ელჩს
21 მაისი 2026, 20:17
პოლიტიკა
როგორ მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ? დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ICG“-ის სტატია საქართველოს შესახებ და მოწოდება ევროკავშირს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მოწოდებები, რომელსაც დამანგრეველი ფასი ჰქონდა ქართველებისთვის. როგორ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში? მიმოხილვას დამოუკიდებელი, არაკომერციული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აი-სი-ჯი“ ავრცელებს.
21 მაისი 2026, 20:12
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.
21 მაისი 2026, 19:47
რეგიონი
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


