მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში
მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.
სსფ-ს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აპრილის პროგნოზთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 6.5% შეადგინა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოსადმი ნდობა ასევე მზარდია და ჩვენს ქვეყანას ანალოგიურად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სექტორული განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ასევე მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკაზე.
„რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკის შედეგად გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი წარმატების წელი, რაც უზრუნველყოფს წლის ბოლოს კიდევ ერთ წარმატებას ეკონომიკურ ზრდის მიმართულებით, გვექნება კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შედეგები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელშესახები შედეგები გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის და ამ კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 21:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.
11 ივნისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.
11 ივნისი 2026, 21:08
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს
ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.
11 ივნისი 2026, 20:54
ეკონომიკა
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
11 ივნისი 2026, 20:53
პოლიტიკა
ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.
11 ივნისი 2026, 20:40
ეკონომიკა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.
11 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.
11 ივნისი 2026, 20:35
პოლიტიკა
ოპოზიციის ავტოკრატია - „ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და დაუსრულებელი შიდაკონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და ავტოკრატია ოპოზიციაში. სააკაშვილის მიერ დაანონსებული პარტიული განახლება თავმჯდომარის ჩანაცვლება აღმოჩნდა.
11 ივნისი 2026, 20:18
სამართალი
ბრძოლა უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. ხელისუფლება მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო ბიზნესაქმიანობა და ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ მოხმარება დასჯადია. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 20:13
სამართალი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ათეულობით ადგილას ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია. ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება ათეულობით ადგილას ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აჭარაში დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:59
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.
11 ივნისი 2026, 19:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
11 ივნისი 2026, 19:47
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 19:37
მსოფლიო
რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო
რომის პაპმა ლეო XIV-მ ხუთშაბათს ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ „გულგრილობის“ გამო.
11 ივნისი 2026, 19:28
რეგიონი
უშგული-ლასდილის და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტოს მოძრაობა აკრძალულია.
11 ივნისი 2026, 19:21
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:15
მსოფლიო
ზელენსკი ლგბტ თემზე: ჩვენ გვაქვს თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმ ადამიანების ყოველგვარი ცრურწმენისა, რომლებიც მომიტევეთ და მე-15 საუკუნეში ჩარჩნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ღიად არის საჭირო საუბარი ტოლერანტობასა და ლგბტ თემზე, რადგან ყველას თანაბარი უფლებები აქვს.
11 ივნისი 2026, 18:59
მსოფლიო
ირანის მაღალჩინოსნები: აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია
აშშ-ის ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა ირანზე თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზრსმოკლებულად და არაეფექტურად აქცია, - განაცხადეს ირანის მაღალჩინოსნებმა.
11 ივნისი 2026, 18:56
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში იმყოფება.


