imedi /  17 იანვარი 2018, 12:48 / სანდო წყარო

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენებს ავსტრიული და გერმანული ავიაკომპანიები შეასრულებენ

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე და კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების ნებართვა გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყებაში შეტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურისა და მესტიის ზონაში იფრენს, კერძოდ კი 3 AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება.

იგივე დანიშნულებით იფრენს გერმანული კომპანია „HTM Helicopter Travel Munich GmbH“. ფრენები მიმდინარე წლის 24 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით გუდაურის ზონაში, AS 350 B3E ტიპის ვერტმფრენით შესრულდება

„Heli-skiing” მომსახურება ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, რაც მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

არქივი

28 მაისი 2018, 02:34

ძალოვნები

ბარნოვის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ფოტო

ბარნოვისა და შანიძის ქუჩების კვეთაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 1 საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, ხანძარი ლიკვდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე საცხოვრებელი ფართი.

28 მაისი 2018, 01:49

ძალოვნები

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან ხალხი ევაკუირებულია

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

28 მაისი 2018, 01:01

ძალოვნები

ბარნოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 40 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არის.

28 მაისი 2018, 00:55

საქართველო

ქუთაისში ენერგიის დამმუხტველი ველოსიპედი დააზიანეს

არასამთავრობო ორგანიზაციის RICDOG წარმომადგენლის გვანცა თოთაძის თქმით, მოგლეჯილია რკინის კონსტრუქციის საინფორმაციო დაფა, ასევე მოტეხილია მეტალის ფირფიტებზე განთავსებული ინსტრუქციები, რომლებიც ველოსიპედზე იყო დამაგრებული.

28 მაისი 2018, 00:47

მსოფლიო

შესაძლოა ევროკავშირში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი აიკრძალოს

დირექტივების პაკეტის თანახმად, აკრძალვები პლასტმასის ერთჯერად ნაწარმს უნდა შეეხოს, რომელთა ჩანაცვლება იგივე ღირებულების სხვა მასალისგან დამზადებული საგნებით სავსებით შესაძლებელია.

28 მაისი 2018, 00:45

მსოფლიო

ფაშინიანი სომხეთის პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო აღლუმს ჩაიბარებს

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, 28 მაისს, სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს. აღლუმი ერევნიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მემორიალურ კომპლექს "სარდარაპატზე" გაიმართება.

28 მაისი 2018, 00:31

სპორტი

ძიუდოს ევროპის კავშირი: რამოსმა ძიუდოში აკრძალული ილეთი გამოიყენა

ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში, მადრიდის რეალის კაპიტან სერხიო რამოსის მიერ ლივერპულის და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰისთვის გაკეთებულ ილეთს, ძიუდოს ევროპის კავშირი აკრძალულს უწოდებს.

28 მაისი 2018, 00:20

მსოფლიო

ჯუზეპე კონტემ იტალიის პრემიერობაზე უარი თქვა

კონტემ თავის გადაწყვეტილების შესახებ იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელმაც ეკონომიკის პოსტზე 82 წლის პაოლო სავონას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. იტალიის პირველმა პირმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

27 მაისი 2018, 23:56

სპორტი

სალაჰი პირობას დებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

ფეხბურთელი პირობას დებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. "ძალიან მძიმე ღამე იყო, მაგრამ მე მებრძოლი ვარ. ჭორების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ მე რუსეთში ვითამაშებ და ჩემით იმაყებთ. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მომცემს ძალას, რომელიც მჭირდება"- წერს სალაჰი Twitter-ზე.

27 მაისი 2018, 23:53

მსოფლიო

მადრიდში კორიდის წინააღმდეგ 40 ათასი ადამიანი აქციაზე გამოვიდა

აქციის მონაწილეებმა ხარების ბრძოლის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა და ესპანეთის ეროვნული მემკვიდრეობის სიიდან კორიდის ამოღება მოითხოვეს. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად ესპანეთში კორიდას 20 ათასი ხარი ეწირება.

27 მაისი 2018, 23:45

საქართველო

4 ივნისს ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ კომბინატში დასაქმებულთა გაფიცვა დაიწყება

როგორც ღონისძიების აღწერაშია ნათქვამი, კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეება პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მოთხოვნით 2018 წლის 17 აპრილიდან მედიაციის პროცესი დაიწყო.

27 მაისი 2018, 23:36

მსოფლიო

ჯორჯ ბუში უფროსი ისევ საავადმყოფოშია

ჯორჯ ბუში უფროსი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა საავადმყოფოში. როგორც ირკვევა მას ბუშების ოჯახის წარმომადგენელმა თქვა, მას დაბალი არტერიული წნევა აქვს. ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.

27 მაისი 2018, 23:23

საქართველო

სოხუმი დამოუკიდებლობის დღის შესახებ გიორგი მარგველაშვილის მილოცვას პასუხობს

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება განცხადებაში წერს, რომ 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მისცა, 31 მარტს კი ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალური თბილისის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმს.

27 მაისი 2018, 22:59

მსოფლიო

ჩინეთში, გირინის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გირინის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძღლავე 5.7 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 01:50 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეში იყო.

27 მაისი 2018, 22:57

სპორტი

სერხიო რამოსის დასჯის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პლატფორმაზე Change.org მადრიდის რეალის კაპიტნის სერხიო რამოსის დასჯის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, როდესაც რამოსთან შეჯახების შემდეგ რეალის მექტოქის ლივერპულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი მატჩს გამოეთიშა.

27 მაისი 2018, 22:47

მსოფლიო

ისრაელი ღაზის სექტორთან საზღვაო ბარიერებს აშენებს

ისრაელი პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევაში ხელს ზღვიდანაც შეუშლის. ამისთვის ისრაელი ღაზის სექტორთან, ზღვაში სპეციალურ ბარიერებს აშენებს. სამდონიანი ბარიერის მშენებლობა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.

27 მაისი 2018, 22:34

ეკონომიკა

რა ბედი ელის ქართულ ფოლადს ტრამპის მიერ დაწესებული გადასახადების გამო

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ტრამპმა ადგილობრივი წარმოების განვითარების სურვილით ახსნა. ტრამპის ეს გადაწყვეტილება პრობლემებს ფოლადის ქართულ წარმოებას უქმნის, რომელსაც, ჯამში, 10 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

27 მაისი 2018, 22:17

საქართველო

აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ

პარლამენტის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია "ნუ მოკლავ" დასრულდა. აქციის დასრულებამდე მონაწილეებმა პროკურატურას მოთხოვნები წაუყენეს, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასშტაბური აქციები დააანონსეს.

27 მაისი 2018, 22:10

საქართველო

მეტროს მემანქანეები: ხელზე ასაღები ხელფასი 1100 ლარამდე გვერიცხება და არა 1600

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მემანქანეების ხელფასები 1600-დან 1800 ლარამდე მერყეობს, მემანქანეები კი ამბობენ, რომ ხელზე ისინი 1100 ლარამდე იღებენ და არა 1600 ან 1800 ლარს. მათი თქმით 1600 ლარი დეპოს უფროსის მოადგილესაც კი არ აქვს.

27 მაისი 2018, 22:03

საქართველო

კალაძე მოზარდების მკვლელობაზე: მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას

თბილისის მერი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს და ერთ-ერთი მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმიანება. როგორ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ის იზიარებს სარალიძის ტკივილს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს რეზონანსული საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული.