20 ივლისი 2026, 11:13 / სანდო წყარო

6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

საქართველოში 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,272,964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,601 ვიზიტით მეტია (ზრდა 0.1%). საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ორივე კვარტალში ჯამურად 3,050,173 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103,568 ვიზიტით ნაკლებია (კლება 3.3%). 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1.9 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეორე კვარტალში, აპრილი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 1,275,435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,981 ვიზიტით ნაკლებია (კლება 2.7%). საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ კი მეორე კვარტალში 1,749,668 შეადგინა, რაც 89,245 ვიზიტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (კლება 4.9%). 2026 წლის მეორე კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

კლება განპირობებულია იმ ქვეყნებიდან შემცირებული ტურისტული ნაკადებით, რომლებზეც პირდაპირ აისახა რეგიონული კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული ავიამიმოსვლის შეზღუდვები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დივერსიფიკაციის პოლიტიკის და ტურისტულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, მოსალოდნელი ზიანი მნიშვნელოვნად შემცირებულია და თვალსაჩინოა ზრდა სხვა მიზნობრივი ბაზრებიდან. კერძოდ, რეკორდულად მაღალი ვიზიტები ფიქსირდება ევროპიდან, ასევე იზრდება ვიზიტები ჩინეთიდან და შუა აზიიდან.

2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი შედგა (ზრდა 23.4%). ასევე, მეორე კვარტლის მაჩვენებლითაც, დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი - 152,975 ვიზიტი, რაც 2025 წელთან შედარებით 19.4%-ით მეტია. 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. შუა აზიის ქვეყნებიდან, ორი კვარტლის მონაცემებით, განხორციელდა 115,416 საერთაშორისო ვიზიტი (ზრდა 3.1%), მეორე კვარტალში ზრდა 6.9% წარმოადგენს.

დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი, მრავალკომპონენტიანი მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას. სწორედ მსგავსი ტიპის მიზნობრივი ღონისძიებებისა და თანმიმდევრული აქტივობების შედეგია, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვითარება სტაბილურია, ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. დღეს საქართველოში, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია 125 მიმართულებით ოპერირებს, ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისის, ხოლო China Eastern Airlines-მა შანხაი-თბილისის მიმართულებით.

ცნობისთვის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის https://www.untourism.int/news/international-tourism-up-2-in-q1-2026-amid-growing-uncertainty პროგნოზით, მოსალოდნელია, 2026 წელს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ტემპის 3-4%-ით შემცირება, აღნიშნული დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გავრცელების არეალზე.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 00:46

მსოფლიო

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

უკრაინას მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის წინ წაწევის მორიგი მცდელობა ვერ შეძლო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 00:19

მსოფლიო

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

სლოვაკეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტერ მადიარი

03 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

უკრაინა ამჟამად ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის და გაწევრების პროცესი საერთო წესების მკაცრი დაცვით, დაჩქარებული პროცედურების გარეშე უნდა წარიმართოს - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 23:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი GB News-თან ინტერვიუში, ესპანეთის ექსკლავ სეუტაში მიმდინარე მიგრანტთა კრიზისს შეეხო და აღნიშნა, რომ ამის გამო ესპანეთს განადგურება ემუქრება.

ჯეი დი ვენსი

03 სექტემბერი 2026, 22:49

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ ირანს არ დაელაპარაკება, ვიდრე ისინი სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და არც განაახლებს, ვიდრე ირანელები სავაჭრო გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

03 სექტემბერი 2026, 22:28

მსოფლიო

The Times: ბრიტანეთის არმიას ხარჯების დაზოგვის მიზნით, მსხვილი სამხედრო სწავლების შეჩერება უბრძანეს

ბრიტანეთის არმიას თანხების დაზოგვის მიზნით, წვრთნების შეჩერება დაევალა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

03 სექტემბერი 2026, 21:56

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 სექტემბერი 2026, 21:44

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს დღეებში, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩავლენ.

03 სექტემბერი 2026, 21:41

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ზესტაფონის ქუჩის N18-თან მდებარე სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

ნაიჯელ ფარაჯი

03 სექტემბერი 2026, 21:20

მსოფლიო

POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ

ევროპელი დიპლომატები ნაიჯელ ფარაჯის პარტიასთან „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის,“ მალულად კონტაქტებს ამყარებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ირაკლი ლატარია

03 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ „თამაშებს“. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს

ექსპერტი, ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .

03 სექტემბერი 2026, 21:00

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 20:49

ეკონომიკა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობაც.

03 სექტემბერი 2026, 20:47

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი და უნგრეთი მიგრაციის შესახებ ორი კანონის გაუქმების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რაც ბუდაპეშტისთვის ბრიუსელის მიერ დაკისრებული ჯარიმის მოხსნის საფუძველი გახდება

ბრიუსელი და ბუდაპეშტი განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უნგრეთში მოქმედი მიგრაციის შესახებ ორი დროებითი კანონი გაუქმდეს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 20:38

პოლიტიკა

აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებები - შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება და ვირტუალურ სივრცის რეიტინგებით შეჯიბრება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ყურადღების ცენტრშია როგორც სოციალურ ქსელებში ნახვების რაოდენობით პოზიციონირება, ისე ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის გარშემო დაწყებული დისკუსია.

03 სექტემბერი 2026, 20:36

პოლიტიკა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს.

03 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - ვის სჭირდება პატიმრები ციხეში? შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეალურ მიზნებზე საუბრობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩავარდნილი რევოლუცია, დამარცხებული რევოლუციური პროპაგანდა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოპოზიცია - პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ყველა იმ ადამიანის ციხეში ყოფნა, რომლებიც ძალადობრივი აქციებისას დააკავეს

03 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

პოლიტიკური სპეკულაცია თვითმკვლელობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე, მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის რიტორიკის სინქრონულობაზე საუბრობენ.

03 სექტემბერი 2026, 20:20

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო - პირველი ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი იყვნენ. პარალელურად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენება ჩამოართვეს ამ ამბის პირველწყაროს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო.

მარიამ ცირამუა

03 სექტემბერი 2026, 20:15

სამართალი

პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ობს ს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც არის მიღებული მის მიერ სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებული საჯარო წერილები

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.