საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება.
„ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.
სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
ეკონომიკური აქტივობა, საგარეო შოკების პირობებში, მდგრადობას ინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა. ზრდის ძირითად წყაროდ კვლავ მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები რჩება, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ამასთან, მოლოდინების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა საგარეო მოთხოვნაზე შეზღუდულია. შესაბამისად, განახლებული ცენტრალური სცენარით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 6.5 პროცენტზე, ნარჩუნდება.
გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგები კვლავ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად რისკად რჩება. აღნიშნული გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა, როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.
მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღნიშნული სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით გამწვავებას ითვალისწინებს, რაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების დამატებით ზრდას გამოიწვევს. ენერგორესურსების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე აისახება, ხოლო გაზრდილი ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯების გავლით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გავრცელდება. ამასთან, ბოლო პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობები საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული სურსათის ფასების ზრდის დამატებით რისკს ქმნის. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოზიციას აძლიერებს. ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გრძელვადიანი პოტენციალის უფრო მაღალი ზრდა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ გავლენას შეამცირებს. მეორე მხრივ, ძლიერი საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია ეფექტური გაცვლითი კურსის ფუნდამენტური გამყარების ტენდენციას განაპირობებს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს. ამასთან, გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასების დაჩქარებული ტემპით შემცირებაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.
მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, განახლებული სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. თუმცა, მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობასა და მათ გავლენას. თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სამპროცენტიან მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 13:13
რეგიონი
მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა.
29 ივლისი 2026, 13:05
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
29 ივლისი 2026, 13:03
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 13:01
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა, რომელშიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შპს „საქაერონავიგაციის“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურის, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრისა და სხვა ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა. შპს „საქაერონავიგაციამ“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურმა, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონულმა ცენტრმა და სხვა ჩართულმა უწყებებმა, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:48
მსოფლიო
POLITICO: აშშ ჰორმუზის სრუტის პატრულირებას დაჟინებით ითხოვს, თუმცა მოკავშირეები მხრებს იჩეჩავენ
ევროპელი მოკავშირეები უარს ამბობენ მხარი დაუჭირონ აშშ-ის ინიციატივას ჰორმუზის სრუტეში ერთობლივი საპატრულო მისიის შექმნის შესახებ, სანამ ირანთან ომში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაინახავენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:44
ტაბლოიდი
ტომ კრუზის ქალიშვილმა მამის გვარზე ოფიციალურად თქვა უარი
მედიაში წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქალიშვილსა და ჰოლივუდის ვარსკვლავს შორის მრავალწლიანი დაშორების სიმბოლურ დასასრულად იქცა. ტომ კრუზი სურისთან ერთად საჯაროდ 2012 წლის შემდეგ - ქეთი ჰოლმსთან განქორწინების მერე არ გამოჩენილა.
29 ივლისი 2026, 12:37
სამართალი
პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:23
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი Foundation Plant Services-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ორგანიზაციის Foundation Plant Services (FPS) დირექტორს, მაჰერ ალ-რვაჰნიჰს და ორგანიზაციის „საქართველოს აგრარული გაერთიანება“ დამფუძნებელს, ვალერი გორგიშელს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 12:20
საზოგადოება
გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა.
29 ივლისი 2026, 12:15
მსოფლიო
Financial Times: უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ბუდაპეშტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს კვლავ აფერხებს
გასული წლის გაზაფხულზე უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა გაცილებით მარტივი ჩანდა, თუმცა, როგორც ოფიციალური ბუდაპეშტი პროცესის შენელებას კვლავ განაგრძობს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 12:12
საზოგადოება
იოსებიძის ქუჩაზე IV ხარისხის ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდება
იოსებიძის ქუჩის N71-ში მდებარე IV ხარისხის დაზიანების მქონე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება იწყება, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
29 ივლისი 2026, 12:04
საზოგადოება
ლოტკინის დასახლებაში ლაითურის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის გამგეობა სამუშაოებს ლოტკინის დასახლებაში, ლაითურის ქუჩაზე ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:51
მსოფლიო
აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა საუდის არაბეთთან ერთად ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განხორციელებას ავალებდა.
29 ივლისი 2026, 11:50
რეგიონი
ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
29 ივლისი 2026, 11:41
მსოფლიო
მედია: სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე აზრი გაიყო, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
კომპანია Opinia24-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, პოლონეთში აზრი გაიყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხზე, ხოლო ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. კვლევის შედეგებს RMF24 ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:35
საზოგადოება
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის- „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს“, ფარგლებში გურიის რეგიონში თვითმმართველობების, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
29 ივლისი 2026, 11:34
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
29 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
გლდანში, ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება
გლდანის გამგეობამ ტაძრისა და მონასტრის ქუჩებზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


