29 ივლისი 2026, 13:01 / სანდო წყარო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა, რომელშიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს შპს „საქაერონავიგაციის“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურის, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონული ცენტრისა და სხვა ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა. შპს „საქაერონავიგაციამ“, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამსახურმა, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონულმა ცენტრმა და სხვა ჩართულმა უწყებებმა, - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება ორ დამოუკიდებელ სცენარს მოიცავდა: ფრენის უსაფრთხოების (Safety) და საავიაციო უშიშროების (Security) მიმართულებით.

„პირველი სცენარის ფარგლებში იმიტირებული იყო საჰაერო ხომალდის ავარიული დაშვება. სცენარის მიხედვით, აეროპორტში გამოცხადდა საერთო განგაში, შეიკრიბა საავარიო-ოპერატიული შტაბი, აეროპორტი საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და განხორციელდა საავარიო-სამაშველო ღონისძიებები, მათ შორის ხანძრის ლიკვიდაცია და მგზავრთა ევაკუაცია.

მეორე სცენარის მიხედვით, აეროპორტის მიწისზედა ობიექტზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინება შევიდა. შესაბამისი პროცედურების ამოქმედების შემდეგ ჩართულმა უწყებებმა განახორციელეს საფრთხის შეფასება, ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ადამიანების ევაკუაცია, ობიექტის შემოწმება და ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა-განეიტრალების ღონისძიებები.

სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა საავარიო-ოპერატიული ცენტრი შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა შეაფასეს რეაგირების ეფექტიანობა, უწყებათაშორისი კოორდინაცია და მოქმედი საგანგებო გეგმების პრაქტიკული შესრულება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, გაგა სანიკიძის, განცხადებით, სწავლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აეროპორტში მოქმედი სამსახურები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება წარმატებით ჩატარდა. მსგავსი სწავლებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას პრაქტიკაში შევამოწმოთ ჩვენი მზადყოფნა და სხვადასხვა უწყებასთან კოორდინირებული მუშაობა. შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჩართული სამსახურები მზად არიან ეფექტიანი რეაგირებისთვის. მადლობას ვუხდი სწავლების თითოეულ მონაწილეს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და მაღალი ჩართულობისთვის. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების უსაფრთხოება, ამიტომ მსგავსი სწავლებები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება“, - განაცხადა გაგა სანიკიძემ.

სრულმასშტაბიანი სწავლების მიზანი იყო აეროპორტში საგანგებო სიტუაციის დროს ჩართული ორგანიზაციებისა და სამსახურების კოორდინირებული და ეფექტიანი მოქმედების შეფასება, რეაგირების დროის განსაზღვრა, საგანგებო გეგმებისა და პროცედურების პრაქტიკული შემოწმება, ასევე სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა.

მსგავსი სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად ტარდება, რაც უზრუნველყოფს აეროპორტების მზადყოფნის მუდმივ შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების პრაქტიკულ შემოწმებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში შემოგვაქვს ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით სახელმძღვანელოები

„სასკოლო მიმართულებით ჩვენი უმთავრესი მიმართულება არის სახელმძღვანელოების საკითხი. ჩვენ დავიწყეთ სახელმძღვანელოებზე მუშაობა და შემოგვაქვს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში ჰუმანიტარული და „სტემ“ მიმართულებით, ასევე რიგ სხვა კლასებშიც გარკვეული სახელმძღვანელოები, რომელიც სრულიად ახალია და ერთი სტანდარტის სახელმძღვანელო იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში“ - აღნიშნა მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება

ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

12 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

12 სექტემბერი 2026, 18:47

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

იაგო ხვიჩია

12 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამია

12 სექტემბერი 2026, 17:23

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.

12 სექტემბერი 2026, 17:19

სამართალი

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

ლევან მაჭავარიანი

12 სექტემბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“

საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

12 სექტემბერი 2026, 16:50

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს

დონალდ ტრმაპი

12 სექტემბერი 2026, 16:47

მსოფლიო

ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

12 სექტემბერი 2026, 16:28

მსოფლიო

პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

ენდი ბერნემი

12 სექტემბერი 2026, 16:12

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 14:58

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება

ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 14:56

საზოგადოება

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა

ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:55

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.

გივი მიქანაძე

12 სექტემბერი 2026, 14:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 14:36

მსოფლიო

ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.