თამარ იოსელიანი: სატრანსპორტო სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში
თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის დარგებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა მიმდინარე წელს სატრანსპორტო სექტორში არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.
თამარ იოსელიანის თქმით, ზრდა დასტურდება ტვირთის ყველა სახეობაში.
„საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით, ჯამურად საზღვაო ნავსადგურებმა გადაამუშავეს, დაახლოებით, 13, 700 000 ტონა, რაც წარმოადგენს 24%-იან მატებას. ამასთანავე, კონტეინერების მხრივაც ზრდა აღინიშნება, დაახლოებით 9%-იანი ზრდა გვაქვს და გადამუშავდა დაახლოებით 554 000 TEU კონტეინერი, რაც, ცხადია, უპრეცედენტო მაჩვენებელია პირველი რვა თვის ჭრილში, წლის განმავლობაში და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით რეკორდულ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, რკინიგზის სფეროშიც რეკორდული მაჩვენებლებია ბოლო ათწლეულის განმავლობაში - გადამუშავდა დაახლოებით 9,700 000 ტონა ტვირთი, რაც დაახლოებით 9%-იანი მატებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით.
„აქვე ხაზგასასმელია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტრანზიტის რეჟიმში გვაქვს 14%-იანი მატება, რაც, ცხადია, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფნის როლი იზრდება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს როლიც ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კვანძის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევებისა, ასევე პოზიტიური დინამიკით ხასიათდება წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი.
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, ზოგადად, აეროპორტებით გადამუშავებულ ტვირთებს - დაახლოებით 29 000 ტონა გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით გვაძლევს 30%-იან სხვაობას, ანუ მატება გვაქვს ამ მიმართულებითაც და აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სწორი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სექტორი. ცხადია, ამ კუთხით ჩვენ კერძო პარტნიორებთანაც ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში მმართველი ბლოკის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
ბრიტანული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტ YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მმართველი კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) - რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 18%-მდე დაეცა.
15 სექტემბერი 2026, 19:45
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს და სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს, ასევე, სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:38
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 19:29
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ორ ადამიანზე, რის შედეგადაც ერთ დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს.
15 სექტემბერი 2026, 19:28
საზოგადოება
ელენე ბენიძე: 6 წელია ვმუშაობ ტელეკომპანია „ფორმულაში“ და ამ 6 წლიდან, ალბათ, მხოლოდ 2 წელი თუ იყო ფინანსურად სტაბილური. ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე აპირებს, ანაზღაურების გადაუხდელობის გამო, ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივლოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი.
15 სექტემბერი 2026, 19:21
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ადგილობრივი ოფიციალური პირები ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება?
აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, რომელმაც შესაძლოა ვაშინგტონში ძალთა ბალანსი შეცვალოს, ადგილობრივი და შტატის ოფიციალური პირები მთელი ქვეყნის მასშტაბით ემზადებიან კრიზისული სცენარისთვის, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენლად ითვლებოდა - რა მოხდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გამოყენებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად შეეცდება? - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
15 სექტემბერი 2026, 18:38
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებიდან მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 18:35
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.
15 სექტემბერი 2026, 18:27
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა
ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
15 სექტემბერი 2026, 18:24
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: აჭარაში წლის ბოლომდე 20 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება, 2027 წელს 7 ახალი სკოლა აშენდება, 20 სკოლაში კი პროცესი დაიწყება
„სისტემაში გვაქვს 2085 სკოლა და სკოლების უმრავლესობას სჭირდება ან სრული რეაბილიტაცია, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ვიცით, რომ არის ბევრი სკოლა, სადაც მრავალი წელია ეს პროცესი ვერ დასრულდა, ამიტომ ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროს ცალკე კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც სათითაოდ გავდივართ ყველა სკოლის საკითხს. პრიორიტეტები განსაზღვრულია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
15 სექტემბერი 2026, 18:24
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი ახალ სახელმძღვანელოებზე: ფორმა, მეთოდოლოგია აბსოლუტურად შეცვლილია და ეს არის კონსტრუქტივისტული მიდგომით წარმოდგენილი სახელმძღვანელოები. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლე პასიური მსმენელი კი არ არის, არამედ თავად არის ამ ცოდნის შენების მონაწილე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითად საკითხებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ახალი მეთოდოლოგიით შედგენილი სახელმძღვანელოებით მოსწავლე არ არის პასიურ როლში და ის თავად მონაწილეობს ცოდნის შექმნაში.
15 სექტემბერი 2026, 18:22
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: არაქართულენოვან მოსახლეობას ესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მათივე სურვილის მიხედვით, ცალკე გავხსენით ქართული სექტორები
21 არაქართულენოვან სკოლაში ცალკე გაიხსნა ქართული სექტორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 18:20
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება
გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დღის წესრიგის პროექტისა და ევროკავშირის ორი დიპლომატის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება.
15 სექტემბერი 2026, 18:16
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: განათლების სამინისტრო 2026-27 სასწავლო წელს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. პირველად მოხდა, როდესაც სისტემაში საყოველთაო რეგისტრაციამდე, პირველკლასელთა რეგისტრაციას ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაემატა
განათლების სამინისტრო 2026-27 სასწავლო წელს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 18:04
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ტარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?
„როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ტარდება, როდესაც არ არის საკმარისი ინფორმაცია - რა საკითხებს შეეხებოდა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი, ხომ არ არის ეს ამის გაგრძელება? ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას, მხარი დაუჭირონ რევოლუციას ან სხვა უკანონო პროცესს. ამიტომ დღეს ითქვა კიდევაც, რომ მივესალმებოდით, თუ შესაბამისი საელჩო უფრო ნათელ და გამჭვირვალე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრის ხასიათის შესახებ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
15 სექტემბერი 2026, 17:59
საზოგადოება
გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რუსთავში კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
15 სექტემბერი 2026, 17:59
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის
ყველა მხარეს აქვს უფლებები. ეს უფლებები 100% -ით იქნება დაცული. ეს იმდენად საჯარო პროცესი იქნება, ამას ყველა ნახავს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროცესის განხილვისას.
15 სექტემბერი 2026, 17:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს
საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
15 სექტემბერი 2026, 17:52
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას, რომელსაც ბათუმმა 7-8 სექტემბერს უმასპინძლა.
15 სექტემბერი 2026, 17:52
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი უკვე დადგა
ამერიკული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ საწვავის გლობალური კრიზისი, რომელზეც თვეებია ლაპარაკობენ, უკვე დადგა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


