BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
ფოტო: ეროვნული ბანკი
„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია.
„კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. კონკურსს წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.
კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების მიღება 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად BARTA-ს კონკურსი წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას. ხოლო, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული კომპანიების ჩათვლით, თვით წარდგენა დასჭირდებათ.
2027 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 8 საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. BARTA კომპანიების ანგარიშებს ოთხ ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები. წელს პირველად, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიები გაიყო, რის შედეგადაც თითოეულში ცალკე გამარჯვებული გამოვლინდება. დამატებით, კონკურსში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება.
წელს პირველად BARTA აწესებს ახალ ნომინაციას - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“, რომელიც გამოავლენს საუკეთესო მმართველობის კუთხით კომპანიას, რომელიც ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.
ასევე, BARTA აწესებს სპეციალურ ნომინაციას - „ჟიურის რჩეული“, რომლის შერჩევა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება და წევრებს მისცემს მოქნილობას აღიაროს კომპანია, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი მიღწევები, ინოვაცია, არსებითი პროგრესი ან გამჭვირვალობისადმი ერთგულება.
BARTA ასევე გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიასაც. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს BARTA-ს კონკურსში პირველად მონაწილე კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.
შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.
BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 12:30
ეკონომიკა
ქართული ღვინის დეგუსტაცია ქალაქ შანხაიში გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა.
01 ოქტომბერი 2026, 12:16
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
საქპატენტის ინფორმაციით, ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 12 პროდუქტის შესახებ, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ხარისხითა და მაღალი რეპუტაციით. ადგილწარმოშობის დასახელებებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად ნიშანდებული ეს განსაკუთრებული პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
01 ოქტომბერი 2026, 12:12
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირე არ მიიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 12:12
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.
01 ოქტომბერი 2026, 12:05
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შეფასებისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:57
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია
არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
01 ოქტომბერი 2026, 11:53
მსოფლიო
ტრამპის მტკიცებით, Fox News-ის ეთერში „დემოკრატები“ „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ი მწვავედ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, „დემოკრატები“ ტელეკომპანიის ეთერში „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან.
01 ოქტომბერი 2026, 11:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
01 ოქტომბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ბერა ივანიშვილის სარჩელზე: გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ
გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ საკითხის შეფასებისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში
2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე საუბრისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
01 ოქტომბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.
01 ოქტომბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს
მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის. „14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არ აეღო ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე და რომ არ დასდგომოდა მას გვერდით ქართველი ხალხი და არ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა გზით წაიყვანდა და ეს გზა იქნებოდა ომის, მძიმე დაპირისპირებისა და ქვეყნის განადგურების.
01 ოქტომბერი 2026, 11:08
მსოფლიო
POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირისგან საბიუჯეტო წესების დამატებით მოქნილობას ითხოვს, რათა წევრმა ქვეყნებმა ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციის ფონზე ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
საზოგადოება
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
ეკონომიკა
გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით
დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი, - აცხადებს Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.
01 ოქტომბერი 2026, 11:02
რეგიონი
რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს
რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:58
საზოგადოება
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


