დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ის ძალები (რადიკალური ოპოზიცია და მისი გარე პატრონები), რომლებიც ქვეყნის არევას სხვადასხვა გზითა და მეთოდით კვლავ ცდილობენ.
„14 წელი გავიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან არჩევნებში დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოოდ ვერ დაამარცხა ის ძალები, რომლებმაც მოავლინეს ქვეყანაში „ნაცსექტა“ და 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქციეს.
ამ ძალებმა 2014 წლის 24 ივლისს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებისა და უკრაინაში გაქცევის შემდეგ, კიევში „საქართველოს გათავისუფლების შტაბი“ ჩამოაყალიბეს და ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შეიმუშავეს:
კოაბიტაციის გზით, არჩევნების გზით, კოალიციური მმართველობის გზით, წარუმატებლობის შემთხვევაში - ალტერნატიული პარლამენტის გზით, ტექნიკური გარდამავალი მთავრობის გზით, მაიდანის გზით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების გზით, „საბოტაჟნიკების“ უზარმაზარი ქსელის მეშვეობით (რომლებიც ხელისუფლების ყველა შტოში იყვნენ დაკონსერვირებული), ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვის გზით, მოქმედი ხელისუფლების წევრების მოსყიდვისა და გახრწნის გზით, მმართველი პარტიის რიგებში ღალატის წახალისების გზით, ქვეყნის დამანგრეველ და სისხლიან ომში ჩათრევის გზით, საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციის გზით - სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მიზნით, საერთაშორისო გლობალისტური და ლიბერალური ძალების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ლობიზმის გზით და, საბოლოოდ - კულუარული „ტროას ცხენის“ დეკონსერვაციისა თუ თავის დროზე პარლამენტში, მთავრობაში, მედიასა და სხვა სფეროებში ჩანერგილი „ნაცსექტის“ უზარმაზარი არმიის რეანიმაციის გზით - ანუ ხავერდოვანი გადატრიალების მიღწევის გზით.
მაგრამ ესეც კი არ არის იმ დღემდე მიმდინარე ბრძოლის ელემენტების სრული ჩამონათვალი, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა: 15 წლის განმავლობაში - იმ დროიდან, როდესაც შეიქმნა დღეს მმართველი პარტია, და 14 წლის განმავლობაში - ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც დღემდე ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბოლომდე მიღწეული არ არის.
მიუხედავად ამ დაპირისპირებაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაცსექტის“ მხრიდან გაღებული ორმხრივი დანაკარგებისა, ამ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ბრძოლაში ქვეყნის ძალა მისი საზოგადოების უმრავლესობაშია, მისი ისტორიული მეხსიერების ურყეობაში, ღვთისმშობლის წილხვედრობისადმი ერთგულებაში, დედაეკლესიისადმი, ტრადიციებისადმი, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემასა და საკუთარ რიგებში იმ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობის შენარჩუნებაში, რომლებიც სახარებისეულ სიბრძნეს, სიყვარულს, პატიოსნებასა და მადლიერების გრძნობას ეყრდნობიან. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ცალ-ცალკე თუ ბითუმად გაგვხრწნან, გადაგვიბირონ ან მოგვისყიდონ.
მთელი ამ უმძიმესი ბრძოლის პერიოდში, რომელიც ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, მის მთავარ ფიგურანტს, ბიძინა ივანიშვილს, არც ერთხელ არ მოუცია საბაბი იმისთვის, რომ ეჭვი შეგვეტანა მის თავდადებაში ან იმ პრინციპებისადმი ერთგულებაში, რომელთა გამოც შედგა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერი - წმინდა ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღე.
ასე, რომ არანაირი სასოწარკვეთილება და ერის მოწინააღმდეგეთა წისქვილის ამუშავებაში მონაწილეობა! იფილტრება „ღვინო“, ნალექს გადაეცემა ტაქტიკური გადაცდომები, რათა სტრატეგიულად გამარჯვებულები გამოვიდეთ და მივირთვათ ღვთაებრივად გაწმენდილი სითხე იბერიის გარდაუვალი გაბრწყინების მოლოდინში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 12:20
ეკონომიკა
BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 12:16
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, საქპატენტის ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა
საქპატენტის ინფორმაციით, ჟურნალში განთავსებულია საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო თუ ვიზუალური მასალა საქპატენტში რეგისტრირებული 12 პროდუქტის შესახებ, რომლებიც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით, გემური თვისებებით, ხარისხითა და მაღალი რეპუტაციით. ადგილწარმოშობის დასახელებებად და გეოგრაფიულ აღნიშვნად ნიშანდებული ეს განსაკუთრებული პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
01 ოქტომბერი 2026, 12:12
მსოფლიო
POLITICO: პენტაგონმა ნატოს შეხვედრაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები არ დაპატიჟა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ თვეში დაგეგმილ ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირე არ მიიწვია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 12:05
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ომის, უბედურების და ცეცხლის წვიმის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი დამალა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მიერ IRI-ის კვლევის დამალვის შეფასებისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:57
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი საიას ანგარიშზე: არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია
არის საკმაოდ სუბიექტური, შეცდომაში შემყვანი და სახელმწიფოს დაზიანებაზე ორიენტირებულად გაგზავნილი ინფორმაცია, - განაცხადა გადაცემაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
01 ოქტომბერი 2026, 11:53
მსოფლიო
ტრამპის მტკიცებით, Fox News-ის ეთერში „დემოკრატები“ „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ი მწვავედ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, „დემოკრატები“ ტელეკომპანიის ეთერში „რესპუბლიკელებზე“ უფრო ხშირად ჩანან.
01 ოქტომბერი 2026, 11:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
01 ოქტომბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ბერა ივანიშვილის სარჩელზე: გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, მაგრამ როგორც წარსულში არ გამოსვლიათ, არც მომავალში არ გამოუვათ
გვაქვს მოლოდინი, რომ არა თუ ეს ადამიანები, არამედ მათ უკან მდგომი ადამიანები, გააგრძელებენ თავდასხმას ოჯახის მიმართ, რათა მათი მიზანი შესრულდეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ საკითხის შეფასებისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს ისტორიაში
2012 წლის 1 ოქტომბერი გახლავთ ეპოქალური და გარდამტეხი მნიშვნელობის მონე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე საუბრისას.
01 ოქტომბერი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.
01 ოქტომბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.
01 ოქტომბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 1 ოქტომბრის მთავარი ღირებულება სწორედ ესა, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, უსაფრთხოება იყოს დაცული და ამ ყველაფერმა ჩვენ საბოლოოდ, ნამდვილ ოცნებამდე, ტერიტორიულ მთლიანობამდე მიგვიყვანოს
მისივე თქმით, 14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის. „14 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად ჩანს 1 ოქტომბრის მასშტაბი საქართველოსთვის და რომ არ აეღო ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე და რომ არ დასდგომოდა მას გვერდით ქართველი ხალხი და არ გაეკეთებინა სწორი არჩევანი, მაშინდელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას სრულიად სხვა გზით წაიყვანდა და ეს გზა იქნებოდა ომის, მძიმე დაპირისპირებისა და ქვეყნის განადგურების.
01 ოქტომბერი 2026, 11:08
მსოფლიო
POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირისგან საბიუჯეტო წესების დამატებით მოქნილობას ითხოვს, რათა წევრმა ქვეყნებმა ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციის ფონზე ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
საზოგადოება
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
ეკონომიკა
გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით
დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი, - აცხადებს Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.
01 ოქტომბერი 2026, 11:02
რეგიონი
რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს
რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:58
საზოგადოება
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება
1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია.


