აფბა სილქნეტის მიერ ჯეოსელის შეძენის წინააღმდეგია
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეხმაურება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოსალოდნელ გარიგებას, რომლის თანახმად, კომპანია სილქნეტი ჯეოსელის მფლობელი ხდება.
ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვინაიდან ბაზარზე ფაქტობრივად ისპობა კონკურენცია და რჩება მხოლოდ ორი კომპანია მაგთიკომი და სილქნეტი.
აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, სილქნეტისა და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარს (მობილური ოპერატორები, ინტერნეტპროვაიდერები, მაუწყებლობის ტრანზიტი) სრულად გააკონტროლებს ორი კომპანია მაგთიკომი და სილქნეტი, მათ კონკურენციას ბაზარზე არსებული კომპანიები ვერასდროს ვეღარ გაუწევენ და ამავდროულად ჩნდება კარტერული გარიგებების საფრთხე.
"თუ გარიგება შედგა მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს სწორედ მაგთიკომი და სილქნეტი გააკონტოლებენ. შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და კონკურენცია ფაქტობრივად გაქრება. ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი კომპანია ,,ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ ,,ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი დატოვოს კიდეც. ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტერული გარიგებების საფრთხეს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კარგად შეისწავლოს საკითხი და ვინაიდან გარიგების შედეგად ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს საფრთხე ემუქრება გამოიყენოს მისი ვალდებულება და არ დაუშვას გარიგება.
"კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონგურენტული გარემოს უზრუნველყოფა, მან უნდა იმოქმედოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ არსებული საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაუშვას ,,სილქნეტის“ მიერ ,,ჯეოსელის“ შეძენა“, - აცხადებს აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.
გარდა ამისა, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოახდინოს ბაზარზე ფინანსების გამჭვირვალობა და გამოაქვეყნოს ბაზარზე არსებული კომპანიების დეტალური ფინანსური მაჩვენებლები, რათა საზოგადოებამ და სფეროს სპეციალისტებმა კარგად დაინახონ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რეალურად არსებული სიტუაცია.
26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგების შედეგად შეიქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანებს.
29 იანვარს "სილქნეტის" წარმომადგენლებმა პრესას შესაძლო გარიგების შესახებ დეტალურად უამბეს. კომპანიის ინფორმაციით გარიგების ღირებულება 153 მილიონი დოლარია.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 13:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.
31 ივლისი 2026, 13:16
მსოფლიო
FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა
ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.
31 ივლისი 2026, 13:04
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 ივლისი 2026, 12:56
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
31 ივლისი 2026, 12:43
მსოფლიო
აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 12:37
რეგიონი
სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
31 ივლისი 2026, 12:16
მსოფლიო
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ
ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 11:48
მსოფლიო
POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.
31 ივლისი 2026, 11:44
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:41
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს
გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.
31 ივლისი 2026, 11:39
საზოგადოება
,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.
31 ივლისი 2026, 11:32
ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.
31 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:11
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები
ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 11:09
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა
2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
31 ივლისი 2026, 10:59
სამართალი
სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:54
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.


