imedi /  13 მარტი 2018, 15:53 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისიამ სილქნეტს ჯეოსელის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

ჯეოსელი

ჯეოსელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის შესწავლის მიზნით, ბაზრის რამდენიმე ეტაპიანი კვლევა და ანალიზი ჩაატარა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100 %-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.

"მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ანალიზის შედეგების მიხედვით აღნიშნული ტრანზაქციის შემაფერხებელი გარემოება არ გამოიკვეთა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანია „ჯეოსელსა“ და „სილქნეტს“ მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა. 

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.

ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება, რომ აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და მათ დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.
რაც შეეხება საბითუმო მომსახურეობის ბაზარს, კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურეობის ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას. რაც შეეხება საცალო მომსახურების ბაზარს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადია", - წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შპს „ჯეოსელმა“ და სს „სილქნეტმა“, შპს „ჯეოსელში“ 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ მიერ შეძენის თაობაზე, კომუნიკაციებს ეროვნულ კომისიას თანხმობის მიღების თხოვნით 2018 წლის 6 თებერვალს მიმართეს.

29 იანვარს "სილქნეტის" წარმომადგენლებმა პრესას შესაძლო გარიგების შესახებ დეტალურად უამბეს. კომპანიის ინფორმაციით გარიგების ღირებულება 153 მილიონი დოლარია.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2026, 09:54

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.

03 ივნისი 2026, 09:26

მსოფლიო

აშშ-მა ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა

აშშ-ის მთავრობამ ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისს საქართველოში

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

03 ივნისი 2026, 09:04

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის

ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის, - წერს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

03 ივნისი 2026, 08:59

სპორტი

გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს

რუმინეთთან საქართველოს ნაკრების მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იყო გუნდის შემადგენლობაში.

03 ივნისი 2026, 08:56

კულტურა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის „ოჯახის“ პრემიერა გაიმართა.

03 ივნისი 2026, 08:52

საზოგადოება

თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა

თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური კულტურის, ხელოვნებისა და კულინარიის ნიმუშები.

03 ივნისი 2026, 08:48

საზოგადოება

153-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური პროექტი დასრულდა

მუხიანის დასახლებაში მდებარე ბაღის სახურავისა და ფასადის გარდა, სრულად განახლდა ეზო. გაკეთდა სტადიონიც.

03 ივნისი 2026, 08:46

რეგიონი

ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

03 ივნისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

მინისტრი ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.

მარიამ ლაშხი

03 ივნისი 2026, 08:40

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.

ნინო წილოსანი

03 ივნისი 2026, 08:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელს შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის არასწორი „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო მისთვისაც

გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელთან. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ხშირად ხვდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ქვეშ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.

დავით მათიკაშვილი

03 ივნისი 2026, 08:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რაც ძალიან სამწუხაროა

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.

გიორგი ვოლსკი

03 ივნისი 2026, 08:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ გერმანიის ელჩმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ურთიერთობის დაძაბვაში გერმანიის ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. იმედია, ეს შეიცვლება

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

ლევან მახაშვილი

03 ივნისი 2026, 08:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გერმანიის ელჩის განცხადებები საბოლოო ჯამში ემსახურება საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული შუღლის გაღვივებას. როგორც ჩანს, სინამდვილეში ეს არის სწორედ მისი მთავარი ჩანაფიქრი

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეაფასა.

03 ივნისი 2026, 08:00

სპორტი

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-რუმინეთის მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან, თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად საქართველო-რუმინეთის მატჩს დაესწრო.

დონალდ ტრამპი

03 ივნისი 2026, 01:17

მსოფლიო

ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა.

02 ივნისი 2026, 23:43

მსოფლიო

The Guardian: Patriot-ის რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს

რუსეთი საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტების გლობალურ, კრიტიკულ დეფიციტს სათავისოდ იყენებს და უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აძლიერებს - პარალელურად ისმის გაფრთხილებები, რომ, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების ნაკლებობა ქმნის „მოწყვლადობის ფანჯარას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სისტემებზე არიან დამოკიდებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში სათაურით „რაკეტების დეფიციტმა შექმნა „მოწყვლადობის ფანჯარა“, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სათავისოდ იყენებს“.

02 ივნისი 2026, 23:07

სპორტი

საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა - გულშემატკივარმა გურამ კაშია ნაკრებიდან გააცილა

საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.