ბექაური: საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში გაუგებარია
კახა ბექაური
ფოტო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
6 თებერვალს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შეძენაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ამ საკითხზე მედიაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„საჯარო სივრცეში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, იყო მოსაზრება ამ გარიგების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე ერთი ჯანსაღი მოსაზრება არ გამიგია არც ერთი ექსპერტისგან. საიდან მოდიან და საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში ესეც გაუგებარია. აბსოლუტურად უსაგნო და არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ. კომისიას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, რომ რაც არ უნდა მსხვილი გარიგება შედგეს ბაზარზე, ზეგავლენა ჰქონდეს მასზე და ამით არ შეიზღუდოს კონკურენცია. ეს რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ამ კონკრეტულ გარიგებას.
კონკრეტულად „ჯეოსელთან“ დაკავშირებით უნდა განვმარტო, რომ „ჯეოსელი“ დღეს ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და მეტიც, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რადგან ბაზრიდან გასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მის მფლობელს სწორედ ორი წელია აქვს მიღებული, შესაბამისად, „ჯეოსელმა“ LTI მომსახურეობაზე განაცხადიც კი არ გააკეთა“- განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ - პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა გაჭირდება მასთან კონკურენცია” - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით კომპანია „ბილაინსაც“ უპასუხა და განაცხადა, რომ „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.
„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. ჩვენ გვინდა რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“,- აცხადებს კახა ბექაური.
26 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილი გარიგების შედეგად შეიქმნება სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანებს.
29 იანვარს "სილქნეტის" წარმომადგენლებმა პრესას შესაძლო გარიგების შესახებ დეტალურად უამბეს. კომპანიის ინფორმაციით გარიგების ღირებულება 153 მილიონი დოლარია.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 12:43
მსოფლიო
Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა
გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2026, 11:52
რეგიონი
გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
13 სექტემბერი 2026, 11:47
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
13 სექტემბერი 2026, 11:39
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
13 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.
13 სექტემბერი 2026, 11:19
მსოფლიო
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
13 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ
წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.
13 სექტემბერი 2026, 11:09
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან
„ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან“, - განაცხადა პეზეშკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტებს საკუთარი პრობლემები აქვთ, ხოლო რეგიონული ჯგუფები მათ წინააღმდეგ მიმართული იერიშების საპასუხოდ მოქმედებენ.
13 სექტემბერი 2026, 10:52
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
13 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება
„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.
13 სექტემბერი 2026, 10:49
ეკონომიკა
ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება
მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
13 სექტემბერი 2026, 10:39
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
13 სექტემბერი 2026, 10:35
ჯანდაცვა
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
13 სექტემბერი 2026, 10:35
კულტურა
ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა
ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.
13 სექტემბერი 2026, 10:21
კულტურა
6-წლიანი პაუზის შემდეგ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნდა
2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების - კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
13 სექტემბერი 2026, 10:08
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
13 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ


