გარემოს დაცვის კომიტეტში ნენსკრაჰესის მშენებლობაზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ
კახა კუჭავა
ფოტო: პარლამენტის ადმინისტრაცია
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის კომიტეტში განსხვავებული შეფასებებია. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ღირს თუ არა 280 მეგავატის სანაცვლოდ, 200 ჰექტარი ბიომრავალფეროვანი ტყის გაჩეხვა, კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავა პასუხობს, რომ არცერთი ჰიდრო თუ სხვა მასშტაბური პროექტი გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.
„სოციალური საკითხებისა და სტრატეგიულობის გათვალისიწინება აუცილებელია, ამის შემდეგ კი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა პროექტის დაწყება, რაც მოხდა კიდეც ნენსკრას შემთხვევაში. აქვე აღვნიშნავ, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს გარემოს დაზიანების ხარჯზე“,- ამბობს კუჭავა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სავალდებულო აღდგენითი ღონისძიებები და რეაბილიტაცია.
საკითხთან დაკავშრებით განსხვავებული მოსაზრება აქვს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ზაზა ხუციშვილს. მისი თქმით, ყოველდღიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა საჭიროა.
ხუციშვილის თქმით, ნენსკრასთან დაკავშირებით დეტალურად არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა მიღებულია ძალიან მკაცრი კანონი გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და სწორედ მის ფარგლებში ხდება გადაწყვეტილების მიღებაც.
„რაც შეეხება ნენკსრას, წარმოიდგინეთ, რომ არ გვქონდეს ენგურჰესი, რომელმაც ისედაც დიდი ტერიტორია დატბორა, რა მოხდებოდა. ისედაც ცოტაა ენერგომატარებლები, არ გვაქვს არც გაზი და არც საწვავი (დიზელი და ბენზინი), ხოლო ელექტროენერგის თვალსაზრისით კი ისედაც ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში ვართ, ამიტომ მცირე და საშუალო ჰესების ათვისება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნავს ზაზა ხუციშვილი.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) “ნენსკრაჰესის” დაფინანსება თებერვლის დასაწყისში დაამტკიცა. საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება.
„ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. EBRD მშენებლობას 214 მილიონი დოლარით დააფინანსებს, 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას კი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ კაპიტალში ჩადებს.
დაფინანსების მოძიება კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკიდან და კორეის განვითარების ბანკიდან იგეგმება. 280-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის მთლიანი ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
2017 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ნენკრაჰესის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ ფორუმის მონაწილეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, 2018 წელს პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება, ხოლო სრული ამოქმედება - 2023 წელს იგეგმება. ამასთან, ტაეკვონ სიომ თქვა, რომ 3000-ზე მეტი მუშახელი დასაქმდება.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია უკვე გამართეს.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 20:40
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
10 ივნისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
10 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.
10 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.
10 ივნისი 2026, 20:16
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.
10 ივნისი 2026, 20:15
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.
10 ივნისი 2026, 20:12
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
10 ივნისი 2026, 20:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.
10 ივნისი 2026, 20:07
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.
10 ივნისი 2026, 20:02
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი შემოწმების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 19:43
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად
ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.
10 ივნისი 2026, 19:21
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026, 19:20
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს
ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“, თრგუნავს საკუთარ ხალხს და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მორალი წაუკითხოს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
10 ივნისი 2026, 18:34
მსოფლიო
ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებები სირიასა და ლიბანში თურქეთს საფრთხეს უქმნის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებს სირიასა და ლიბანში აქვს შედეგები, რომლებიც სხვა ქვეყნებზეც ახდენს გავლენას, მათ შორის თურქეთზეც.
10 ივნისი 2026, 18:29
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
10 ივნისი 2026, 18:24
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმაოთ და ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
10 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.
10 ივნისი 2026, 18:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, 2023 წლის შემდეგ დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით
ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, 2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადი დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.


