imedi /  19 თებერვალი 2018, 12:52 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკი: ბიტკოინის წარმოებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

შეხვედრა

შეხვედრა

საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ამ ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში ჰანს ტიმერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე საქართველოში კრიპტოვალუტებისა და blockchain-ის ტექნოლოგიების განვითარების საკითხი განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგად არის განვითარებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის წარმოება და ზოგადად blockchain-ის ტექნოლოგიები, მეტიც, ამ მიმართულებით, ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ამდენად, მსოფლიო ბანკისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გამოცდილების შესწავლა, რომელიც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორს აქვს ამ კუთხით, განსაკუთრებით blockchain-ის ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით.  

მსოფლიო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ამ ტექნოლოგიების მდგომარეობით, განვითარების ხედვით და სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.

მსოფლიო ბანკის მისია სხვა სამთავრობო უწყებებსა და კერძო სექტორში გამართავს შეხვედრებს, სადაც blockchain-ის ტექნოლოგიები არის დანერგილი.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეც მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

08 აპრილი 2026, 18:05

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არც ახალი წელი უხარია, არც 26 მაისი, არც შობა და აღდგომა. რაც მათ გაუხარდებათ, ის ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მოხდება

„ჩვენ გვყავს ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელიც განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი და სასულიერო თარიღების მიმართ. ყოველ ჯერზე აქვთ იმის მცდელობები, რომ კიდევ უფრო მეტად გახლიჩონ საზოგადოება, უფრო მეტი რადიკალიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმი შემოიტანონ ამ პროცესებში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შობის დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფოებრივ თარიღებზე და დღესასწაულებზე, იქნება ეს 26 მაისი, 9 აპრილი თუ ნებისმიერი სხვა თარიღი. ესეც მათ არაეროვნულ და უსამშობლო სახეს გამოხატავს. მათ არც ახალი წელი უხარიათ, არც 26 მაისი, არც შობა და აღდგომა. რაც მათ გაუხარდებათ, ის ჩვენს ქვეყანაში არასოდეს მოხდება. ყველამ კარგად ვიცით რაც არის ეს - თბილისის თავზე ბომბების წვიმა, ჩვენი ქვეყნის ქაოსში გახვევა, განადგურება და ა.შ. რეალური მიზანი ეს არის და ამ მიზნის მისაღწევად მზად არიან ცალ ფეხზე ირბინონ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

08 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა ინერგება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

08 აპრილი 2026, 17:53

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

08 აპრილი 2026, 17:51

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ორი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

08 აპრილი 2026, 17:47

ეკონომიკა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია

„საქართველოს ფოსტაში“ 2025 წელს წამგებიანი მიმართულებები უკვე შემოსავლის გენერირების ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

ჯეი დი ვენსი

08 აპრილი 2026, 17:45

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი ზელენსკის მუქარაზე ორბანის მიმართ: არ ვიცოდი, რომ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში პირადი ჯარისკაცების გაგზავნას აპირებდა. ეს სკანდალია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადებების გამო დაგმო და მას სკანდალური უწოდა.

08 აპრილი 2026, 17:41

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ლაშა აბაშიძე

08 აპრილი 2026, 17:40

ეკონომიკა

რკინიგზის გენერალური დირექტორი: ბორჯომ-ბაკურიანის რეისზე ე.წ. „კუკუშკა“ უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას

„კუკუშკის“ რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება დღეში ოთხი რეისის შესრულება.

ლაშა აბაშიძე

08 აპრილი 2026, 17:34

ეკონომიკა

რკინიგზის გენერალური დირექტორი: საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას

,,საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.

08 აპრილი 2026, 17:27

რეგიონი

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვე განისაზღვრა.

ზაალ მიქელაძე

08 აპრილი 2026, 17:26

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

08 აპრილი 2026, 17:20

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 17:18

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პიტ ჰეგსეტი

08 აპრილი 2026, 17:15

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება.

ლევან მახაშვილი

08 აპრილი 2026, 17:14

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, ვერ მოასწრო განახლება და ა.შ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას გადაწყვეტილი აქვს რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში

აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, ვერ მოასწრო განახლება და ა.შ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვს რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ სამხარაძე

08 აპრილი 2026, 17:14

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია არ იცვლება, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას

„როგორც ნახეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს ინფორმაცია არ იცვლება, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას. ერთი წუთი სჭირდება, რომ ინფორმაცია შეიცვალოს ტექნიკურად ვებგვერდზე. ამის ახსნა 21-ე საუკუნეში არავის სჭირდება. როცა რამდენჯერმე არის ეს საკითხი დაყენებული სამინისტროს მიერ და ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა“, - მიიჩნევს სამხარაძე.

08 აპრილი 2026, 17:01

სამართალი

პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პიტ ჰეგსეტი

08 აპრილი 2026, 16:52

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი შესაძლებლობა. ჩაიწერონ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ამერიკის მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიისას გვერდში არ დაუდგნენ.

პიტ ჰეგსეტი

08 აპრილი 2026, 16:34

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა. არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა.

08 აპრილი 2026, 16:34

რეგიონი

წალკაში კარანტინი გამოცხადდა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.