imedi /  22 თებერვალი 2018, 11:09 / სანდო წყარო

ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული

ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. კომპანია "ბადაგონის" ცნობით, ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგშია დაბარებული. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.

7 თებერვალს, კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო. 

კომპანია "ბადაგონის" 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა. 2013 წელს მისი წილი კომპანიაში 60%-მდე შემცირდა, 2015-ში კი ჯერ 50%-მდე, - შემდეგ კი კომპანია სრულად გიორგი სალაყაიას მფლობელობაში გადავიდა. გიორგი სალაყაიას თქმით, კომპანიის წილზე პრეტენზია ვლადიმერ ჯანჯღავას აქვს, თუმცა მისივე თქმით, ჯანჯღავას კომპანიასთან შეხება უკვე 4 წელია აღარ აქვს.

კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე კი აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელი "ბადაგონსა" და "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედს" სამართლებრივად არ უკავშირდება, თუმცა, კომპანიის აქციონერები წლების განმავლობაში იყვნენ ჯანჯღავას მეუღლე და სიმამრი: ეკატერინე ეზუგბაია და გივი ეზუგბაია, რომლებმაც წლების განმავლობაში კომპანიისთვის 20 მილიონამდე დოლარი მოიზიდეს.

დვალიძის თქმით, რამდენიმე წლის წინ "ბადაგონის" ამჟამინდელი მესაკუთრე გიორგი სალაყაია და ჯანჯღავა ფორმალურად შეთანხმდნენ, რომ კომპანიის 100% დროებით სრულად გადავიდოდა გიორგი სალაყაიას საკუთრებაში, იმისთვის, რომ კომპანიის მართვა გაიოლებულიყო, რადგან ჯანჯღავა რუსეთში ცხოვრობს. ადვოკატის თქმით, სალაყაიამ მეგობრობაზე და ნდობაზე დამყარებული ფორმალური შეთანხმება დაარღვია და ჯანჯღავას წილი მიითვისა. დვალიძე ამბობს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას "ბადაგონის" წილის დაბრუნება სურს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ჩამოართვეს და სალაყაიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გასული წლის დეკემბერში საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეიტანეს.

სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, "გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედი" კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი თავისი კლიენტის დავით ბეჟუაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს.

ლეო XIV

13 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.

13 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს

ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

13 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს, რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევია

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.

13 სექტემბერი 2026, 16:00

საზოგადოება

ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

13 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

დრონის სავარაუდო გამოჩენის გამო ​ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ჰაერში ავიაცია აწია

უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული.

დმიტრი პესკოვი

13 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა

„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.

13 სექტემბერი 2026, 14:58

სპორტი

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.

13 სექტემბერი 2026, 14:51

ტექნოლოგიები

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.

13 სექტემბერი 2026, 14:47

საზოგადოება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

დავით მათიკაშვილი

13 სექტემბერი 2026, 14:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები

ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

13 სექტემბერი 2026, 14:20

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.

13 სექტემბერი 2026, 14:17

მსოფლიო

გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას

ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.

კირილ ბუდანოვი

13 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

13 სექტემბერი 2026, 14:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს

„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.

13 სექტემბერი 2026, 14:00

სპორტი

გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

13 სექტემბერი 2026, 13:42

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა კიევზე, ოდესასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 13 სექტემბერს, დილით, რუსული დრონი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 მეტრში, „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან მდებარე სატვირთო ავტომობილს მოხვდა. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. კიდევ ერთი დარტყმა საზღვრიდან 2 კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

13 სექტემბერი 2026, 13:07

საზოგადოება

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა