imedi /  05 მარტი 2018, 13:57 / სანდო წყარო

ბადაგონი: დღეიდან კრიზისული მართვის რეჟიმზე გადავდივართ

გიორგი სალაყაია

გიორგი სალაყაია

"კომპანია „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი საქმიანობას დროებით აჩერებს"- ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადის.

“უბინძურესი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პირადად ჩემი, ლიზა ბაგრატიონის და საერთოდ „ბადაგონის“ წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი და განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო დიდწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიც არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო და ბრენდის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ფონი. სწორედ ამ ფაქტორების გამო, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც. მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რაზეც პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ ბადაგონს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება”, – განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

სალაყაიას თქმით, „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისი დროებით იკეტება და მუშაობას აგრძელებს კახეთში, რათა შესრულდეს უცხოელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები.

7 თებერვალს, კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო. 

კომპანია "ბადაგონის" 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა.

სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, "გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედი" კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

15 აპრილი 2026, 14:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს.

15 აპრილი 2026, 14:07

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 14:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა გლობალური შოკის მიმართ, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს

ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება

„იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

15 აპრილი 2026, 13:57

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან

სააგენტო განმარტავს, რომ ელექტრონული ტენდერი ჩატარდა გამჭვირვალედ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში. სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცალკეულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დისკრედიტაციას.

პეტერ მადიარი

15 აპრილი 2026, 13:56

მსოფლიო

პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი ქვეყნის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:55

რეგიონი

ბათუმში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:50

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს, აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას

დღეს, ვფიქრობ აღარავის უნდა ჰქონდეს კითხვა პოლიტიკაში უცხოური ჩარევების პრევენციის და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. დღეს თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:48

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ორმხრივ კავშირებს, ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად

რაც შეეხება უსამართლო მიდგომებს, სამწუხაროდ, უკვე იმდენია ასეთი ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, რომ მათი სრულად ჩამოთვლა მათ ძალიან მძიმე სურათს ქმნის. ამიტომ მე მხოლოდ მსხვილ თემებს შევეხები, რომელიც ყველაზე ნათლად ასახავს საქართველოსთან დამოკიდებულების უსამართლობას, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო პლატფორმებს საქართველოს პოზიციების დასაცავად.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები

„ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია, პირიქით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 აპრილი 2026, 13:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:39

მსოფლიო

ზელენსკი: ამერიკელები მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკელები ბოლო პერიოდში მუდმივად ეკონტაქტებიან ირანელებს, ხოლო უკრაინისთვის არ იცლიან.

15 აპრილი 2026, 13:24

საზოგადოება

გიორგი ლეონიძისა და სულხან საბას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამუშაოების წარმოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის (N316, 324, 364, 380, 382, 383, 390 და 408 მარშრუტები) მოძრაობა გიორგი ლეონიძის ქუჩიდან პაოლო იაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება ივანე მაჩაბლის, მიხეილ ლერმონტოვისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი მარშრუტებით.

15 აპრილი 2026, 13:09

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად ასარჩევ კანდიდატებს მოუსმინა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

15 აპრილი 2026, 13:07

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, 16 აპრილის მორიგ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმენენ. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ აშშ-ში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეხვედრა გამართა ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მოქმედი კულტურის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 13:04

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, რომელიც სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 13:04

ტაბლოიდი

58 წლის პარიზელმა ინჟინერმა ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო

პარიზელმა ინჟინერმა საქველმოქმედო ლატარიაში პიკასოს ნახატი მოიგო. მოგების ნაწილი, რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობით, ალცჰაიმერის დაავადების კვლევის ფონდს გადაეცემა. ხელოვნებით გატაცებულმა არი ხოდარამ ლატარიის ბილეთში 100 ევრო გადაიხადა, მოგებული ნახატის ღირებულება კი მილიონ ევროს აღემატება. სულ 120 000 ბილეთი გაიყიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 აპრილი 2026, 13:03

მსოფლიო

ზელენსკი: Patriot-ის რაკეტების ისეთ დეფიციტს განვიცდით, რომ უარესი წარმოუდგენელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტების ისეთ დეფიციტს განიცდის, რომ უარესი წარმოუდგენელია.