imedi /  12 მარტი 2018, 18:56 / სანდო წყარო

საქართველო საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მოხვდა

ამერიკული ფინანსური პორტალის GOBankingRates (GBR) თანახმად, საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ქვეყნების ოცეულში დასახელდა და მე-16 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვაში 115 ქვეყანა ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს: მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში.

ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.

"მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა", -  წერს GBR-ი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის უკრაინამ მე-6 ადგილი დაიკავა, თურქეთმა 26-3, სომხეთმა - 34-ე, ხოლო აზერბაიჯანმა - 35-ე.

ტოპ-სამეულში დასახელდნენ ქვეყნები: ინდოეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი.

GOBankingRates

არქივი

თბილისობა

19 სექტემბერი 2018, 11:05

ეკონომიკა

რას გეგმავს მერია „თბილისობაზე“ და რამდენი ლარი დაიხარჯება ღონისძიებებისთვის

თბილისის მერია "თბილისობის" ღონისძიებებისთვის 905 421 ლარამდე დახარჯვას აპირებს. ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით მერიამ გამარტივებული წესით შესყიდვა უკვე გამოაცხადა. რას გეგმავს მერია „თბილისობაზე“ და რამდენი ლარია ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული

19 სექტემბერი 2018, 11:01

ვიდეო

ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სასამართლო ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ-ის საქმეს განიხილავს

ბრაიან უიტმორი

19 სექტემბერი 2018, 10:50

საქართველო

ბრაიან უიტმორი: აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში

როგორც უიტმორმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.

დორიან ტოლა
ვახტანგ გომელაური

19 სექტემბერი 2018, 10:50

ძალოვნები

საქართველო და ალბანეთი ერთმანეთში საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

სილამაზის კონკურსი

19 სექტემბერი 2018, 10:48

ტაბლოიდი

გოგო ამპუტირებული ფეხით მის იტალიის ფინალში გავიდა

18 წლის კიარა ბორდი 3 ფინალისტს შორის მოხდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სხვა კონკურსანტს ერგო. ბორდიმ ფეხი 13 წლის ასაკში დაკარგა: ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანას შეუვაერდა. გოგოს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ახალი ევრო

19 სექტემბერი 2018, 10:45

ეკონომიკა

100 და 200 ევროს ნომინალის ახალი კუპიურები წარადგინეს

ორივე ბანკნოტს დაცვის ახალი მექანიზმები აქვს, რომლითაც მათი გაყალბება კიდევ უფრო რთულდება. ისინი დღევანდელ კუპიურებთან შედარებით გაცილებით პატარაა, ამის მიზანი კი საფულეში მათი ადვილად მოთავსებაა. ამის შესახებ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა.

პენტაგონი

19 სექტემბერი 2018, 10:39

მსოფლიო

პენტაგონმა რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის კიბერსაფრთხეებად დაასახელა

„ამერიკელ ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთი კიბერსივრცეში ინფორმაციულ ოპერაციებს ატარებდა. ეს ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის გამოწვევაა“, – წერია პენტაგონის დოკუმენტში. ჩინეთთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ოფიციალური პეკინი ამერიკის ხელისუფლების და კერძო სექტორის წარმომადგენლების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

19 სექტემბერი 2018, 10:31

ვიდეო

ზვიად ელიზიანი: ბათუმში უკვე მეცამეტედ ტარდება კინოფესტივალი

19 სექტემბერი 2018, 10:25

საქართველო

EMC-ის კვლევა: ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გამოწვევებია

კვლევის ავტორების თქმით, გეგმაში არ გვხვდება ჩანაწერი ე.წ. ჩრდილოვან ბავშვთა სახლებში მცხოვრები არასრულწლოვანების, რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამის, ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების შესახებ.

19 სექტემბერი 2018, 10:23

მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ როჰინჯების საქმის გამოძიება დაიწყო

მანამდე გაეროს ანგარიშით გაირკვა, რომ გაერთიანება ზოგიერთი მიანმარელი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ანგარიშში წერია, რომ ისინი სავარაუდოდ დამნაშავეები არიან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობასა და გენოციდის საქმეზე.

ანჯეი დუდა
დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

პოლონეთი აშშ-ს თავის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას სთავაზობს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

19 სექტემბერი 2018, 10:14

სპორტი

20-27 სექტემბერს ბაქო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველოს ნაკრების წინასწარ განაცხადში ერთი ქალიც იყო - აზერბაიჯანში მარიამ ჯანაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ავადმყოფობის გამო მისი ტატამზე გასვლა გამოირიცხა.

რესტორანი Prezzo

19 სექტემბერი 2018, 10:12

მსოფლიო

The Sun: სოლსბერიში მოწამლული რუსი ქალი ამბობს, რომ მას ემუქრებოდნენ

30 წლის ანა შაპიროს თქმით, ის რუსი გენერლის შვილია. ის ამტკიცებს, რომ ლონდონი ცოტა ხნის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც სოციალურ ქსელსა და ელფოსტაზე მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღება დაიწყო. 40 წლის კაცი და 30 წლის ქალი სოლსბერის ერთ-ერთ რესტორანში ცუდად 16 სექტემბერს გახდნენ.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2018, 10:05

მსოფლიო

ტრამპი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებით კმაყოფილია

"ამერიკელი გმირების ცხედრების ნაწილები სამშობლოში კვლავ ბრუნდება. ყველაფერთან ერთად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებმა 2032 წელს, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივი განცხადება შეიტანეს. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

19 სექტემბერი 2018, 09:54

ძალოვნები

ესპანეთში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს

ესპანური მედიის ცნობით თხუთმეტივე საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის ასევე არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა. თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

ჯექ ბლექი

19 სექტემბერი 2018, 09:40

კულტურა

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა

"გეგონათ იმისთვის მოვედი, რომ პენსიაზე წასვლა მეცნობებინა, არა მე ვაგრძელებ მუშაობას“ - ამ სიტყვებით ჯექ ბლექმა დამსწრე საზოგადოებას და თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა

19 სექტემბერი 2018, 09:35

ტექნოლოგიები

AUDI-მ პირველი ელექტრომობილი E-Tron-ი წარადგინა

პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა. მანქანა ორი უძლიერესი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. მათგან ერთი წინა წამყვანი თვლებისთვის, მეორე კი უკანა თვლებისთვისაა. საერთო ჯამში კი მისი სიმძლავრე 408 ცხენის ძალას უტოლდება.

19 სექტემბერი 2018, 09:20

კულტურა

ლონდონის მუზეუმში იშვიათი ძვირფასეულობა გამოფინეს

კოლექციაში სხვადასხვა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეტში, ინდოეთში, ზამბიაში, ჩილეში შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მასონების ლოჟის წარმომადგენლეთა ორდენები და ძვირფასეულობაა თავმოყრილი.

მამუკა ბახტაძე

19 სექტემბერი 2018, 09:11

ეკონომიკა

OPIC-ის პრეზიდენტი ბახტაძეს: საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციებისთვის გახსნილია

მამუკა ბახტაძემ და რეი უოშბერნმა ისაუბრეს OPIC-ის პროექტების გაფართოებაზე ლოგისტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. აღინიშნა ისიც, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს კორპორაციის გრელვადიან გეგმებში.

ვიქტორია ბექჰემი

19 სექტემბერი 2018, 09:01

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა პოდიუმი მას შემდეგ დატოვა, რაც დევიდ ბექჰემს საჯაროდ აკოცა

ვიტორია კოლექციის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე გავიდა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მაშინვე მაყურებლებიკენ გაეშურა, სადაც მას ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით ელოდნენ.ვიქტორიამ ჯერ შვილებს, შემდეგ კი მეუღლეს აკოცა და კულისებში ისე გავიდა.