საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიხსნა
დიმიტრი ქუმსიშვილი
დარწმუნებული ვარ, ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
ბელარუსის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ფორუმს ასევე ესწრება ბელარუსის პრემიერმინისტრის მოადგილე მიხაელ რუსი.
ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსს შორის მრავალწლიან მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა.
პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.
"ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ეს დღეებია დაიწყო მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საწარმოს გახსნა შესაძლებელი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცეპრემიერმა ბელარუსის დელეგაციას და ფორუმზე შეკრებილ სტუმრებს ასევე გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე ისაუბრა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და რეფორმებზე, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმაზე, მმართველობის რეფორმაზე, სივრცითი მოწყობის რეფორმაზე და სხვა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ბელარუსს შორის 2017 წელს გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, რომელიც 2016 წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე თბილისშია.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.
12 ივლისი 2026, 22:08
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
12 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.


