imedi /  04 აპრილი 2018, 12:12 / სანდო წყარო

გიორგი კვირიკაშვილმა 3 ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ილაპარაკა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მეწარმეებს 5 საგადასახადო დოკუმენტის ნაცვლად, რაც დღეს არის კანონით გათვალისწინებული, ერთი გაერთიანებული დოკუმენტის შედგენა მოუწევთ. "ამით ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი", - თქვა პრემიერმა.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის შესახებაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა ადგილობრივი მოსახლეობისგან და მცირე ფერმერებისგან ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენის გამარტივებაა.

"ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ზრდაში ჩართული იყოს საქართველოს მოსახლეობის ყველა სოციალური ფენა, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ფენა. სულ არის განცდა, როდესაც, მაგალითად, მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები ან სავაჭრო ობიექტები, იქ ნაკლებად გვხდება ადგილობრივი პროდუქცია. ამიტომ იმისთვის, რომ წავახალისოთ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი კვების პროდუქტების შესყიდვები, გამოვდივართ ინიციატივით - მაქსიმალურად ვამარტივებთ პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივებისგან და მცირე ფერმებისგან. მნიშვნელოვანი ინიციატივაა, ჩემი აზრით. შეზღუდვის გარეშე განახორციელებს ბიზნესი შესყიდვას. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. აქამდე არსებული საგადასახადო სისტემა ამის საშუალებას არ იძლეოდა", - თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ინიციატივის შესახებაც განაცხადა, რაც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ქცევას გულისხმობს.

"ეს გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები და გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში. მათ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიიების მართვა ფიზიკურად საქართველოში ყოფნის გარეშე. დარწმუნებული ვარ ეს ინიციატივა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამ ინიციატივებთან დაკავშირებით დღეს პრესკოფერენციას ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გამართავს.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 18:58

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს - ნატოს მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს ივნისში გამოცხადებული ექვსთვიანი ანალიზი, რომელმაც, შესაძლოა, ევროპაში განლაგებული ამერიკული კონტინგენტის მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს

აშშ-ის თავდაცვის ძალების ევროპაში განლაგების შესახებ პენტაგონის მიერ მომზადებული ანალიზი თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს გადაწყვეტილების მიღების, სულ მცირე, ოთხ ვარიანტს შესთავაზებს. Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ეს 6 ნოემბრამდე მოხდება.

კეროლაინ ლევიტი

27 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივანი: აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე

27 აგვისტო 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

27 აგვისტო 2026, 18:36

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

27 აგვისტო 2026, 18:28

საზოგადოება

თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„კონკას“ განახლების მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა.

27 აგვისტო 2026, 18:09

რეგიონი

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.

ფაბიენ მანდონი

27 აგვისტო 2026, 17:46

მსოფლიო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:34

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა

ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:25

სამართალი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.

27 აგვისტო 2026, 17:22

სამართალი

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.

რატკო მლადიჩი

27 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 17:11

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

27 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:35

რეგიონი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 16:30

საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

27 აგვისტო 2026, 16:26

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:02

სპორტი

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 15:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.

27 აგვისტო 2026, 15:55

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.