imedi /  17 აპრილი 2018, 00:16 / სანდო წყარო

სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯი მარტში შემცირდა

სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯი მარტში შემცირდა. კერძოდ, მის მოსამზადებლად 2018 წლის მარტში 3.55 ლარი იყო საჭირო, რაც თებერვალთან შედარებით 3.2%-ით ნაკლებია. ინფორმაციას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა "აისეტი" ავრცელებს. 

ამასთან, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯი 2017 წლის მარტთან შედარებით 4.2%-ით მეტია. 

ყველაზე მეტად იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯი თელავში შემცირდა (4.7%) და 3.41 ლარი შეადგინა. ხაჭაპურის ინდექსი თბილისში 4%-ით შემცირდა, ბათუმში 1.5%-ით, ქუთაისში კი 2.7%-ით შემცირდა.

ხაჭაპურის ინდექსის შემცირება რძის პროდუქტების გაიაფებით არის განპირობებული.

 

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

18 ივლისი 2024, 12:16

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში არის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას "ნაც მოძრაობა" თავად იყო კანონი, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმართა გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი ხელისუფლებაში მყოფი ჯალათების მთავარი ხელწერა იყო, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.

შალვა პაპუაშვილი

18 ივლისი 2024, 12:12

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტზე: „ევროპელი სოციალისტები“ არიან და ასევე „გირჩი“. დანარჩენი, როგორც ვხვდები, ყველა ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ, ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, რაც საინტერესოა საერთოდ, როგორც მოვლენა

რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ცნობილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა.შესაბამისი განცხადებით მათ პარლამენტს მიმართეს.

18 ივლისი 2024, 12:11

ეკონომიკა

ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 12:07

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

18 ივლისი 2024, 12:05

სპორტი

ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშებაზე ლატვია 6:1 დაამარცხა

ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევრო ლიგის ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო და პირველ შეხვედრაში ლატვიის ეროვნული გუნდი 6:1 დაამარცხა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 12:03

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნის დღიდან, დაზარალებულად ცნობილია 485 პირი, რომელთაგან 333-ს სახელმწიფომ დაახლოებით 66 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნა

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნის დღიდან, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტია გამოვლენილი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 ივლისი 2024, 12:03

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი მეთიუ მილერს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითაა გამოწვეული

„მეთიუ მილერს რომ დაუსვან შეკითხვა-თქვენივე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს წინა ხელისუფლების დროს "იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც გამჭვირვალე არ იყო, იძულებით ხდებოდა", მაგრამ მიუხედავად ამისა წინა ხელისუფლებას მაინც დემოკრატიის შუქურას უწოდებდით, რით იყო ეს გამოწვეული, საინტერესო რას უპასუხებს“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.“

18 ივლისი 2024, 11:58

კულტურა

ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივლისი 2024, 11:57

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროკავშირის უსაფრთხოებაში საუკეთესო ინვესტიციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ინვესტიციის ჩადება საუკეთესოა ევროპული უსაფრთხოებისთვის. „ევროპული უსაფრთხოებისთვის საუკეთესო ინვესტიცია უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ევროპის მიერ [უკრაინის] ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა“, - თქვა მან.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 11:57

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს

ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში განვაახლებ სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. პრიორიტეტულად გაიწერება ის მიმართულებები რაც პროკურორმა უნდა მიიღოს მხედველობაში თავისი საქმიანობის დროს. გაიწერება პროკურატურის მიზნები, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 ივლისი 2024, 11:52

პოლიტიკა

ფონ დერ ლაიენი: დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ჩვენი უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი ევროპის კავშირშია

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ხოლო ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროპის კავშირშია. „დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლოდვამ და საქართველომ საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ ზეწოლას თავისუფლება ამჯობინეს, ხოლო დემოკრატია დამოკიდებულებას. ამ არჩევანის გამო ზოგი მათგანი ძალიან დიდ ფასს იხდის. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რათა ვაჩვენოთ ურყევი ნება, რომ მათი მომავალი ჩვენს ევროპის კავშირში იქნება თავისუფალი, წარმატებული“, - თქვა მან.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 11:51

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები

ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

18 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი გაბიტაშვილს: ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი ხედვით, თქვენი განვლილი პროფესიული საქმიანობით კეთილსინდისიერად, მაღალი პროფესიონალიზმით, კანონის სრული დაცვით შეასრულებთ თქვენთვის დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს.

18 ივლისი 2024, 11:38

საზოგადოება

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს თარიღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცეს.

18 ივლისი 2024, 11:23

სამართალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ედიშერ გვენეტაძე

18 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში

თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 11:18

არჩევნები ამერიკაში

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 უკვე მესამედ დაუდასტურდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

18 ივლისი 2024, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შეხვდა. აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

18 ივლისი 2024, 11:17

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 ივლისი 2024, 11:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში

„პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს როლსა და სარგებელზე, რომელიც შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს მოუტანოს.