imedi /  24 მაისი 2018, 19:18 / სანდო წყარო

„მოგზაურობა ბათუმში” - ამ სახელწოდებით აჭარის შესახებ euronews-ზე გადაცემები გადის

ბათუმი

ბათუმი

„Adventures in Batumi”- ასე ჰქვია აჭარის შესახებ მომზადებულ თემატურ სიუჟეტებს, რომელიც euronews-ის ეთერში გადის. მტირალას ეროვნული პარკი, კურორტი გოდერძი და ბათუმი, ის ძირითადი ტურისტული ადგილებია, სადაც euronews-ის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ იმოგზაურა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები euronews-ის ეთერში მაისიდან ყოველდღიურად გადაიცემა და ის თვის ბოლომდე გაგრძელდება. 

აჭარას ამ ეტაპზე euronews-ის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სტუმრობს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობას ვრცელ ბლოგს მიუძღვნიან. შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გააშუქებს.

რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, euronews-ზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლიც ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ტელეკომპანიებთან 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და გადაცემები ისეთი რეიტინგული ტელეკომპანიებით გადაიცემა, როგორებიცაა BBC, CNN, Deutsche Welle და ევრონიუსი.

ყველა სიახლე

20 მაისი 2019, 12:42

საქართველო

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება

მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, შუალედური არჩევნების მეორე ტურს 13 ივნისამდე გამართავს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა, 30 მაისამდე აქვთ.

20 მაისი 2019, 12:31

ძალოვნები

ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელებიც დააკავეს

დაკავებულები არიან ასევე ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები – მეკარე რობერტ იმერლიშვილი და მცველი ირაკლი ბაჯელიძე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ დაკავებულია სხვადასხვა კლუბის რვა მოთამაშე. ოფიციალური განცხადება ფეხბურთის ფედერაციას ან კლუბებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კრისტინ ლაგარდი

20 მაისი 2019, 12:19

საქართველო

კრისტინ ლაგარდი: მეჩეთი და სინაგოგა თბილისში გვერდიგვერდაა, ესაა საქართველოს წარმატების მთავარი განმსაზღვრელი

ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან. კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.

ვენახი

20 მაისი 2019, 12:10

საქართველო

სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

imedinews-ის ინფორმაციით, ჭიკაანში, გავაზში, კუჭატანსა და წიწკანაანთსერში დაისეტყვა მარწყვის მოსავალი, საზამთროსა და ნესვის ბაღები. მოსახლეობა ამბობს, რომ დაზიანებულია ვენახების ნაწილიც. ყვარლის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის დამთვლელი კომისია მუშაობას დღეს დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მოსავლის 50%-მდე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 12:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. ამის შესახებ მან საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ის ასევე უკრაინის მთავრობის დაშლის ინიციატივით გამოვიდა, რათა „მომავალი თაობისთვის გათავისუფლდეს“ ადგილები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2019, 12:07

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელინსკი საზოგადოებას დაპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს. ფიცის დადების ცერემონიაზე ზელინსკის ოქროს სიმბოლოები გადასცეს, რომელიც მას საზეიმო მისალმების დროს ხელში ეჭირა.

რუსეთი

20 მაისი 2019, 12:00

საქართველო

NDI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს

გამოკითხულთა 31% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11% - ოკუპაციას, ხოლო 10% რუსულ პროპაგანდას ასახელებს. რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ აღქმის შედეგები განსხვავებულია აზერბაიჯანულ (8%) და სომხურ (3%) დასახლებებში. კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

20 მაისი 2019, 11:43

სპორტი

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ტექნიკური მოგება ჩაეთვალა. ის დღეს ოძეკი ტაკაკეიშოს უნდა შეხვედროდა, თუმცა მეტოქემ ბრძოლაზე უარი ტრავმის გამო განაცხადა. ბოლო მონაცემებით, ტოჩინოშინის ბალანსი 8/1 გახდა. ხვალ ტოჩინოშინი კომოსუბი მიტაკეუმის შეხვდება.

20 მაისი 2019, 11:32

საქართველო

NDI: ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს

ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის 74 % უჭერს მხარს. მოქალაქეების 55 %-სთვის ეს სრულად არის მისაღები. ამავდროულად, სომხური დასახლებების მოსახლეობის ნახევრისთვის ნატოში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 28 %-თვის მისაღებია.

20 მაისი 2019, 11:23

საქართველო

NDI: ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ევროპაში არ უმოგზაურია

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 % ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 5 % აცხადებს, რომ უმოგზაურია მხოლოდ ერთხელ, ხოლო 3 % აცხადებს, რომ უმოგზაურია რამდენჯერმე.

ევროკავშირი

20 მაისი 2019, 11:22

საქართველო

NDI: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის 77%-სთვის მისაღებია

რამდენად მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანება? ამ კითხვაზე 77%-მა დადებითი პასუხი დააფიქსირა. 26%-მა კი განმარტა, რომ ნაწილობრივ მისაღებია. კითხვაზე რამდენად მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება 53%-მა დადებითი პასუხი დააფიქსირა. 40%-მა კი თქვა, რომ ნაწილობრივ მისაღებია.

20 მაისი 2019, 11:22

სპორტი

ქართველმა ალპინისტმა ევერესტი დალაშქრა

საქართველო მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ავთანდილ ცინცაძე 16 მაისს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე, ევერესტზე ავიდა. ინტერნაციონალურ ექსპედიცია ევერესტზე 2019 წლის 2 აპრილს დაიწყო.საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაციით ასვლა განხორციელდა ნეპალის მხრიდან.

20 მაისი 2019, 11:04

საქართველო

NDI-ს კვლევით „ტელეიმედი“ ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზეა

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კახა კალაძე

20 მაისი 2019, 10:52

საქართველო

კალაძე: შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია

სანდრა რულოვსს არჩევნების შედეგებთან შეგუება მოუწევს. შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. განცხადება ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ერთადერთი რაზეც პოლიტიკური გაერთიანება დგას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამიაა.

20 მაისი 2019, 10:35

მსოფლიო

ტაჯიკეთის ციხეში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებმა ბუნტი მოაწყვეს

ტაჯიკეთის დედაქალაქ, დუშანბეს ციხეში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეების მიერ მოწყობილი ბუნტის შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა 30-მა პირმა მძევლად აიყვანა 3 ოფიცერი, რათა გაქცევა მოეწყოთ. დამნაშავეებს ცივი იარაღები ჰქონდათ.

პირველი რესპუბლიკის მოედანი

20 მაისი 2019, 10:35

საქართველო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას. ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება.

ცესკო

20 მაისი 2019, 10:32

საქართველო

„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გარეთიანებული სამეფოს დაფინანსებით.

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები

20 მაისი 2019, 10:30

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები სერიალს დაემშვიდობნენ

სერიალის ბოლო სეზონს მაღალ შეფასებებს არ უწერენ. ბევრი ფანი უკმაყოფილოა როგორც ფინალური სერიით, ასევე მთელი სეზონით, თუმცა უმრავლესობა მაინც თანხმდება იმაზე, რომ საერთო ჯამში სატახტოთა თამაშების ისტორიამ მსოფლიო კინემატოგრაფიაში უდიდესი კვალი დატოვა.

მართვის მოწმობა

20 მაისი 2019, 10:24

საქართველო

დღეიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულადაა შესაძლებელი

" მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი)“, - წერია განცხადებაში.

პოლიცია

20 მაისი 2019, 10:20

ძალოვნები

გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს

imedinews-ის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ საღამოს გურჯაანის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო