imedi /  15 ივნისი 2018, 08:39 / სანდო წყარო

თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე დღეს საკრებულოში იმსჯელებენ

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულო

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.

საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განმარტებით, 2015 წელს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისა და  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების გაზრდა იგეგმება.

ოპოზიციონერ დეპუტატებს კი აინტერესებთ, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თუ არა მეტროს მემანქანეების ხელფასების ზრდის საკითხი და ასევე, რა ეტაპზეა დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა.

სხდომა დედაქალაქის მთავარ სათათბიროში 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თამარ ჟვანია და თინა ბოკუჩავა

14 ნოემბერი 2018, 20:01

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებამ თინათინ ბოკუჩავა გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგლამენტით დაუშვებელია სხდომას ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს.

14 ნოემბერი 2018, 19:36

კულტურა

ბერძენმა არქეოლოგებმა ტენეას ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ბერძენმა მეცნიერებმა მიაკვლიეს იმ ქალაქის ნანგრევებს, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე მოღწეულ წყაროებში არსებობდა ინფორმაციას, თუმცა მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო. ნანგრევებს პელოპონესის ნახევარკუნძულზე მიაკვლიეს. ძველი წყაროების მიხედვით, ოდესღაც დაკარგული ქალაქი მე-12 ან მე-13 საუკუნეშია დაარსებული.

ვაჰიდ მაზლუმინი

14 ნოემბერი 2018, 19:28

მსოფლიო

ირანში „მონეტების სულთანი“ სიკვდილით დასაჯეს

ირანში „ოქროს მონეტების სულთნად“ წოდებული ვაჰიდ მაზლუმინი და მისი თანაშემწე მუჰამედ გაზემი სიკვდილით დასაჯეს. სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი ოქტომბერში გამოუტანა. მაზლუმინსა და გაზემის ბრალი უცხოური ვალუტითა და ოქროთი მაქინაციებში დასდეს

შსს

14 ნოემბერი 2018, 19:27

ძალოვნები

შსს : ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირდა. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14 ნოემბერი 2018, 19:27

კულტურა

თსუ-ში „კლუბი 93-ე აუდიტორია“ აღდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრებზე ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებზე იმსჯელებენ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, აუდიტორიაში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები მწერლებთან.

ევროპული სასამართლო

14 ნოემბერი 2018, 19:12

ძალოვნები

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის წინააღმდეგ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენილიყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ის საჩივრები, რომლებიც მანამდე ამოირიცხა მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციების საფუძველზე.

მიშელ და ბარაკ ობამები

14 ნოემბერი 2018, 18:58

ტაბლოიდი

ობამები მემუარებში $60 მილიონს მიიღებენ

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მემუარების წიგნი Becoming ბესტსელერების ლიდერი ჯერ კიდევ ოფიციალური რელიზის გამოსვლამდე გახდა. წიგნის დისტრიბუტორ კომპანია Barnes & Noble-ში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჰარპერ ლის რომანი Go Set a Watchman გამოიცა, არასაბავშვო ლიტერატურაზე ასეთი დიდი მოთხოვნა არ ყოფილა.

დევიდ მაკნამარა

14 ნოემბერი 2018, 18:50

ტაბლოიდი

ინგლისელ მსაჯს სტადიონზე მონეტის გარეშე გასვლისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს

არბირტს მოედანზე მონეტის გატანა დაავიწყდა. უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა მსაჯმა გუნდების კაპიტნებს სთხოვა „ქვა, მაკრატელი, ქაღალდი“ ეთამაშათ და ამ გზით გადაწყვიტა, თუ რომელი გუნდი დაიწყებდა მოედნის ცენტრიდან თამაშს.

დავით ზალკალიანი

14 ნოემბერი 2018, 18:47

საქართველო

ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წარმატებაზე მიანიშნებს

დავით ზალკალიანის განმარტებით, ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული.

14 ნოემბერი 2018, 18:44

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ავიაკატასტროფისას დაღუპული ბიჭის საცოლემ საქორწინო ფოტოები მარტომ გადაიღო

ინდონეზიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული ბიჭის, რიო ნანდა პრატამას საცოლემ გადაწყვიტა, თეთრ კაბაში გამოწყობილს გადაეღო ფოტოები. წყვილს 11 ნოემბერს უნდა ექორწინა. სწორედ ამ დღეს გოგომ კაბა ჩაიცვა და ფოტოები მეუღლის გარეშე, მარტომ გადაიღო.

სესხის აღება

14 ნოემბერი 2018, 18:36

ეკონომიკა

როგორ გაიცემა სესხები ფიზიკურ პირებზე 1 იანვრიდან. მოკლედ

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს უპასუხა.

სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტი

14 ნოემბერი 2018, 18:34

ძალოვნები

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე ყალბი საბუთებით დააკავეს

ესპანეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა. როგორც ესპანური მედია წერს, 29 წლის კაცი სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტში დააკავეს. მესაზღვრეებმა მას სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ სასამართლომ მისი დეპორტაციის ბრძანება გასცა.

სელინ დიონი

14 ნოემბერი 2018, 18:34

კულტურა

სელინ დიონმა ბედი საბავშვო მოდის ინსდუსტრიაში სცადა

დიონის Instagram-ზე უკვე გამოჩნდა კოლექციის სარეკლამო ვიდეო, რომელშიც მომღერალი პოლიციელებს გაურბის, მას იჭერენ, ხელბორკილებს ადებენ. მომღიმარი სელინი კი პოლიციელებს ეუბნება: ყველაფერი კარგადაა, მე სელინ დიონი ვარ.

14 ნოემბერი 2018, 18:31

კულტურა

ხანდისის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გორის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ხანდისიში , IX-X საუკუნის ხანდისის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნასოფლარი ხანდისი გორის მუნიციპალიტეტში, გორიდან დაახლოებით 20 კმ-ის მანძილზე, მდ. ტანას მარჯვენა შენაკადის ოჭიორას ხეობაში, თრიალეთის ქედის ფერდზე მდებარეობს.

მარნეული

14 ნოემბერი 2018, 18:22

ძალოვნები

მარნეულში სტადიონზე 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ენიო მორიკონე

14 ნოემბერი 2018, 18:20

კულტურა

Playboy-მ ენიო მორიკონეს ბოდიში მოუხადა და ინტერვიუ ვებგვერდიდან აიღო

რედაქციამ ჟურნალისტი მარსელ ანდერსი, რომელმაც მორიკონესგან ინტერვიუ აიღო, არაპროფესიონალად გამოაცხადა. გამოცემის პოზიციის შესახებ Variety-მ დაწერა. მანამდე მორიკონე გერმანულ Playboy-ს სკანდალური ინტერვიუსთვის სასამართლოთი დაემუქრა.

ალეკო კეპულაძე

14 ნოემბერი 2018, 18:18

ეკონომიკა

კეპულაძე: საბანკო რეგულაციები შერბილდა

ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად, რომელთა ამოქმედება პირველი იანვრიდან გადაწყდა, სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აღარ შეიზღუდება. ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

ზაზა სარალიძე

14 ნოემბერი 2018, 18:10

ძალოვნები

ზაზა სარალიძის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ზაზა სარალიძეს უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის დაბარებულია პოლიციის განყოფილებაში.

ისეო ქრისტე

14 ნოემბერი 2018, 17:59

კულტურა

ისრაელში უძველეს ტაძარში ქრისტეს სახის გამოსახულება აღმოაჩინეს

ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ნეგევის უდაბნოში, უძველესი ბიზანტიური სოფლის ტერიტორიაზე, შივტაში მდებარე ტაძარში აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზეც იესო ქრისტეს სახეა გამოსახული. მეცნიერების მტკიცებით, ნამუშევარი 1 500 წლის წინაა შესრულებული.

მამუკა მდინარაძე

14 ნოემბერი 2018, 17:51

საქართველო

მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“ და ნაციონალები საარჩევნო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-მა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით საეთერო ბადეში "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი პოლიტიკური რეკლამები განათავსა.