imedi /  16 ივნისი 2018, 13:17 / სანდო წყარო

რა პროცედურების გავლა მოუწევთ ტექდათვალიერების დროს დაწუნებული ავტომობილების მფლობელებს

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპი პირველ ივლისს დაიწყება.

imedinews-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან" გამოთხოვილ ინფორმაციაში განმარტებულია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ ტექდათვალიერების დროს დაწუნებული ავტომობილების მფლობელებს.

 თუ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება ხორციელდება იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ტარდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ინსპექტირების ანგარიში დაფიქსირებულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

 თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკურ ინსპექტირებამდე გამოვლენილი და ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას არ არის აღმოფხვრილი, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება საერთო წესით.

დ) თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად სამუხრუჭო ან/და საჭის მართვის სისტემებში გამოვლინდა ისეთი სერიოზული დეფექტი, რომელმაც საავტომობილო მიმოსვლისას შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას მძღოლისა და მგზავრის, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობა კრძალავს ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას და ავალდებულებს მესაკუთრეს (მფლობელს) ინსპექტირების ცენტრიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყვანას და საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას ევაკუატორის საშუალებით.

ე) თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ჩაითვლება, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში, მომდევნო ინსპექტირების ჩატარების ვადის მითითებით.

ამასთან ცნობილია, რომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 17:36

მსოფლიო

Reuters: ირანთან ომში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა

ირანთან ომის დაწყებიდან 10 დღეში 150-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:32

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას

ევროპელმა ხალხმა უნდა იცოდეს რა ხდება საქართველოს ქუჩებში. რადგან პროტესტს აღწერენ, როგორც მშვიდობიანს, თუმცა ადგილი აქვს ძალადობას პოლიციის წინააღმდეგ და სამთავრობო შენობების დაზიანებას. ხალხმა ეს არ იცის და ვფიქრობ ის ნარატივი, რომ ყველაფერი კარგადაა და ეს არის ორგანული პროტესტი, წარმოადგენს ევროპის ელიტის მცდარ ნარატივს, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:31

სპორტი

ირანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ტურნირის მასპინძლები აშშ, მექსიკასა და კანადა არიან. ირანის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირანს მუნდიალზე, თუმცა სავარაუდოდ, ეს აზიის კონფედერაციის სხვა ნაკრები იქნება.

11 მარტი 2026, 17:29

სამართალი

პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში გადაიყვანეს, რათა ეიძულებინათ შიმშილობა შეეწყვიტა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ზურაბ მენთეშაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, თითქოს ბრალდებული მენთეშაშვილი კარცერში გადაიყვანეს, რათა ამ გზით მისთვის შიმშილობის შეწყვეტა ეიძულებინათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

11 მარტი 2026, 17:26

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. პოზიტიურია თითოეული ეს კომუნიკაცია, ის სიგნალები, რომელიც ცალკეული ევროპარლამენტარის მხრიდან მომდინარეობს

სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

ტომაშ ფროელიხი

11 მარტი 2026, 17:18

პოლიტიკა

ტომაშ ფროელიხი: ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. მე და ჩემი პარტია სრულად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. ევროკავშირი კი არ სცემს პატივს, რადგან არ ემხრობა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, - განუცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] წევრმა ტომაშ ფროელიხმა „ქრონიკას“ ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.

11 მარტი 2026, 17:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

11 მარტი 2026, 17:05

პოლიტიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: ძლიერი და ღირსეული ადვოკატურა ძლიერი, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.

დანილო დელა ვალე

11 მარტი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე: ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის

„ვფიქრობთ, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და არა ბრიუსელმა ან ვაშინგტონმა. უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან დიალოგისთვის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის“, - მიიჩნევს ევროპარლამენტარი.

ლევან ჟორჟოლიანი

11 მარტი 2026, 16:58

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:57

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

ავთანდილ კასრაძე

11 მარტი 2026, 16:48

ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

ნიკოლ ფაშინიანი

11 მარტი 2026, 16:45

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში... ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს სომხეთისთვის არის გზა ევროკავშირში.

11 მარტი 2026, 16:39

ეკონომიკა

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.

ანტონიუ კოშტა

11 მარტი 2026, 16:24

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტით ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

11 მარტი 2026, 16:09

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ბენ ჭოუს შეხვდა.

11 მარტი 2026, 16:09

საზოგადოება

პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

იოსებ ღუდუშაური

11 მარტი 2026, 16:03

ეკონომიკა

„უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს" კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, - განაცხადა „უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა.

ანა მარია სალომონი

11 მარტი 2026, 15:56

მსოფლიო

ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

ესპანეთმა ისრაელში თავისი ელჩი, ანა მარია სალონომი გაიწვია. შესაბამისი ბრძანება ესპანეთს მეფის, ფილიპე მეექვსის ხელმოწერით ესპანეთის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზეა ატვირთული.

 თამარ უდესიანი

11 მარტი 2026, 15:54

ეკონომიკა

„ზღაპარი“- ს დირექტორი: რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით

ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში, - განაცხადა კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.