imedi /  16 ივნისი 2018, 12:21 / სანდო წყარო

თბილისში გასაყიდი უძრავი ქონების ფასები ცნობილია

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის და გაქირავების ფასი. ამის შესახებ  თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის, უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყებულ პუბლიკაციაში წერია.

2018 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვის ჯამურმა რაოდენობამ 27 495 ერთეული შეადგინა. 

პუბლიკაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. 

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამგორი დომინირებს. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი უძრავი ქონება საბურთალოზე (2,924 ერთეული) გაიყიდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილებენ.

კერძოდ, გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე 1 078 აშშ დოლარი ანუ 2 678 ლარი; ხოლო სამგორში - 529 აშშ დოლარი ანუ 1 314 ლარი იყო. 

საბურთალოზე გაყიდვის საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 874 დოლარი (2 172 ლარი); გლდანში - 551 დოლარი (1 367 ლარი); ნაძალადევში - 609 დოლარი (1 512 ლარი); დიდუბეში - 754 დოლარი (1 871 ლარი); ვაკეში - 998 დოლარი (2 479 ლარი); ჩუღურეთში - 737 დოლარი (1 831 ლარი); ისანში - 669 დოლარი (1 662 ლარი); ხოლო კრწანისში - 831 დოლარი (2 063 ლარი) იყო.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 18:17

მსოფლიო

Reuters: ივლისში რუსეთის ენერგოშემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით გაიზრდება

Reuters-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული გამოთვლების თანახმად, რუსეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო შემოსავლები, რომლებიც მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით მეხუთედს შეადგენს, ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, სავარაუდოდ 60%-ით გაიზრდება, რაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდით არის განპირობებული.

24 ივლისი 2026, 18:00

მსოფლიო

POLITICO: ჩინეთმა Rheinmetall-ი და ევროკავშირის 13 სხვა სამრეწველო კომპანია დაასანქცირა

ჩინეთი ევროკავშირის 14 თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო იყოს სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი და ესკალაციის ადგილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ გუნდი ვთავაზობთ როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო იყოს ეკონომიკური თანამშრომლობის, პოლიტიკური თანამშრომლობის, ინტერესთან თანხვედრის ადგილი

ჩვენს შორის ურთიერთობები გართულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ევრობიუროკრატები რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ცდილობენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოვიდეს ჰარმონიზაციაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, რაც თავისთავად ვერ მოხდება, რამდენადაც ჩვენ ღიად, გულწრფელად ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო ვერ იქნება ესკალაციის ადგილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ.

24 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოში ისეთი პოლიტიკური კლიმატია შექმნილი, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ ონისე ოქრიაშვილის საქმესა და ნოდარ დუმბაძის გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ძალადობას გმობს.

24 ივლისი 2026, 17:51

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივლისი 2026, 17:50

მსოფლიო

აზერბაიჯანის პარლამენტმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა

აზერბაიჯანის პარლამენტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ კანონპროექტს გმობს და ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს

„ჩვენ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკასთან, გერმანიასთან ურთიერთობას. მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ელჩის ინიციატივა და ექნებოდა უფრო ღრმა ფესვები, მაგრამ კონკრეტულად ელჩი ფიშერი ყოველ ჯერზე არღვევდა დიპლომატიურ მანდატს და ერეოდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ეს არაერთხელ ნახა ქართულმა საზოგადოებამ.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 17:44

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება, უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში სანქციის ამოქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია

ყულევში არაფერი მართლსაწინააღმდეგო არ ხდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი. თუ ყულევში რამე კანონსაწინააღმდეგო ხდება უნდა დასანქცირდეს დღესვე და 6 თვეში სანქციის ამოქმედება სამართლებრივი თვალსაზრისით ნონსენსია, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პროკურატურა

24 ივლისი 2026, 17:35

სამართალი

პროკურატურამ შანიძის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

24 ივლისი 2026, 17:29

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ გამოძიების შედეგად ვერ დაადგინა, რომ ალუმინის საწარმო რუსეთში ნედლეული ექსპორტს ახორციელებს

ირლანდიის მთავრობამ ქვეყნის ერთ-ერთი ქარხნიდან ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის რუსეთში ექსპორტირების შესახებ გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 17:25

ეკონომიკა

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.

დეკანოზი საბა ჭიკაიძე

24 ივლისი 2026, 17:22

პოლიტიკა

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება

გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.

ჯაბა ხუბუა

24 ივლისი 2026, 17:20

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი, რომელიც ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა

იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით აკაცუკმა ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

24 ივლისი 2026, 17:19

საზოგადოება

მამა საბა გაზდელიანი: ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ასე საჯაროდ და ღიად შეურაცხყოფას აყენებენ რომელიმე ადამიანს, ან წმინდანს, ან ეკლესიას

ნაცვლად იმისა, პოპულარობა კეთილი მიზნებისთვის გამოიყენონ, ბოროტული მიზნებისთვის იყენებენ და საზოგადოებაში ღვარძლს თესავენ, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა საბა გაზდელიანმა.

24 ივლისი 2026, 17:12

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

24 ივლისი 2026, 17:11

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

24 ივლისი 2026, 17:09

მსოფლიო

ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

24 ივლისი 2026, 16:59

რეგიონი

იმერეთის რეგიონში საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს

„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

24 ივლისი 2026, 16:41

სამართალი

პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

24 ივლისი 2026, 16:18

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.