imedi /  28 ივნისი 2018, 10:08 / სანდო წყარო

დღეს კობა გვენეტაძე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენტაძე საქართველოს პარლამენტს ეროვნული ბანკის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

დოკუმენტში ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში აგრეთვე ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც 2017 წლის განმავლობაში არსებით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის ამოცანების შესრულებაზე.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2018 წლის მაისში, საკომიტეტო ფორმატში მოისმინეს.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივლისი 2020, 19:14

მსოფლიო

ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანული გამოცემა Spiegel-ი არაკორექტურობაში დაადანაშაულა

ვოლოდიმერ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნორმანდიული ფორმატის შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უკრაინას 6 ივლისამდე დონბასისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი კანონპროექტის წარდგენა მოსთხოვა.

04 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - რა წერია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში?

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მას, დაახლოებით, ღამის 00:30 საათზე ნაცნობი, ლუკა ბეჟანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მცხეთის ხიდებთან მისულიყო და ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, თბილისში წაეყვანა.

ირაკლი კობახიძე

04 ივლისი 2020, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეგობარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ეკატერინე  ტიკარაძე

04 ივლისი 2020, 18:51

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლოდროინდელი გამოწვევის პერიოდში, აშშ-ის დახმარება ფასდაუდებელია

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ორ ქვეყანას მრავალი წელია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

04 ივლისი 2020, 18:36

რეგიონი

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი გაიგეს, რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ აფხაზეთში კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება. ,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან“, - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

04 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

Air France

04 ივლისი 2020, 18:23

ეკონომიკა

Air France 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

Air France-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გამოაცხადა. ავიაკომპანია 7 500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რადგან კოროვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავიაინდუსტრია დაზარალდა.

აშშ სიეტლი

04 ივლისი 2020, 18:17

მსოფლიო

სიეტლში მანქანა დემონსტრანტებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

მომხდართან დაკავშირებით 27 წლის კაცია დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული თავდასხმა.

04 ივლისი 2020, 18:04

რეგიონი

ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“, - ამ მოთხოვნით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეები ონში დაგეგმილ ჰესის მშენებლობას აპროტესრებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ონის კასკადი მასშტაბური პროექტია, რომელიც დიდ ზიანს მოუტანს გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე განმარტებით, რაჭა სეისმურად ისედაც საფრთხის შემცველია და ჰესის აშენება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას.

ირანი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 17:55

COVID19

ირანის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულები, რომლებიც ამას მალავენ, სხვების უფლებებს არღვევენ

5 ივლისიდან ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება. ამასთან, ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულები, რომლებიც ამის შესახებ ინფორმაციას მალავენ, თანამოქალაქეების უფლებებს არღვევენ.

04 ივლისი 2020, 17:50

სპორტი

ბეისბოლის გუნდმა, „კლივლენდ ინდიანსმა“ შესაძლოა სახელი შეიცვალოს

„კლივლენდ ინდიანსის“ ხელმძღვანელი პირები აპირებენ, განიხილონ გუნდის სახელი. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გუნდის სახელწოდება რასობრივ უთანასწორობას უსვამს ხაზს, - ინფორმაციას BBC ბეისბოლის მთავარი ლიგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 17:14

საზოგადოება

სურსათის სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს, ისინი ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშაონ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე პერიოდში, ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ.

ლიონელ მესი

04 ივლისი 2020, 17:06

სპორტი

ცნობილი სპორტული გამოცემა გამოდის ინიციატივით, რომ მესის მაისური NASA-ს მუზეუმში, მეტეორის გვერდით დაკიდონ

სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემა OLE გამოდის ინიციტივით. რომ ლიონელ მესის მაისური NASA-მ Cape Canaveral-ის მუზეუმში, მეტეორის, აპოლო 11-ის, ან მსგავსი ექსპონატის გვერდით დაკიდოს.

04 ივლისი 2020, 16:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, ფოტოს გადაღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, კრეიგ უილისი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, რიად მაჰრეზისთან ფოტოს გადაღების შემდეგ, სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Manchester Evenenig News ავრცელებს. მიზეზი ის ნამდვილად არ გახდა, რომ მისი უფროსი „იუნაიტედის“ ქომაგია. უბრალოდ, ერთ-ერთ დეველოპელურ კომპანიაში მომუშავე უილისმა, მაჰრეზის დანახვისას, სოციალური დისტანციის წესები მთლიანად დაივიწყა, მასთან ახლოს მივიდა და სელფი გადაიღო.

04 ივლისი 2020, 16:45

COVID19

კორონავირუსის გამო, კატალონიაში 210,000 ადამიანით დასახლებული რეგიონი კარანტინის ქვეშაა

ესპანეთის მთავრობამ, კატალონიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო შეზღუდვები კვლავ აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატალონიის მთავრობის მეთაურის, ქუიმ ტორას თქმით, არავის ექნება სეგრიაში შესვლის, ან გამოსვლის უფლება. კარანტინი დღეს შუადღეს დაიწყო, რომ არამოსახლეებს ადგილის დატოვება შესძლებოდათ.

04 ივლისი 2020, 16:42

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული დარჩა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული რჩება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დღემდე სულ COVID19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

ელტონ ჯონი

04 ივლისი 2020, 16:28

კულტურა

ელტონ ჯონმა YouTube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

კონცერტები კვირაში ერთხელ, 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთება, ტრანსლაციის დროს კი მსურველები ჯონის შიდსისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში თანხის გადარიცხვას შეძლებენ.

შსს

04 ივლისი 2020, 16:26

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიშინიოვი

04 ივლისი 2020, 16:21

მსოფლიო

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს. მოსახლეობის ასეთი შემცირება დიდწილად მიგრაციას უკავშირდება. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანა 45 700-მა ადამიანმა (1,7%) დატოვა. ამჟამად მოლდოვაში 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კიკე სეტიენი

04 ივლისი 2020, 16:17

სპორტი

„ბარსელონას“ მწვრთნელი ფეხბურთელებთან დაპირისპირებას უარყოფს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები მას აღარ ენდობიან.