რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ტექდათვალიერების შესახებ. სქემა
ფოტო: shutterstock.com
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი იანვრიდან დაიწყო. პირველი ივლისიდან ტექნიკურ ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები გაივლიან.
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან" გამოთხოვილ ინფორმაციაში განმარტებულია ის პროცედურები, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელმა უნდა იცოდეს ტექდათვალიერების შესახებ.
სააგენტოს ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება ეტაპობრივად.
ტექნიკური ინსპექტირების გავლა არ ეხებათ ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ ტრანზიტული ნომრები, ან განუბაჟებელია. ასევე, O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
ტექინიკური ინსპექტირების ეტაპები
2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძღოლის გარდა) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
2018 წ. 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები;
2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავის მუშა მოცულობის მქონე ავტომობილები;
2019 წ. 1 იანვრიდან - ყველა დანარჩენი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ტექინიკური ინსპექტირების გრაფიკი .jpg)
ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით.
მაგალითად: თუ ავტომობილი არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/10/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს ამოქმედების თარიღიდან 2019 წლის 28 ოქტომბრამდე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ინსპექტირება მოხდება რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარული დღის (შაბათ კვირის ჩათვლით) განმავლობაში.
ტექინიკური ინსპექტირების პერიოდულობა
სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;
სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
მსუბუქი სამგზავრო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;
მსუბუქი სატვირთო - ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.
ტექინიკური ინსპექტირების ვებგვერდი და ცხელი ხაზი.jpg)
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით.
ვებგვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
ტექინსპექტირების ღირებულება და პირობები
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეღირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული, ან საბანკო მომსახურების მეშვეობით, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს შეუძლია მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში. თუ ინსპექტირების გავლისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე (მოიცავს შაბათ-კვირასაც).
თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება ჩატარდება იგივე ცენტრში (მხოლოდ იმაზე, რაზეც დაფიქსირდა ხარვეზი), მომსახურება იქნება უფასო, ხოლო თუ ინსპექტირება ჩატარდება სხვა ინსპექტირების ცენტრში, მაშინ საფასურის გადახდა მოხდება ჩვეულებრივად, დადგენილი წესით.
ტესტირების სრული ღირებულების გადახდა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხარვეზების გამოსწორების ვადა გასცდება 30 კალენდარულ დღეს. ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება (30 კალენდარული დღე).
ინსპეტირებისას წარსადგენი დოკუმენტაცია (1).jpg)
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს: სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალება შეიძლება წარადგინოს როგორც მესაკუთრემ (მფლობელმა), ასევე მის მიერ უფლებამოსილმა პირმა.
სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზებისა და პირობების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
რა მოწმდება ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირებისას
ინსპექტირება უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება
ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირება
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, ამ თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.
ჯარიმა.jpg)
მძღოლს, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (მაგალითად, თუ ერთმა ფიზიკურმა სამართავად გადასცა მეორე ფიზიკურ პირს ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ასეთ შემთხვევაში თითოეულს ცალ-ცალკე დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით).
გამონაბოლქვის შემოწმება
გამონაბოლქვის ნორმები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მნიშვნელობებს. ამასთან, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ტექნიკური ინსპექტირებისას გათვალისწინებულია მთელი რიგი შეღავათები, რომლებიც მოცემულია ზემოაღნიშნული რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 8, პუნქტი 1) დღეისათვის საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოტრანსპორტი რჩება.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
13 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
13 სექტემბერი 2026, 08:00
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ🏈🏈
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:32
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს
„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
12 სექტემბერი 2026, 21:23
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:13
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის
„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:10
საზოგადოება
გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი
„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.


