imedi /  11 ივლისი 2018, 16:44 / სანდო წყარო

2500 ლარს ზემოთ ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსები“ წერს. 

გია ჟორჟოლიანი მთავრობას მასწავლებლის ხელფსის 100 ლარით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს. ჟორჟოლიანის განცხადებით, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს. მისივე განცხადებით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

“უნდა შემოვიღოთ პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონებისა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – ამბობს ჟორჟოლიანი.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი მუქარა

14 ნოემბერი 2018, 16:55

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ვიღაც მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.

ცესკო

14 ნოემბერი 2018, 16:48

საქართველო

ცესკოში თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ინფორმაციას უარყოფენ

ამავე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარის ,,ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა დილით 9:00 საათზე იყო დაგეგმილი თუმცა იგი მოულოდნელად, 12:00 საათვისთვის გადაიდო. "სოლოლაკში შეხვედრას ჟვანიას გარდა, კიდევ 3 პირი ესწრება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ იმყოფება ივანიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჟვანიასთან ერთად“ ,- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

14 ნოემბერი 2018, 16:43

საქართველო

ზურაბიშვილი: არჩევნების შუა კვირაში ჩატარება, დიასპორას მონაწილეობის მიღებას გაურთულებს

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს ჩატარება ქართულ დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ გაურთულებს.

ფოტოკონკურსი ილო

14 ნოემბერი 2018, 16:37

კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ქუთაისში ფოტოკონკურს „ილო 2018-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულები პროფესიულმა ჟიურიმ გამოვლინა, რომლის თავმჯდომარე ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშილი იყო. პირველი ადგილი იაკობ სებისკვერაძეს ერგო, მეორე – გიორგი ლიპარტელიანს, ხოლო მესამე – მარიამ ბანძელაძეს.

14 ნოემბერი 2018, 16:19

მსოფლიო

ჩინეთში ძაღლი მესამე თვეა პატრონს გარდაცვალების ადგილზე ელოდება

21 აგვისტოს ქალაქ ხუხ-ხოტოში ავარია მოხდა. ავტომობილმა ქალი გაიტანა, რომელიც გარდაიცვალა. იმ დღის შემდეგ მისი ძაღლი შემთხვევის ადგილას მიდის და პატრონს ელოდება.

14 ნოემბერი 2018, 16:16

საქართველო

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჰაკერი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

ზურაბ თოდუას განმარტებით, ბრალდებული აღიარებს კიბერდანაშაულს, თუმცა უარყოფს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ბრალდებას და ასევე კატეგორიულად უარყოფს გამომძიებლის ევგენია შიშკინას მკვლელობაში მონაწილეობას.

რძალმა დედამთილს უკბინა

14 ნოემბერი 2018, 16:08

ტაბლოიდი

პოლიტიკური არჩევანის გამო რძალმა დედამთილს უკბინა. ვიდეო

გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი ამბობს, რომ რძალმა და შვილმა მას სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს. 70 წლის ქალის თქმით, რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა.

დიაბეტი

14 ნოემბერი 2018, 16:01

საქართველო

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა

ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად ახალ თემებს შეიმუშავებს, რათა გადაიჭრას დაავადებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. 2018 -2019 წლები გამოცხადებულია ,,დიაბეტისა და ოჯახის“ დღედ.

თურქეთი

14 ნოემბერი 2018, 16:01

მსოფლიო

თურქეთი მსოფლიოს 83 ქვეყანას გიულენის ორგანიზაციის წევრების გადაცემას სთხოვს

გიულენის ორგანიზაცია „ფეტოს“ ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აშშ-ში მყოფი გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.

მაიმუნი

14 ნოემბერი 2018, 15:59

მსოფლიო

ინდოეთში მაიმუნმა ბავშვი მოკლა

ქალის კივილზე მეზობლები მივიდნენ და მაიმუნს ქვების სროლა დაუწყეს. ცხოველმა ბავშვი მეზობელი სახლის სახურავზე დატოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდა. ტელეარხის ცნობით, მაიმუნმა ბავშვი დაკბინა.

ბიუჯეტი

14 ნოემბერი 2018, 15:47

ეკონომიკა

2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონით გაიზრდება

პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ 2019 წლის ბიუჯეტის იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

ლონდონი

14 ნოემბერი 2018, 15:42

მსოფლიო

ბრიტანელ მუსლიმებს სურთ, რომ ქრისტიანი პაკისტანელი ქალი ლონდონმა შეიფაროს

ხელმომწერებს შორის არიან პარლამენტის 15 წევრი და სამი იმამი. ბიბი, რომელმაც რვა წელი დაჰყო პაკისტანის ციხეში სიკვდილით დასჯის მოლოდინში, გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მანამდე პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა განაჩენი, რასაც მოჰყვა ისლამისტების ძალადობრივი საპროტესტო აქციები ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით.

პოლიცია

14 ნოემბერი 2018, 15:32

ძალოვნები

ზესტაფონში ე.წ სტაიანშიკმა კოლეგა ფულის გამო მოკლა

"საშინელება დავინახე, ფულს ვერ იყოფდნენ და უცებ რკინა აიღო და თავში ჩაარტყა. საწყალი ადგილზე დაიღუპა,"- აცხადებს თვითმხილეველი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გიორგი მიქაუტაძე

14 ნოემბერი 2018, 15:30

საქართველო

მოსამართლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა 4-ჯერ შემცირდა

გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, სპეციალიზაციაში განიხილება იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული სანივთო-სამართლებრივი და სამეწარმეო-სამართლებრივი დავები. ასევე ისეთ დავები, რომლის სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს.

საბანკო რეგულაციები

14 ნოემბერი 2018, 15:23

ეკონომიკა

საბანკო რეგულაციების ამოქმედება მეორედ გადაიდო

ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შეზღუდვები, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

14 ნოემბერი 2018, 15:14

საქართველო

კახა კალაძე: ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 13:00 საათზე დანიშნული სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ცესკოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა.

ია მეტრეველი

14 ნოემბერი 2018, 15:03

საქართველო

ია მეტრეველი: სააკაშვილის ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს არ აპატიებდა იმას, როგორც სარალიძე იქცევა

"სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. და აგერ ადამიანი, პოლიციელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს. ეს როგორ შეიძლება?კიდევ ვიმეორებ, სარალიძისთვის სახელმწიფოს არ მოუკლავს შვილი, საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა, ბავშვებმა მოუკლეს შვილი და ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრია შვილები“, – განაცხადაია მეტრეველმა.

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის აგენტი

14 ნოემბერი 2018, 14:56

საქართველო

თელავში გამოჩნდა პლაკატები, რომლებზეც პუტინს გრიგოლ ვაშაძე ხელში უჭირავს. ფოტოკოლაჟი

თელავში "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატებს ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები გადააკრეს. ზოგიერთ ფოტოზე კი პუტინს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უჭირავს ხელში.

მიგრანტები

14 ნოემბერი 2018, 14:45

მსოფლიო

მიგრანტების ქარავანი აშშ-ის საზღვარს მიუახლოვდა

მიგრანტების მრავალათასიანი ქარავანის პირველი ჯგუფი აშშ-ის საზღვართან ახლოს მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჩავიდა. დაახლოებით 350 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰონდურასის მოქალაქეა, ქალაქში 10 სატვირთო ავტომობილით ჩავიდა.

მეგა მილიონი

14 ნოემბერი 2018, 14:43

ტაბლოიდი

ამერიკულ ლატარიაში $1.6 მილიარდიანი მოგებიანი ბილეთის მფლობელი ჯერაც არ გამოჩენილა

აშშ-ში ლატარია „მეგა მილიონის“ ჯეკპოტის გათამაშებიდან სამი კვირის შემდეგ, მომგებიანი ბილეთის მფლობელი ჯერ არ გამოჩენილა. ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ბილეთი სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ სიმპსონვილში გაიყიდა. გამარჯვებულს კომპანიაში გამოსაცხადებლად ვადა 2019 წლის 21 აპრილამდე აქვს. თუ ამ დროის განმავლობაში ის არ გამოჩნდება, თანხას ვეღარ მიიღებს.