imedi /  02 აგვისტო 2018, 20:59 / სანდო წყარო

Apple-ი ტრილიონ დოლარამდე გაძვირდა

კომპანია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში კომპანიის ერთი აქციის ფასი ამისთვის აუცილებელ 207,05 დოლარს აღწევდა. მალევე ამის შემდეგ ის 206,20 დოლარამდე დაეცა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

1 აგვისტოს Apple-მა კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა უმრავლესობის პროგნოზებს გადააჭარბა. ამან კომპანიის აქციების ფასი რამდენიმე პროცენტით გაზარდა.

მეორე, ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში არის Amazon-ი. ის 880 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის ფასმაც ტრილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა მსოფლიოში ასეთი რამ 2007 წელსაც მოხდა. ბირჟაზე გასვლის დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ტრილიონი დოლარი ღირდა ჩინური კომპანია PetroChina.

ათი წლის წინ Apple-ის აქციები დაახლოებით ათჯერ უფრო იაფი ღირდა.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2022, 15:06

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე, ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადავიდნენ გაყინული წყლის ზედაპირზე.

23 იანვარი 2022, 15:02

მსოფლიო

ტონგა ვულკანურმა ფერფლმა დაფარა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში მდებარე სახელმწიფო-არქიპელაგი ტონგა ვულკანური ფერფლითაა დაფარული, სანაპიროები კი, ცუნამმა გაანადგურ.

23 იანვარი 2022, 14:48

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: უსაფუძვლოა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები შეჩერდა

უსაფუძვლოა ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას არასდროს უმსჯელია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შეჩერებაზე და არსებული პროგრამები ხორციელდება უწყვეტად.

23 იანვარი 2022, 14:20

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ადგილები აღარაა, 3 კოვიდინფიცირებული ბავშვი ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზეა

საქართველოში, ყოველდღიურად, კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა.

23 იანვარი 2022, 14:13

COVID19

ე.წ. ოქროს ბირჟა 50-ზე მეტი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო დაიხურა

ე.წ. ოქროს ბირჟა 1-ელ თებერვლამდე დაიხურა. მიზეზი იქ მომუშავე ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირებაა. არსებული ინფორმაციით, გეგმიური, სავალდებულო ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ 50-ზე მეტ თანამშრომელს კოვიდ-ინფექცია აღმოჩნდა.

ნუსრატ განი

23 იანვარი 2022, 13:54

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მტკიცებით, მინისტრის თანამდებობიდან მუსლიმობის გამო გაათავისუფლეს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, ნუსრატ განის განცხადებით, 2020 წლის თებერვალში, ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მუსლიმია. 49 წლის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ კოლეგებს მისი „რწმენა დისკომფორტს უქმნიდა“.

ქეთევან ლოსაბერიძე

23 იანვარი 2022, 13:50

საზოგადოება

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ქეთევან ლოსაბერიძე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

23 იანვარი 2022, 13:25

COVID19

ავსტრალიის 2 შტატში მოსწავლეებს კორონავირუსზე კვირაში ორჯერ შეამოწმებენ

„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ავსტრალიის ორ შტატში - ახალ სამხრეთ უელსსა და ვიქტორიაში, მოსწავლეებს კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ ტესტს. დღეს ახალ სამხრეთ უელსში (მოსახლეობა: 8.166 მილიონი ადამიანი) 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და ინფიცირების 20,324 შემთხვევა გამოვლინდა.

მეთიუ უილსონი

23 იანვარი 2022, 13:01

მსოფლიო

აშშ-ში, ბრმა ტყვიამ მეზობლის სახლის კედელი გაიარა და კაცს თავში მოხვდა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, 31 წლის მეთიუ უილსონი მეზობელ სახლში დაწყებულ სროლას ემსხვერპლა. კაცი ბრიტანელი იყო და აშშ-ს შეყვარებულის გამო სტუმრობდა. პოლიციის ცნობით, დაახლოებით 91 მეტრის მოშორებით ნასროლმა ტყვიამ ხის კედელში გააღწია და საძინებელ ოთახში მყოფ უილსონს თავში მოხვდა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

23 იანვარი 2022, 12:59

COVID19

23 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 2 656 703 აცრა - „ბუსტერ“ დოზით 128 860 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

23 იანვარი 2022, 12:38

ტაბლოიდი

კუნძულ სახალინზე ბავშვი ქარბუქში გაყინვას ძაღლთან ჩახუტებით გადაურჩა

რუსეთში, სახალინის ოლქში, 10 წლის გოგო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ძლიერი თოვა დაიწყო და გზას ვეღარ აგრძელებდა. თოვლს თან ერთვოდა ქარი, რომლის სიჩქარეც 80 კმ/სთ-ს აღწევდა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:21

კულტურა

თეა წულუკიანი: გელათი ბაგრატის ბედს - იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღებას ვერ გაიზიარებს, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

აღმოჩნდა, რომ გიორგი გაგოშიძისა და სხვა მსგავსი ვითომ პროფესიონალების, ხუმრობით ვამბობ, „პროფესორობით“ გელათის სახურავზე ასეულობით კვადრატულ მეტრზე დაგებულ ე.წ. წითელ და თეთრ კრამიტს არ გაუვლია სამხარაულის ექსპერტიზა, – განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახურავის ნიმუშების მიხედვით, არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს არც ყინვამედეგობის და არც წყალმედეგობის კრიტერიუმებს.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 12:06

კულტურა

თეა წულუკიანი: ქუჩაში მყვირალა ადამიანებს იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი გათავისუფლების საკითხი არ დგას

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი, რასაც 17 იანვარს შექმნილი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ, ამჟამად არ განიხილება. ამ თემაზე მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა.

სტეფანოს ციციპასი

23 იანვარი 2022, 12:00

სპორტი

სტეფანოს ციციპასმა Australian Open-ზე მეტოქე დაამარცხა, თუმცა ამას ვერ მიხვდა და თამაშის გაგრძელებას აპირებდა 🏓 ვიდეო

ბერძენი ჩოგბურთელი, სტეფანოს ციციპასი Australian Open-ზე ფრანგ ბენუა პერის დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, როგორც ჩანს, ციციპასი იმდენად მობილიზებული იყო, რომ გამარჯვება ვერც კი გააცნობიერა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 11:55

კულტურა

თეა წულუკიანი: მსახიობებს აქვთ განცდა, რომ ხელფასს, რასაც იღებენ, სამინისტრო ადგენს, სინამდვილეში კი ამას ადგენს სამხატვრო ხელმძღვანელი

გახდა თუ არა ხმაურიანი ბრალდებების მიზეზი ის, რომ მინისტრმა ოთხ თეატრთან დაკავშირებით სამხატვრო ხელმძღვანელების დასანიშნად დისკრეციული უფლება გამოიყენა - ამ კითხვას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში უპასუხა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 11:39

კულტურა

თეა წულუკიანი: აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ჟან-ჟაკ სავენი

23 იანვარი 2022, 11:36

მსოფლიო

ფრანგი მოგზაური ჟან-ჟაკ სავენი ატლანტის ოკეანეში ცურვისას გარდაიცვალა

ფრანგი მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი ჟან-ჟაკ სავენი 75 წლისა გარდაიცვალა. „ძალიან ვწუხვართ, ახლა გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი ჟან-ჟაკი გარდაიცვალა. მისი უსიცოცხლო ცხედარი თავის კანოეში (l'Audacieux) იპოვეს“, - დაწერეს მოგზაურის მხარდამჭერთა Facebook-გვერდზე.

23 იანვარი 2022, 11:14

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 350 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 350 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 278 მილიონზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2022, 11:11

კულტურა

თეა წულუკიანი: საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოჰპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს

ჩვენ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, როცა საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც დარიანისადმი მიკუთვნებული არის ანა კალანდაძის არა ორი, არამედ სამი, თუ უფრო მეტი ლექსი, რომელიც ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

23 იანვარი 2022, 11:08

თემა

რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო დემარში: მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ

რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისი, რომელსაც ორგანიზებული ქაოსიც კი ეწოდა, ყოველდღიური განხილვისა და შეფასების საგანია. პრაქტიკულად ყველა შეფასება მთავარ გზავნილში იყრის თავს: მოსკოვი ცდილობს არსებითად შეუცვალოს სახე წესრიგს, რომელიც ევროპაში ჯერ მეორე მსოფლიო, ხოლო შემდეგ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა, სათავისოდ მოირგოს ევროატლანტიკურ სივრცეში ძალთა თანაფარდობა, ძირეულად გადაწეროს საერთაშორისო ურთიერთობათა ქცევის კოდექსი მასში ძალისმიერი კომპონენტის დაუფარავ დომინანტად დამკვიდრებით. არათუ ეს აშკარა და სახიფათო რევიზიონიზმი, არამედ ხსენებული ომების შემდგომ წარმოქმნილი, რბილად რომ ითქვას, არცთუ უნაკლო მოდელისათვის საბოლოოდ ძირის გამოთხრა, უპირველესად, რუსეთის სამეზობლოდ მყოფი ქვეყნების ხარჯზე ხდება. ჩვენი განზრახვაც სწორედ ამ სამეზობლოს, რომლის ნაწილიც საქართველოც არის, ძველახალ რეალობაზე მსჯელობა და, ამ მიზნით, არცთუ ყველასათვის სასიამოვნო და მისაღები დასკვნების გამოტანაა. ზუსტი სახელის გარეშე? ჩვენი ქვეყნის ირგვლივ რეალობას წინააღმდეგობრივს ვუწოდებდით და ესეც საკმაოდ რბილი ნათქვამია. ვეცდებით ავხსნათ. საქართველო უკვე მრავალი წელია გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში განაგრძობს არსებობას და საკუთარი ცივილიზაციური არჩევანისაკენ სვლას. ეს გზა, რომელიც არაერთი წარმატებით თუ წარუმატებლობით ხასიათდება, მთლიანობაში საერთოეროვნული კონსენსუსითა და იმ საზოგადოებრივი გადაწყვეტილების სიმტკიცით გამოირჩევა, რომ ქვეყანა ევროპული პოლიტიკური ერთობის სრულუფლებიან მონაწილედ იქცეს. ჩვენს სვლას ამ გზაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და გვერდში დგომა განამტკიცებს და აგულიანებს. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ერთმანეთის მიმართულებით ჩვენსა და მათ სვლაში თითქოსდა რაღაც იდეალურად არ ემთხვევა. საკითხავია, სად არის ის კრიტიკული აცდენა, რომლის გამოც ამ გზის საბოლოო პერსპექტივა, მიუხედავად ორივე მხარის მიერ განვლილი უზარმაზარი მონაკვეთისა, მაინც იმდენად შორსაა, რომ ხელის გაწოდება და მყარად ჩაჭიდება კვლავ შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ქართულ-ევროატლანტიკურ პარტნიორობის ამ ერთობლივ პროექტს, ერთი შეხედვით, არც გარეგნულად და არც არსობრივად არაფერი დაეწუნება: მათი განუწყვეტელი მხარდამჭერი შეფასებებისა და ნაბიჯების ფონზე, ქართული სახელმწიფო, მართალია, ზოგჯერ არცთუ უშეცდომოდ და უხარვეზოდ, მაგრამ განაგრძობს საშინაო დავალებების შესრულებასა და დასახული მიზნისაკენ სვლას. მაშინ, თუნდაც ამ პროცესის გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს, რატომ გვაქვს ერთგვარი უკმარისობის განცდა? ხომ არ დადგა დრო, რომ ამ უკმარისობის მიზეზებზე ღიად ვისაუბროთ? დრო აშკარად დადგა. მათ კი, ვინც ამ საკითხის განხილვის უდროობას ჩივის, შევახსენებ: რუსულმა დემარშმა გასაშუალოებული ახსნებისათვის დრო და სივრცე არ დაგვიტოვა არც ქართველებს და არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს; ხოლო რაც შეეხება საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ერთმანეთისაკენ სვლის არასაკმარისობას, მიზეზად სრულფასოვანი (და არა ნაწილობრივი), დროული (და არა შეყოვნებული), ნამდვილ შედეგზე (და არა ეფექტის შექმნაზე) გათვლილი გადაწყვეტილებების მიღების უნარისა და მათ აღსასრულებლად საჭირო ნების დეფიციტი მესახება. ამ პირობებში კი, მით უფრო რუსული დემარშით შექმნილ ვითარებაში, როგორც უნარის, ისე ნების დეფიციტი საზიანოდ იმოქმედებს ქართულ-დასავლური ინტეგრაციის ერთობლივ პროექტზე: შესაძლოა საგრძნობლად დააგდოს მისი ტემპი, ხოლო შედეგის თვალსაზრისით კი ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური გაურკვევლობიდან გეოპოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხოს. ამის თავიდან ასარიდებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა რუსულმა დემარშმა წამმზომი კიდევ უფრო ააჩქარა და ზედმეტი უსარგებლო რევერანსების სივრცე პრაქტიკულად გაანულა. რატომ ხდება ისე, როგორც ხდება? ჩვენი ქვეყნის გაჭიანურებულ და ახლა უკვე მეტად სახიფათო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში ყოფნა გაცილებით უფრო კომპლექსური მოვლენათა შედეგი და სსრკს დაშლისა და ცივი ომის შემდგომი პროცესების განვითარებაა. დღეს ეს თემა უკვე თვით დასავლურ კვლევებში აქტიურად და მიუკერძოებლად შუქდება, რაც დაინტერესებულ მკითხველს თვალსაწიერის გაფართოების უნიკალურ საშუალებას აძლევს. ამდენად, ის რაც ამ ბოლო რუსული დემარშით მივიღეთ, არც მიმდინარე მომენტის, არც ერთი და არც ორი წლის გამოძახილია. ეს არის პოსტსაბჭოურ, ე.წ. ბუფერული ზონის ქვეყნებთან მიმართებით დასავლურ პრაქტიკულ პოლიტიკაში ზემოთ ნახსენები დეფიციტის ირიბი ეფექტი, რითაც რუსეთმა არაირიბად და გაბედულად ისარგებლა ამ ზონის ქვეყნებზე საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად. ფარულთან ერთად უკვე ღია აგრესიის ფორმების გამოყენებით, მან ფაქტობრივი ზღუდე აღუმართა დასავლეთს თავის სამეზობლოში სრულად შესაღწევად, ხოლო მიმდინარე დემარშით ამ ზღუდეების წითელი ხაზების დაკანონებაზე დასავლური ფორმალური თანხმობის გამოძალვას ცდილობს. რუსული მიდგომის ახსნა ქართულ აუდიტორიას ახალს არაფერს გვთავაზობს. დემარშიდან დემარშამდე იცვლება მხოლოდ ამ მიდგომის დიაპაზონი, მოქმედი პირები და ფარული თუ ღია აგრესიის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები. თუმცა გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ყველა წინა შემთხვევასთან შედარებით, რუსული საგარეო-სამხედრო ხაზი მაინც უპრეცედენტოა განზრახვის მასშტაბით და დასახული ამოცანის შორსმიმავალი შედეგით: პოსტსაბჭოურ სივრცეში რუსული მონროს ვერსიის დოქტრინის აღიარებაზე მოსკოვი დასავლეთის ხელმოწერას მოითხოვს. მოითხოვს და არა ითხოვს. შექმნილი მდგომარეობის განვითარების შესაძლო სცენარები ამ სტატიის მიღმაა და ჩვენ მხოლოდ იმ რამდენიმე ასპექტზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რომლებმაც ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიმდინარე კრიზისამდე მოგვიყვანა. ჩემი აზრით, მთავარი კითხვა ახლა სწორედ ეს არის: რა დააშავა ჩვენმა ერთობლივმა ინტეგრაციულმა პროექტმა ისეთი, რაც აუცილებლად და დროზე უნდა გამოსწორდეს, რათა სულ მალე პროექტისათვის კიდევ უფრო მძიმე და საზიანო შედეგის წინაშე არ აღმოვჩნდეთ? მედლის ორი მხარე: როგორც ყოველთვის ამდენად, არც ისტორია და არც პრაქტიკა რუსეთის პოლიტიკურ გემოვნებასა და მის ხორცშესხმაზე ახალს არაფერს გვამცნობს. შესაბამისად, ბოლო დემარშის შედეგად საბოლოოდ გამომზეურებული განტოლების დასავლური ელემენტის გაანალიზება უფრო აქტუალურია. სიტყვა განტოლება შემთხვევითი არ არის, ვინაიდან რუსეთის უშუალო, ე.წ. ბუფერულ სამეზობლოში დასავლურ-რუსულ ურთიერთმიმართებას დღემდე ერთგვარ აიწონა-დაიწონასებურ განტოლებას შევადარებდი. ამ უცნაურ განტოლებასთან მიზეზშედეგობრივ კავშირში მეტწილად ის არადამაკმაყოფილებელი გაურკვევლობაა, როდესაც დასავლეთის მხრიდან კონკრეტული ყურადღების, მხარდამჭერი განცხადებებისა და დეკლარირებული შეშფოთებების თანხლებით, საქართველოცა და დასავლეთიც უკვე არაერთი წელია ქართულ-დასავლური ფორმალური ინტეგრაციის რუბიკონის პარალელურად მოძრაობენ და ეს რუბიკონი ვერა და ვერ გადაიკვეთა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი და დასავლელი პარტნიორების ამგვარი დაპარალელების დიდი წინააღმდეგი არც მოსკოვია, ხოლო მისი ასეთი შემგუებლობა ასეც შეიძლება აიხსნას: ხსენებული პრინციპული და ხელშესახები შედეგის მისაღწევად ქრონიკულად დეფიციტური პოლიტიკის პირობებში რუსეთი მოელის (მოელოდა?), რომ დასავლური განცხადებები დასავლეთთან სრული და არა სანახევრო ინტეგრაციის თაობაზე დაკარგავს რეპუტაციულ ძალას, ხოლო საქართველოსა და სხვა პროდასავლური კურსის ქვეყნებში თავს იჩენს ინტეგრაციისათვის დაუსრულებელი საშინაო დავალებებით გადაღლა. შედეგად, რუსეთის საზღვრისპირა ქვეყნების დასავლეთის მიერ არაღიარებულ მოსკოვის გავლენის სფეროში შთანთქმა კიდევ უფრო გაიოლდება. ამჟამინდელი დემარშის გათვალისწინებით კი, ამ არასაჩვენო განტოლებას კიდევ ერთი თავსატეხი დაემატა: ხომ არ თვლის რუსეთი, რომ დროა გადამწყვეტ ფაზაში გადავიდეს ქართულ, უკრაინულ თუ სხვა საზოგადოებაში დასავლეთის დისკრედიტაციისა და დასავლეთით გადაღლის პროცესი? ეს რიტორიკისაგან სრულიად დაცლილი შეკითხვა დასავლეთისაგან მეტად პრაქტიკულ პასუხს მოითხოვს. მოითხოვს უკვე დღეს და ახლა. და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რუსულმა დემარშმა, შესაძლოა მისგან აბსოლუტურად უნებლიედ, ამ პასუხის გაცემით ჩვენი და ჩვენნაირი ქვეყნების გეოპოლიტიკური გაურკვევლობიდან გამოსვლის საკითხი მხოლოდ დააჩქარა. თუ ვთანხმდებით, რომ მართლაც დააჩქარა, ახლა უკვე ის ხდება საინტერესო, თუ როგორ და რა შედეგით. კომფორტის ზონაში მეტად დარჩენის შეუძლებლობა შთამბეჭდავი სიტყვისა და პოლიტიკურ-შედეგობრივად ძარღვიანი ქმედების დაშორიშორება ჩვენი დროისა და პოლიტიკური კულტურის (თუ უკულტურობის) სენად იქცა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც ამ სენმა, რომელსაც რეალურ პოლიტიკას ვუწოდებთ, ჟარგონულად კი აღებ-მიცემობა ჰქვია, საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში მყარად მოიკიდა ფეხი. გლობალური პოლიტიკის ამგვარ ტრანსფორმაციას უნდა შევეგუოთ, მოვერგოთ და ჩვენი საკუთარი, ეროვნული პოლიტიკურ-დიპლომატიური ანტიდოტი დავუპირისპიროთ. ქართული საზოგადოების იმ წევრებს, რომლებსაც ეს ჯერ კიდევ არ სჯერათ, გვერდზე გაწევას და მათ გატარებას ვურჩევთ, ვინც უკვე დაასკვნეს: უნივერსალური იდეალიზმი კონიუნქტურული პრაგმატიზმით ჩანაცვლდა, ხოლო ღირებულებებისა თუ ფასეულობების გეოპოლიტიკამ ინტერესთა და გავლენათა გეოპოლიტიკას დაუთმო ადგილი, თანაც კიდევ უფრო ღიად და მოურიდებლად, ვიდრე აქამდე. თანამედროვე საერთაშორისო ასპარეზის ასეთი დახასიათება, სხვათა შორის, დასავლურ პოლიტიკაში ორიათასიანების პირველი ათწლეულიდან მიმდინარე ცვლილებების უშუალო შედეგია, ხოლო არსებული თამაშის წესების თანაავტორობა ჩვენი საუკუნის არაერთმა ლიდერმა შეიძლება დაიჩემოს. ახლა სხვა, საქართველოსათვის გაცილებით უფრო საჭირბოროტო საკითხია, რომ დროა, დასავლური ნელთბილი აქტიურობის ხაზი უსწრაფესად ტრანსფორმირდეს პროაქტიულ ხაზად. რუსეთის დემარში და მისი შორს მიმავალი შედეგი ჩვენს პარტნიორებს პრაქტიკულად უსპობს პოსტსაბჭოთა სივრცეში კომფორტის ზონაში ყოფნის გახანგრძლივების შესაძლებლობას. დასავლეთმა, როგორსაც ჩვენ მას ისტორიულად ვიცნობთ და როგორიც მივიღეთ მაშინ, როდესაც წინა საუკუნის 90-იანებში თანამედროვე ქართულ ცივილიზაციურ არჩევანზე საჯაროდ განვაცხადეთ, ახლა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კერძოდ: კვლავ განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მხოლოდ მხარდამჭერი, ამ ეტაპისათვის უკვე კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება-დეკლარაციებით, მიზნობრივი ფინანსური ინიექციებითა და, თუნდაც, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისათვის შედარებით შეზღუდული პროგრამებით? თუ შემოატრიალებს ამ ერთობ მდორე, რეალურ შედეგს აცდენილ პროცესს და გეოპოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხისგან გადაარჩენს? ქართული საკითხის დასავლურ დღის წესრიგში სხვადასხვა საბაბით გამოკიდება, ფაქტობრივ გავლენათა წითელი ხაზების საქმით ხელუხლებლობა, რისკიანი გადაწყვეტილებების არმიღებაზე ერთი და იმავე მიზეზებით მობოდიშება და სხვა კოლექტიურ დასავლეთს რუსული სცენარის უნებლიე თანამონაწილედ ხდის. შესაძლოა, რომ სწორედ ამითაც აიხსნება რუსულ სამეზობლოში დასავლეთის მხარდამჭერ ინიციატივებთან კრემლის ზომიერი შეგუებაც და დასავლური გავლენის დაშვებაც, ოღონდ ისიც მანამ, სანამ არ გადაიკვეთება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებისათვის კრიტიკული გამყოფი ხაზი. აღსანიშნია, თუმცა, რომ ეს ხაზი უკვე თავად რუსეთმა ბოლო დემარშით თავად გადაკვეთა. ეს კი ახლა დასავლეთს აიძულებს მისთვის მოულოდნელად თუ არასასურველ დროს გამოვიდეს გეოპოლიტიკური ლეთარგიიდან და საქართველოსთან მიმართებით პრინციპული პოზიცია დაიჭიროს, თანაც გააკეთოს ეს საქმით, ვინაიდან შთამბეჭდავი სიტყვით თუ მიზნობრივი პროგრამებით მხარდამჭერი პოზიციონირება, უსიამოვნო ისტორიულ პარალელებს რომ შევეშვათ, როგორც მინიმუმ, თვალთმაქცურ კეკლუცობად შეფასდება; მეტიც, - დასავლეთისათვის რეგიონში განმტკიცების ისტორიული შესაძლებლობა, ხოლო საქართველოსათვის კი მისი არჩევანის სრულფასოვანი ხორცშესხმა - სამომავლო აბსტრაჰირებამდე დავა. აუცილებლად სათქმელი უფრო კონკრეტულ რეკომენდაციებსა თუ უტყუარ რჩევებს ჩვენც მოვერიდებით და, გთხოვთ, ამის უფლებას საკუთარ თავს გაბედულად ნურც სხვები მისცემთ. უსაფრთხოებასა, რეგიონალურ გამოწვევებსა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებაზე საუბარი იმდენად საპასუხისმგებლოა, რომ იგი მხოლოდ ტაბუდადებული შეზღუდვებისაგან თავისუფალ და მავნე ექსკლუზივისაგან დახსნილ, მხოლოდ მსჯელობით დარწმუნებისა ან გადარწმუნების დისკურსულ რეჟიმში შეიძლება ხდებოდეს. ასევე აუცილებელია, რომ ასეთი მგრძნობიარე თემატიკის განხილვა (დასაშვები ღიაობის და საჯარო ინტერესის ხელუხლებლად) მედიის მიღმა მიმდინარეობდეს. ეს მხოლოდ წაადგება მსჯელობის ხარისხს და მოსაუბრეთა კვალიფიკაციასაც გააუმჯობესებს. ეს რამდენიმე დათქმაც იმ მიზნით, რომ არ გვერიდებოდეს არც აზრის გამოთქმა და არც შეპასუხება. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის ირგვლივ შექმნილი არაორდინარული გეოწყობა ჩვენს პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებთან არაორდინარულ რეჟიმში კომუნიკაციას მოითხოვს. უნდა ვიცოდეთ, რა სურთ მათ! უნდა იცოდნენ, რა გვინდა ჩვენ! უნდა ვიცოდეთ, რას ველით და რას მოვითხოვთ ერთმანეთისაგან! ასეთი კომუნიკაცია შესაძლოა პირდაპირ თქმასაც იტანდეს და ეს გარდაუვალიც იყოს. სათქმელის სწორი, სრული, ზოგან უკომპრომისო, ხოლო ზოგან კი გონივრულად კომპრომისული გაცვლის გარეშე შეუძლებელია პრაგმატული, გეგმაზომიერი და ეროვნულ ინტერესზე მორგებული ქმედება. საქართველომ თავის პარტნიორებთან საუბარში აუცილებლად უნდა დაამკვიდროს პირდაპირ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის მიღების პრაქტიკა: კონკრეტულად როგორ და რა ვადაში არის მზად დასავლეთი ფორმალურად დაასრულოს ჩვენთან ინტეგრაცია? აქვს თუ არა მას ობიექტურად ხელშემშლელი დაბრკოლება? შეუძლია თუ არა მისი დაძლევა და ჩვენ რა მოგვეთხოვება ამისათვის? ამ და სხვა შეკითხვების კიდევ უფრო მეტად განვრცობა, ცხადია, შესაძლებელია. მთავარია, არ გვერიდებოდეს მათი დასმა და პასუხის მიღება: ჭეშმარიტი პარტნიორობა ხომ სხვაგვარად წარმოუდგენელია. კომუნიკაციის პირდაპირ საშუალებებთან ერთად აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული, დღემდე გამოუყენებელი ყველა არხის ამოქმედება ნებისმიერ პირად, კვაზი-ინსტიტუციურ თუ სხვა დონეზე. თანამედროვე ტრანზაქციული პოლიტიკა, სამწუხაროდ(?), სხვაგვარად არ კეთდება. ამდენად ნაკლები ტრადიციონალიზმი მიდგომების მხრივ და მეტი უნარიანი იმპროვიზაცია ეროვნული უსაფრთხოების მიზნით! მრავალ სხვა საყურადღებო ასპექტთან ერთად, თანამედროვე ურთიერთობებში არის ერთი, რომლის ინგლისური ვერსია ასეთია: to be a player, you have to be a payer. ძალიან მოკლედ, დედააზრი ისაა, რომ ურთიერთობაში აუცილებელი ბალანსი მხოლოდ ნაცვალგების პრინციპით მიიღწევა. ამდენად, ვიცით რა, თუ რისი გაღება შეგვიძლია ჩვენ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რა შეუძლიათ გაიღონ ჩვენთვის როგორია რესურსი და მზადყოფნა ამისათვის. თუ არადა, შედეგზე ორიენტირებული წინსვლა ნებისმიერ ურთიერთობაში გაგვიჭირდება. ესკალაცია თუ დეესკალაცია? ამ სტატიის დასრულების დროისათვის ორივეს შესაძლებლობა თეორიულად თანაბარია. ცხადია, რომ თუკი კეთილსინდისიერი დიპლომატიის პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ (რომელიც შემდგომი ესკალაციის მომიზეზებასა და მოლაპარაკებათა ჩაშლით მანიპულირებას მოერიდება), კრიზისის დაძლევა შესაძლებელია გონივრული ორმხრივი კომპრომისის ხარჯზე. ფაქტია ისიც, რომ ამ მომენტისათვის უცნობია მისი შესაძლო გადაწყვეტის კონკრეტული პარამეტრები, თუმცა რამდენიმე მათგანი უკვე მოინიშნა აშშს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დასავლურ სამყაროს, უწინარესად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე რუსეთის ფედერაციას, მოსალაპარაკებლად ორი სამოტივაციო გარემოება უნდა ამოძრავებდეს. მათ შორის ერთია კინეტიკური დაპირისპირების საფრთხე, რომელიც, ბირთვულ კონფლიქტში ნებსით თუ უნებლიედ გადაზრდის შემთხვევაში, ავტომატურად გამორიცხავს გამარჯვებულსა და დამარცხებულს. ხოლო მეორე გარემოება ის არის, რომ, ამერიკელებსა და რუსებს შორის უთანხმოების გაღრმავება ჩინეთის გლობალურ გავლენას უფრო მეტად გააძლიერებს. ეს კი არც ვაშინგტონის გაცხადებულ და არც მოსკოვის გაუცხადებელ ინტერესში არ შედის. თანაბრად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთს მოუწევს ცივი ომის გაკვეთილების გახსენება: შექმნილი ვითარება და მისი განვითარების პერსპექტივა სხვა შესაძლებლობას, სამწუხაროდ, არ იძლევა. ამასთანავე, სურვილებთან საკუთარი შესაძლებლობების უკეთ მისადაგების მიზნით, დასავლელმა პარტნიორებმა რუსეთის ხელთ არსებული ორი მეტად პრინციპული ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. ერთია დასავლური, განსაკუთრებით კი ევროპული ეკონომიკური სტრუქტურის შეზრდა რუსულთან, ისე როგორც რუსული ფულის გავლენა დასავლეთის პოლიტიკურ თუ საქმიან წრეებზე. ამ ურთიერთდამოკიდებულების შემცირება არცთუ მარტივია, მაგრამ ამ მხრივ სწორი დარეგულირების გარეშე გეოპოლიტიკური ამინდის გაუმჯობესება დასავლეთს გაუჭირდება. ამავე ფაქტორის აქტუალურობას კიდევ ერთი მოსაზრება გვინდა მივაბათ. ასე მაგალითად, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან (ისე როგორც უკრაინასთან) ე.წ. რუსულ დე ფაქტო ვეტოზე საუბრისას, ერთი მეტად პრინციპული გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ. კერძოდ, დასავლური პოლიტიკური და საქმიანი პროცესების რუსული ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოქცევის გზით, უნებლიედ თვითონ დასავლეთი ხომ არ უწყობს ხელს რუსული დე ფაქტოს ქმედითობას? მოსკოვის მიერ სამეზობლოს ბედზე გადამწყვეტი ხმის განმტკიცებას ხელი ხომ არ შეეწყო იმითაც, რომ დასავლეთის პრინციპულ გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლება ზემოხსენებული შეზრდით საგრძნობლად შეიზღუდა? მეორე ფაქტორი კი, მეტად თავისებური და ანგარიშგასაწევი, არის რუსეთის ასიმეტრიული უპირატესობა დასავლეთის პირისპირ დასახული მიზნის მისაღწევად იგი დიდწილად და ტრადიციულად არ ზოგავს საკუთარ ადამიანურ სამხედრო თუ სამოქალაქო რესურსს. ერთი სიტყვით, აქ განხილული დემარშის ძირითადი ფიგურანტები, მათთან ერთად კი ჩვენი ქვეყანაც, გეოპოლიტიკური პარტიის ახალ და მეტად სახიფათო ფაზაში შევიდნენ. ამ ფაზაში შესვლამ კიდევ უფრო გაართულა ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანები. ჩვენთვის რამდენიმე უპრინციპულესი გამოწვევის ტვირთს დღეს დააწვა კიდევ ერთი, თანაც დიდი სიმძიმით: რამენაირად მოვახერხოთ, რომ საქართველოს ბედთან დაკავშირებული საკითხები უჩვენოდ არ გადაწყდეს. თანამედროვე პირობებში ეს არქისირთულის ამოცანაა. საჭიროა ასევე ითქვას, რომ თუკი დღესდღეობით შესაძლებელია რუსული დემარშით გამოწვეულ თუნდაც მცირე პოზიტივზე საუბარი, ეს სწორედ რომ ამ სტატიაში წამოჭრილი მეტად არაკომფორტული, მაგრამ უაღრესად პრინციპული შეკითხვების გააქტუალურებაა. ხოლო რაც უფრო ვუახლოვდებით მოვლენათა კულმინაციას, მათი აქტუალობაც მატულობს. ვიქტორ ყიფიანი ჯეოქეისი, თავმჯდომარე