ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება
ანაკლია
ფოტო: არქივი
ანაკლიაში, დღეს 14:00 საათზე ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ 1tv წერს.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ანაკლიის სანაპიროზე მუშაობას დაიწყებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია. საზღვაო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
„პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები, მთლიანობაში, თავისი მასშტაბითა და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა.
საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს. ამ დროისათვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის შემდეგი ეტაპისთვის მობილიზაცია დასრულებულია. ტერიტორიაზე თავმოყრილია მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს.
პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა“, – აღნიშნულია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.
ყველა სიახლე
28 მარტი 2026, 09:33
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.
28 მარტი 2026, 09:11
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში
28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
28 მარტი 2026, 08:36
მსოფლიო
ტრამპი: მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც დიდებული მშვიდობისმყოფელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალში მისი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც მშვიდობისმყოფელი.
28 მარტი 2026, 08:00
მსოფლიო
სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.
28 მარტი 2026, 03:52
მსოფლიო
CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად
აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
28 მარტი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.
28 მარტი 2026, 00:57
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია, პრინციპში, მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
27 მარტი 2026, 23:53
მსოფლიო
ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს
ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.
27 მარტი 2026, 23:49
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.
27 მარტი 2026, 22:07
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს
ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.
27 მარტი 2026, 21:53
მსოფლიო
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.
27 მარტი 2026, 21:38
სპორტი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.
27 მარტი 2026, 21:37
მსოფლიო
რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:32
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:24
მსოფლიო
„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
27 მარტი 2026, 21:08
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 20:49
ეკონომიკა
პირდაპირი ფრენა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის - საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 15 აგვისტოდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ახალი მიმართულების დამატება სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობას გაზრდის.
27 მარტი 2026, 20:47
სამართალი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 9 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისება - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მონაწილეებმა, პროკურატურის ინფორმაციით, 4 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.


