Imedi /  24 სექტემბერი 2018, 12:30 / სანდო წყარო

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

ეროვნული ბანკი

კობა გვენეტაძე

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. საუბარია ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც კომერციულ ბანკებს უწესდებათ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ. 

"გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

საქართველოს ეროვნული ბანკმა „სესხის გამცემი სუბიექტების საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" პროექტი 22 სექტემბერს გამოაქვეყნა. სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. მარეგულირებელმა აქტმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლისათვის შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებას.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

06 ოქტომბერი 2022, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საინფორმაციო ველზე ყველაზე დიდი პრობლემა არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საინფორმაციო ველზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნებისმიერი განცხადების დაუზუსტებლობა და არამკაფიოობა.

ილია დარჩიაშვილი

06 ოქტომბერი 2022, 13:48

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიციირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია. სხვა ლიდერებთან ერთად, ამ პლატფორმაზე აქტუალურ დისკუსიებში მონაწილეობას პრემიერი მიიღებს

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის მიერ ინიციირებული ახალი პლატფორმის პრაქტიკული რეალიზაცია, რომელსაც ეწოდება - „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“. ეს პლატფორმა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან ერთი მხრივ ევროკავშირის ლიდერები, ხოლო მეორე მხრივ ყველა ის ქვეყანაა მოწვეული, ვისი პოლიტიკური მომავალიც ასოცირებულია ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 13:35

პოლიტიკა

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი 2024 წლის 1 მარტამდე რჩება ძალაში

სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება. შესაბამისად, ამ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

06 ოქტომბერი 2022, 13:30

მსოფლიო

კაცმა, რომელიც ტაილნადში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა

თავდამსხმელი პოლიციის ყოფილი ოფიცერია, სახელად პანია კამრაბი, რომელიც სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

დავით ნარმანია

06 ოქტომბერი 2022, 13:27

ეკონომიკა

დავით ნარმანია: ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის

ელექტროენერგიით უზრუნველყოფისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფის კუთხით ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

06 ოქტომბერი 2022, 13:26

საზოგადოება

გიორგი ხელაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მასწავლებლებისთვის, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებში კულტურულ-საგანმანათლებლო ტურები იმართება.

გიორგი ვოლსკი

06 ოქტომბერი 2022, 13:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გარკვეულ ჯგუფს უნდა სააკაშვილისგან გამიჯვნა, კიდევ ერთი ჯგუფი მის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს სჭირდება ფინანსები და მათ შორის ჯახი გარდაუვალია

გარკვეულ ჯგუფს უნდა რეპუტაციადაზიანებული სააკაშვილისგან გამიჯვნა, რათა მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩეს, არის კიდევ ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალს ამჯობინებს, მაგრამ ორივეს ფინანსები სჭირდება. როცა ასეთი ფაქტორები მოქმედებს, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჯახი გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა

06 ოქტომბერი 2022, 13:24

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა

მერაბიშვილის და ადეიშვილის ჯალათი სოსო თოფურიძეც კი შეშფოთებულია, თურმე რა ხარჯები ჰქონიათ ოპოზიციაში და დემოკრატიას ქადაგებს, ეს ცალკე ტრაგიკომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის პოსტს, სადაც თოფურიძე ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

ბონი ჯენკინსი

06 ოქტომბერი 2022, 13:20

COVID19

ბონი ჯენკინსი: ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსმა განუცხადა, რომელიც ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ენდრიუ ვებერი

06 ოქტომბერი 2022, 13:03

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე: მივესალმები საქართველოს მიერ რუსეთის კორუფციული სისტემის ლტოლვილებისთვის კარის გაღებას, მათ არ სურთ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა ამ საშინელ ომში

ვფიქრობ, რეალურად, ამ რთულ პერიოდში საქართველოს უძლიერესი სტრატეგიული პოზიცია უჭირავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ენდრიუ ვებერმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რა საფრთხეები ემუქრება ქვეყანას რუსეთისგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ რთულ დროს.

06 ოქტომბერი 2022, 12:35

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი სომხეთის ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა.

06 ოქტომბერი 2022, 12:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა ჰადას მეიცადს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს გეგმები და პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა ისაუბრა 2022 წლის ნოემბერში ისრაელში დაგეგმილ არჩევნებზე.

06 ოქტომბერი 2022, 12:24

სპორტი

ქართველმა სამხედროებმა მკლავჭიდის საერთაშორისო ასპარეზობაში გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრებმა საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასპარეზობაში გაიმარჯვეს.

06 ოქტომბერი 2022, 12:18

მსოფლიო

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სროლას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი წერს. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში მოხდა. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები.

06 ოქტომბერი 2022, 12:11

პოლიტიკა

ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

დათვი 747

06 ოქტომბერი 2022, 12:06

ტაბლოიდი

ალასკაზე „მსუქანი დათვების კვირა“ დაიწყო🐻

კონკურსის მიზანი წლის ყველაზე მსუქანი დათვის ტიტულის მფლობელის გამოვლენაა. გამარჯვებულს პარკის ბინადრებიდან პარკის ვებგვერდზე ირჩევენ. მონაწილეებს შორის შარშანდელი გამარჯვებული ოტისია - ის კონკურსის რეკორდსმენია, რომელმაც ტიტული უკვე ოთხჯერ მოიპოვა.

ელდინო საღარაძე

06 ოქტომბერი 2022, 12:04

პოლიტიკა

ელდინო საღარაძე: მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოეგო ამდენ პროვოკაციას და არ ჩაერთო ომში

რა თქმა უნდა ომის საფრთხის წინაშე ვართ. პირდაპირ ბომბზე ვსხედვართ, შეიძლება ეს გამოთქმა ვიხმაროთ, მაგრამ ყველაფერი მაინც შენი არჩევანია. მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოგებულიყო ამდენ პროვოკაციაზე და არ ჩართულიყო ომში. არავითარ შემთხვევაში ომი, - ამის შესახებ მსახიობმა და პოეტმა, ელდინო საღარაძემ გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

06 ოქტომბერი 2022, 11:52

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დღეს კითხვაზე - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ

დღეს კითხვაზე: - როგორ აყალბებს IRI-ი და NDI-ი კვლევებს? პასუხი იქნებოდა - აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ, - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა წერს.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:35

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული

ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

ზაზა შათირიშვილი

06 ოქტომბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული

ნაციონალები მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აბრალებენ, ქვეყანა ივანიშვილის ფულს გადააყოლესო. სინამდვილეში, მისი ადვოკატის წერილიდან ირკვევა, რომ ივანიშვილს, პოლიტიკური გარიგების სანაცვლოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტს უბრუნებდნენ და მან ამ მაცდუნებელ გარიგებას ქვეყნის ინტერესების გამო ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.