imedi /  16 ოქტომბერი 2018, 11:17 / სანდო წყარო

ბენზინგასამართ სადგურებს საწვავის ხარისხზე შეამოწმებენ

საწვავის ხარისხი

საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება. შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და მის ფარგლებში დაახლოებით 240-მდე სინჯს აიღებენ. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თუ დადგინდება, რომ კომპანია ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენს, 8 000 ლარით დაჯარიმდება.

"გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მეშვეობით უზრუნველვყოფთ ამ კვლევების ჩატარებას. შემოწმებები განხორციელდება მოულოდნელად. კომპანიებთან შესამოწმებლად მივალთ ისე, რომ მათ ამის შესახებ არ ეცოდინებათ.

როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია გახლავთ 10 000 ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, სანქცია გახლავთ 8 000 ლარი", - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

კორკოტაძის თქმით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამისა იქნება, თუმცა ამ ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილების კანონპროექტი უკვე მოამზადა. 

ყველა სიახლე

02 ოქტომბერი 2026, 17:47

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის ზეწოლის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ლევან ზაუტაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 17:43

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები, ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რაც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რაც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში მზის მიკროსადგურების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 ოქტომბერი 2026, 17:37

სამართალი

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.

ლევან მაჭავარიანი

02 ოქტომბერი 2026, 17:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.

გივი მიქანაძე

02 ოქტომბერი 2026, 17:32

სამართალი

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელი ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემ შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას“.

პეტერ მადიარი

02 ოქტომბერი 2026, 17:28

მსოფლიო

Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის

უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერისას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ოქტომბერი 2026, 17:28

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მსჯელობა შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.

02 ოქტომბერი 2026, 17:25

საზოგადოება

ცესკო 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს

3 ოქტომბერს, 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ლევან იოსელიანი

02 ოქტომბერი 2026, 17:25

სამართალი

ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხრიდან მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 ოქტომბერი 2026, 17:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ მიესადაგება ევროკავშირს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.

02 ოქტომბერი 2026, 17:20

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

02 ოქტომბერი 2026, 17:06

მსოფლიო

AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის, მათ შორის მესამე ავიამზიდს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

02 ოქტომბერი 2026, 17:04

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ესაუბრა.

არჩილ გორდულაძე

02 ოქტომბერი 2026, 16:51

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა.

თამაზ ახვლედიანი

02 ოქტომბერი 2026, 16:50

ეკონომიკა

ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში, რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო ცენტრალიზებული ელექტროქსელის მიღმა დარჩენილ ოჯახებს მზის სისტემები დაუმონტაჟდათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
იუსუფ თექინი

02 ოქტომბერი 2026, 16:48

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.

გია აბაშიძე

02 ოქტომბერი 2026, 16:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, კადრებში დეესკალაციის საკანში დავითაძის გადაყვანისა და მისი შემოწმების პროცესია ასახული.

02 ოქტომბერი 2026, 16:24

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.

ირაკლი ლატარია

02 ოქტომბერი 2026, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა

ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოჰყავდათ.

02 ოქტომბერი 2026, 16:14

სპორტი

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა

თავისუფალი პროგრამით წყვილი 3 ოქტომბერს იასპარეზებს. „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ბათუმში მიმდინარეობს.