imedi /  16 ოქტომბერი 2018, 15:51 / სანდო წყარო

2018 წლის 1 ნოემბრიდან სესხის აღების ვადები იცვლება

როგორ ავიღოთ სესხი

„ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების ნაწილი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. რეგულაციების მიხედვით, ასევე იცვლება სესხების გაცემის ვადები. რეგულაციებით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ეს რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 

ამასთან, რეგულაციების მიხედვით, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

სესხის აღების შემთხვევში, ასევე სავალდებულო ხდება ის რომ თანამსესხებელი მსესხებლის ოჯახის წევრი იყოს. 

"თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი", - წერია დებულებაში.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:49

საზოგადოება

გივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იყოს, არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების, კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უნივერსიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ საუბრისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

28 მაისი 2026, 14:41

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ზარანდიამ და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა კოტე შამათავამ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

28 მაისი 2026, 14:41

საზოგადოება

ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის - ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტირდა

ვაზისუბნის დასახლებაში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ექიმ ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 4 000 კვ. მეტრ ფართობზე აწარმოვა.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:41

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი. რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

28 მაისი 2026, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები უკრაინასთან, პირიქით, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას არ გაუმწვავებია და პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ მოპასუხისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იყო.

თორნიკე ფაღავა

28 მაისი 2026, 14:37

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სწორად უწოდებენ სააკაშვილს ალიანსის წევრები „მაოხრებელ გზირს“, რამდენადაც, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის ცდილობს პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გატანას, საზოგადოების გახლეჩასა და რევოლუციური პროცესების განხორციელებას

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში დაპირისპირებას აფასებს. მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსის წევრები მიხეილ სააკაშვილს „მაოხრებელ გზირს“ სწორად უწოდებენ.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: 44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ

44 კითხვიდან 9 კითხვა აბსოლუტურად სცდება იმ მანდატს, რასაც განათლების სამინისტრო ემსახურება - ჩვენ პარლამენტში გვყავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომელ სამინისტროს რა კითხვით უნდა მიმართონ, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციისას.

28 მაისი 2026, 14:33

მსოფლიო

The Guardian: დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება

დიდი ბრიტანეთი სასურსათო კრიზისისკენ მიექანება. სტატიას ამ სათაურით The Guardian-ი ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე: ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე

„ყველა ცდილობს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორ ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა ამ მოძრაობისა, იმიტომ რომ ეს ყველაფერ დანარჩენთან ერთად მატერიალურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ამით უნდათ აჩვენონ - მე ვარ ის მთავარი ფიგურა, რომლისკენაც უნდა იყოს მომართული დასავლეთის ზოგიერთი წრიდან თანხები. ეს 1 და 2 დოლარი არ არის, საუბარია მილიონობით დოლარზე. მათ საკუთარი ნება არ გააჩნიათ. ამაზე დიდი მტკიცებულება, რომ ისინი უცხოეთის გარკვეული წრეებიდან იმართებიან, რაღა უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაზე?“ - კითხულობს შარმანაშვილი.

ზვიად შალამბერიძე

28 მაისი 2026, 14:30

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე გორში მომხდარ ფაქტზე: დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე

მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინა დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას.

ზურაბ ჩხაიძე

28 მაისი 2026, 14:18

სამართალი

ზურაბ ჩხაიძე გორში ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ: აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები - კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე

ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა, - განაცხადა გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.

28 მაისი 2026, 14:17

სამართალი

გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატი: მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი. ჩვენების მიცემას როდესაც შეძლებს და როდესაც დაიბარებენ, აუცილებლად მისცემს

მას ამ ეტაპზე ფიზიკურად არ შეუძლია კონტაქტი, რადგან ფსიქოლოგიური სტრესი აქვს გადატანილი, - განუცხადა „ქრონიკას“ გორში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაშვილმა.

ნინო წილოსანი

28 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი არის მყისიერი და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ მსგავსი ფაქტები არის მიუღებელი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

გიორგი ვოლსკი

28 მაისი 2026, 14:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის - არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს

„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 მაისი 2026, 14:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ფულის გათეთრების აღკვეთის და სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მარეგულირებელი ჩარჩო. აღინიშნა ისიც, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისთან (OFAC), ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ზემოხსენებული მიმართულებებით.

28 მაისი 2026, 14:00

ეკონომიკა

8200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.

28 მაისი 2026, 13:58

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდა ჩემპიონ მაია შავაძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

28 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი სტაჟიორებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.

ვლადიმერ პუტინი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი

28 მაისი 2026, 13:56

მსოფლიო

რუსეთი ყაზახეთში პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ყაზახეთის ტერიტორიაზე პირველ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.