imedi /  07 ნოემბერი 2018, 19:36 / სანდო წყარო

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს 2019 წლიდან შეისწავლის. ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა , რაც სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.

ნოდარ ხადურის თქმით, პროექტი გრძელვადიანია და ეტაპებად დაიყოფა. 

„ვმუშაობთ გეგმაზე, რომელსაც პარლამენტსა და სახალხო დამცველს წარვუდგენთ. პარალელურად გვაქვს კონსულტაციები ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფარმაცევტებთან იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებით დავიწყოთ კვლევა. მუშაობის პროცესში უნდა მოხდეს ბაზრის სეგმენტაცია, რადგან მოგეხსენებათ საკმოდ ფართო და მასშტაბური სპექტრია“, - აცხადებს ხადური. 

მისი განმარტებით, ეს გრძელვადიანი პროცესია. პირველ ეტაპზე კი  ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მედიკამენტები შეისწავლება.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 20:19

მსოფლიო

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყში, ერბილში თურქი დიპლომატი მოკლეს. სულ სამი ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე გარდაცვლილი დიპლომატი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც სამი ადამიანი სადილისთვის შევიდა.

18 ივლისი 2019, 09:14

მსოფლიო

იაპონიაში ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, 30 ზე მეტი კი დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევა ქალაქ კიოტოში, ანიმაციურ სტუდიაში მოხდა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი განზრახ გააჩინეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ კაცი დააკავა რომელსაც ხელში ბენზინით სავსე ავზი ეკავა.

დავით გრიგორიანი

18 ივლისი 2019, 08:45

საქართველო

რას ჰყვება 20 ივნისის ღამეს დაშავებული კომიდან გამოსვლის შემდეგ

46 წლის მამაკაცი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას სპეცრაზმელების მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა. მისი განმარტებით, აქციას გვიან ღამით შეუერთდა და სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც უცნობმა ადამიანმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

კევინ სპეისი

18 ივლისი 2019, 08:30

კულტურა

კევინ სპეისის 18 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს

გადაწყვეტილების მოტივად სამხილებისა და დაზარალებულების ჩვენებების მიუწვდომლობა დასახელდა, რომლებიც მსახიობის მიმართა საქმის წარმოების მთავარი მოტივი იყო. როგორც გაირკვა მომჩივანმა მნიშნელოვანი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძე

18 ივლისი 2019, 08:13

ძალოვნები

გრიგოლ ვაშაძეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქრონიკას" განუცხადეს.

18 ივლისი 2019, 08:00

საქართველო

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

მხარეები პროგნოზისაგან თავს იკავებენ. წინასწარ შეფასებებს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც ერიდება. „რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

დეპრესია

18 ივლისი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

რა გავლენას ახდენს ტელევიზორის ყურება და სოცქსელები მოზარდებზე

სპეციალისტების განმარტებით, სატელევიზიო გადაცემებსა და სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად ხედავენ უფრო უზრუნველყოფილ ბავშვებს, რაც მათ თვითშეფასებას ამცირებს და ხასიათის გაუარესებას იწვევს. ამასთან, მოზარდები რაც უფრო დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში და ტელევიზორთან, მით უფრო რთულია ხდება დეპრესიის სიმპტომები.

18 ივლისი 2019, 00:52

ეკონომიკა

მარლონ ბრანდოს საათი აუქციონზე გაიყიდება

ფრენსის ფორდ კოპოლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „აპოკალიფსი ახლა“ წლების შემდეგ ახალი ინტერესის საგანი გახდა. 1979 წელს გადაღებულ ფილმში, რომელშიც მარლონ ბრანდო Rolex-ის საათს ატარებს, აუქციონზე გაიყიდება.

18 ივლისი 2019, 00:12

ეკონომიკა

შვეიცარიაში 9 სახლი მხოლოდ 1 ფრანკად იყიდება

საუბარია ქვის სახლებზე, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია. მათ ახალ მფლობელებს მხოლოდ სახლების რესტავრაცია ევალებათ. ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ აქციით შესაძლოა ხალხი სოფელში დაბრუნდეს. გარდა ამისა, ახალ მოსახლეობას მეთევზის, ფერმერის, მშენებლისა და მცხობელის ვაკანსიებს შესთავაზებენ.

17 ივლისი 2019, 23:56

საქართველო

IRI: კვლევის შედეგები არ გაგვისაჯაროებია

ორგანიზაციას ამ დროისთვის არ გაუსაჯაროვებია კვლევის შედეგები, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იქნა მიწოდებული, განხორციელებულია ორგანიზაციის თანხმობის გარეშე- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტი IRI ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.

 შტეფან ჰაბერმანი

17 ივლისი 2019, 23:20

სპორტი

გერმანელი ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

გერმანული საფეხბურთო კლუბის „დესაუერის“ ფეხბურთელი შტეფან ჰაბერმანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა. სპორტსმენი სტადიონზე გახდა ცუდად, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. ჰებერმანი 30 წლის იყო.

17 ივლისი 2019, 23:00

თემა

რისი აღქმა შეუძლია ჩვენს თვალს და რისი - არა?

გარესამყაროს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფოტონების დამსახურებით აღვიქვამთ. ეს არის სინათლის ნაწილაკი, რომელსაც ობიექტი ირეკლავს და ის შემდეგ ადამიანის თვალის ბადურას ეცემა. თითოეული ჩვენგანის თვალის ბადურაზე კი განლაგებულია სინათლისადმი მგრძნობიარე დაახლოებით 126 მილიონი რეცეპტორი. მათგან მიღებულ ინფორმაციას ტვინი შიფრავს და ირგვლივ არსებულ საგნების მრავალფეროვან ფორმებად თუ ფერებად აქცევს. თუმცა ადამიანის მხედველობა აბსოლუტური სულაც არ არის. მას გარკვეული ზღვარი აქვს. მაგალითა, ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოსხივებული რადიოტალღები შევამჩნიოთ ან შეუიარაღებელი თვალით მცირე ბაქტერიები აღვიქვათ, - წერს BBC.

17 ივლისი 2019, 22:42

მსოფლიო

ებოლას ეპიდემიის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თუმცა ეპიდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის.

17 ივლისი 2019, 22:23

სპორტი

„ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და „ჩიხურამ“ ლუქსემბურგის „ფოლა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში საჩხერლებმა 4:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.

17 ივლისი 2019, 22:12

თემა

საშიშია თუ არა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი გარეშემომყოფთათვის?

მსოფლიოში შიზოფრენიის დიაგნოზით21 მილიონზე მეტი ადამიანიცხოვრობს. შიზოფრენია -მწვავე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც არღვევს როგორც გარესამყაროს აღქმას, ისე თვითშეფასებას. კვლევების თანახმად, ადამიანების 70%-ს შიზოფრენიის სიმპტომებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, 20%-ს კი - მსგავსი აშლილობით ნათესავი ან ნაცნობი მაინც ჰყავს. მიუხედავად ამისა, შიზოფრენიაზე ბევრი მითი არსებობს. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანები გარშემომყოფთათვის საშიშები არიან. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? იკურნება თუ არა ის და როგორ უნდა მოვიქცეთშიზოფრენიით დაავადებულადამიანებთან?

17 ივლისი 2019, 22:07

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილის მ.ფ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობდა.

2Pac

17 ივლისი 2019, 22:07

ტაბლოიდი

ამერიკელი ჩინოსანი 4300 კოლეგისთვის 2Pac-ის სიმღერის გაგზავნისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ივნისში ფოქსოვენმა წერილი დაწერა, რომელშიც ის ამბობდა, რომ მალე 2Pac-ის დაბადების დღეა და ყველას მისი სიმღერის მოსმენა შესთავაზა. ამის შემდეგ მან წერილი ელექტრონული ფოსტით 4300 თანამაშრომელს გაუგზავნა. მეორე დღეს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

17 ივლისი 2019, 21:52

საქართველო

საგარეო უწყება ლავროვს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს საქართველოს საგარეო უწყებაში უპასუხეს. სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება.

17 ივლისი 2019, 21:38

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: მაღალჩინოსნის შვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანია

საბჭოს წევრებს ხუთი კანდიდატისთვის უნდა დაესვათ კითხვები, თუმცა გასაუბრება მხოლოდ ორ მათგანთან მოესწრო. განსაკუთრებით ხმაურიანი ზურაბ აზნაურაშვილის მოსმენა გამოდგა. არამოსამართლე წევრები ამ კანდიდატისა და საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესაურ კავშირზე საუბრობდნენ, თუმცა ბრალდების ადრესატები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

ნინო ლომჯარია

17 ივლისი 2019, 20:58

საქართველო

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისში განიხილეს

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისშიც განიხილეს. მომხდარს ომბუდსმენის აპარატიც იკვლევს და პროკურატურასთან თანამშრომლობს. როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამის შესახებ ნინო ლომჯარია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ესაუბრა. შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ორ საათს გაგრძელდა.