22 სექტემბერი 2026, 09:34 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ერთმა თაობამ მეორეს შეიძლება გადასცეს, არის მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ შეგვიძლია მომავალ თაობას ბევრი დავუტოვოთ - ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, განათლება, ინსტიტუტები, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ერთმა თაობამ მეორეს შეიძლება გადასცეს, არის მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასეთი საქართველო გადმოგცეთ ახალ თაობას. თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, კიდევ უფრო ძლიერი საქართველო გადასცეთ შემდეგ თაობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენს თაობას მშვიდობაზე საუბარი წიგნებიდან და ფილმებიდან არ უსწავლია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ გამოიარა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, დევნილობა, ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის ომი. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობა აბსტრაქტული სიტყვა არ არის. მშვიდობა არის ცხოვრების გზა, როდესაც შენ მომართული ხარ, იპოვო, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთად ცხოვრების, თანაარსებობის ყველა მხრივ მისაღები ფორმა, ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. დრო გადის. მოდიხართ თაობა, რომელსაც პირადად არ გამოუცდია ის რეალობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში გაგვაჩნდა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვშრომობთ - რომ ახალ თაობას ომის გამოცდილება არ ჰქონდეს.

ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდობის გამოცდილებაც გადავცეთ. მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარი, რომ რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე. უნარი, რომ განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარი, რომ პროვოკაცია სიმამაცედ არ ჩათვალო და უნარი, რომ სხვისი ინტერესისთვის საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩააგდო. და რაც ყველაზე რთულია, მშვიდობა არის უნარი, რომ მტრად ქცეულ ადამიანთან ერთ დღეს ისევ საუბარი შეძლო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე, მშვიდობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გარშემო კვლავ მიმდინარეობს ომები. ადამიანები კვლავ იღუპებიან, ქალაქები ნადგურდება, მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება უწევს. ასეთ სამყაროში ადვილია ომზე ლაპარაკი. გაცილებით რთულია მშვიდობის შენარჩუნება. ადვილია სხვისთვის თავგანწირვისკენ მოწოდება. გაცილებით რთულია საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რა მოხდება ამ მოწოდების შემდეგ.

სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაც სწორედ აქ იწყება - გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრო არა იმაზე, რამდენად ხმამაღლა ჟღერს შენი სიტყვა დღეს, არამედ რა შედეგს მოუტანს ის შენს ქვეყანას ხვალ. ამიტომ, მშვიდობის პოლიტიკა არ არის უმოქმედობა და მით უმეტეს, სისუსტე. მშვიდობას ზოგჯერ უფრო მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვიდრე დაპირისპირებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, აფხაზებსა და ოსებთან შერიგებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს დარღვეულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონები ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს კი ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა უნდობლობა, ტკივილი და გაუცხოება. ამ გაგებით ჩვენ ისევ ომის მდგომარეობაში ვართ. ომს კი ომით ვერ მოვერევით.

ჩვენი ამოცანა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა ადამიანების დაბრუნებაც. აფხაზებსა და ოსებთან შერიგება ვერ მოხდება მხოლოდ დოკუმენტით, ხელმოწერით ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით. ნამდვილი შერიგება დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანები კვლავ შეძლებენ ერთმანეთის დანახვას როგორც ადამიანების, რომლებსაც საერთო წარსული ჰქონდათ და საერთო მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. და სწორედ აქ არის თქვენი თაობის განსაკუთრებული როლი. თქვენ არ ხართ ვალდებული, მემკვიდრეობით მიიღოთ წინა თაობების მტრობა. თქვენ უნდა იცოდეთ წარსული, მაგრამ არ უნდა გახდეთ მისი ტყვეები. უნდა გახსოვდეთ უსამართლობა, მაგრამ ამ მეხსიერებამ ახალი უსამართლობისკენ არ უნდა გიბიძგოთ. უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა ისე, რომ მისი ინტერესის დაცვა სხვის სიძულვილს არ საჭიროებდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს“.

ლევან ჟორჟოლიანი

22 სექტემბერი 2026, 10:21

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა - როდესაც თანამედროვე მსოფლიოში არის უამრავი კრიზისი, მსგავს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება

პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სადაც განიხილებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 10:20

მსოფლიო

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე შემცირდა

რესპონდენტთა მხოლოდ 17% არის კმაყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯებით ცხოვრების გაძვირებასთან ბრძოლის კუთხით, რაც ამერიკელებისთვის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე მთავარი განმსაზღვრელი საკითხია. უკმაყოფილება განსაკუთრებით თებერვალში ირანთან დაწყებული ომის შემდეგ გაიზარდა, რამაც საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

22 სექტემბერი 2026, 10:18

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

22 სექტემბერი 2026, 10:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი, საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსთვის ეს, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს.

22 სექტემბერი 2026, 10:13

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა

სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

22 სექტემბერი 2026, 10:12

ტექნოლოგიები

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დედოფალ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფარული ოთახი ნეფერტიტის აკლდამა არ აღმოჩნდება, მისი აღმოჩენა მეცნიერებისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ეს ასევე დაეხმარება სპეციალისტებს ამარნას პერიოდის სამეფო ოჯახისა და ფარაონ ეხნატონის უახლოესი გარემოცვის შესწავლაში.

22 სექტემბერი 2026, 10:08

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებიგამოწვეულია ნოროვირუსით, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

22 სექტემბერი 2026, 10:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში”, - აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი კირცხალია

22 სექტემბერი 2026, 10:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

22 სექტემბერი 2026, 10:02

რეგიონი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული ხელმძღვანელი: სარწყავი სეზონის მიწურულს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილზე შევაფასოთ გაწეული მუშაობა და ფერმერებისგან პირადად მოვისმინოთ მოსაზრებები

​სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და მიღწეული შედეგების შეჯამების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში წყალმომხმარებლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

22 სექტემბერი 2026, 09:59

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

არჩილ გორდულაძე

22 სექტემბერი 2026, 09:42

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ყველასთვის ცნობილია, რომ შავი ფულის შემოსვლის ყველა ხვრელი ამოვქოლეთ, შესაბამისად, ყველას, ვისაც უნდა, რომ საქართველოში თანხა დახარჯოს, აქვს შესაძლებლობა, მიმართოს მთავრობას და თანხმობა აიღოს

არც გვინდა დავუშვათ, რომ ევროსაბჭომ მიზნად დაისახა კანონის გვერდის ავლა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ლიან იუნჯი

22 სექტემბერი 2026, 09:34

ტაბლოიდი

ჩინეთში 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი 4 წამში ააწყო და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

რუბიკის კუბის მსოფლიო ასოციაციის (WCA) მიერ სერტიფიცირებულ შეჯიბრზე ლიანმა ჯერ საშუალო დრო - 4.52 წამი აჩვენა, შემდეგ კი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა და 4.27 წამამდე დაიყვანა.

თორნიკე ჭეიშვილი

22 სექტემბერი 2026, 09:29

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: დამოკიდებულება, რომ ევროკავშირი ახლა ამის დამფინანსებლად გვევლინება, თავისთავად შემაშფოთებელია

დამოკიდებულება, რომ ევროკავშირი ახლა ამის დამფინანსებლად გვევლინება, თავისთავად შემაშფოთებელია, - განაცხადა ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებული „კორძის“ კონცერტთან დაკავშირებით საუბრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 სექტემბერი 2026, 09:20

მსოფლიო

Reuters: ზელენსკი CIA-ს ხელმძღვანელს, ჯონ რეტკლიფს შეხვდა, რომელიც მანამდე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავდა

რეტკლიფი უკრაინელ ლიდერს მოსკოვში ვიზიტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ის ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას შეხვდა. კრემლში განაცხადეს, რომ რეტკლიფს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 09:15

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: აშშ და ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ მორატორიუმს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე

„ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ მორატორიუმს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პირობებზე“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიუ-იორკში თეთრი სახლის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 09:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს?

ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას "სამოქალაქო დიალოგის" ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი 2026, 09:02

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა.