ავეჯის კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრი შეიქმნება
ფოტო: Shutterstock
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე სექტორში კვალიფიციური კადრების ზრდის ხელშეწყობასა და ამისთვის სპეციალური პროგრამების შექმნაზე ისაუბრეს.
ხის დამამუშავებელთა და ავეჯის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბორის ივანიშვილის შეფასებით, მინისტრთან შეხვედრა საინტერესო და შედეგიანი იყო. „მინისტრმა მოისმინა ის პრობლემები, რომლებიც აქვს ავეჯის წარმოებას, ხის დამუშავებას და მისგან გარკვეული დაპირებებიც იქნა გაცემული, მათ შორის, მთავარი, რაც დღეს აქვს ავეჯის მწარმოებლებს, არის მენეჯმენტის და პროფესიონალი მუშახელის მომზადება. დაისვა საკითხი, რომ ამისთვის გარკვეული ბაზა შეიქმნას, გაიხსნას სასწავლო ცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან უცხოელი სპეციალისტები და მოხდეს შესაბამისი განათლების მიღება“ - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
კადრების გადამზადების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს საზოგადოებრივი კოლეჯის, „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძეც. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში ეკონომიკის მინისტრის ხედვა კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული. „ავეჯის წარმოებაში დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ადამიანური რესურსი და კვალიფიკაციის ნაკლებობა. პრინციპში, დღეს მოხდა შეთანხმება, რომ მომავალი წლიდან დაიგეგმოს მინიმუმ ორი ათასი ადამიანის გადამზადება, რაც გაზრდის როგორც ქართული წარმოებას, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. ვთვლი, რომ შეხვედრა მინისტრთან, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება, უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის“ - განაცხადა ტაკიძემ.
ავეჯის მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით თბილისში, „ხელოსნების ქალაქში“ გაიმართა, სადაც 200-ზე მეტი საწარმო მუშაობს.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 19:12
მსოფლიო
ანა ფოტიგამ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა
პოლონელმა პოლიტიკოსმა, ანა ფოტიგამ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.
13 მარტი 2026, 19:10
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე: ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მშვიდობას ხელს არ უწყობს.
13 მარტი 2026, 19:07
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს დასცინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ვირტუალური სამიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს დასცინა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
13 მარტი 2026, 19:07
რეგიონი
გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
13 მარტი 2026, 19:04
მსოფლიო
AXIOS: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ტრამპს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ
გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური სამიტი ირანის ომის მზარდი ეკონომიკური შედეგების გამო ქვეყნების ლიდერების სერიოზული შეშფოთების ფონზე გაიმართა.
13 მარტი 2026, 18:59
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.
13 მარტი 2026, 18:58
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისარ მარტა კოსს კვლავ უყენებენ ბრალდებებს, რომ 1980-იან წლებში ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს ახალი ბრალდებები წაუყენეს, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ეს საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ახალი მტკიცებულებები აქვს.
13 მარტი 2026, 18:56
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. ბრიუსელმა მათი ეს ხვეწნა რომ არ გაითვალისწინა, სწორედ მათ მიმართეს ეუთო-ს ამ მექანიზმის ასამუშავებლად , - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
13 მარტი 2026, 18:50
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ძაღლების ჰიპერპოპულაციის 2026 წლის პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
13 მარტი 2026, 18:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმზე“: ზუსტად ისეთი უაზრობებია, რასაც რეზოლუციებში ვხედავთ. იქნებ სია გამოგვიგზავნოს ვინმემ ვის მოიაზრებენ პოლიტპატიმრებად და გავიაროთ მერე თუ რა ბრალი ედებათ ამ ადამიანებს
ეს დასკვნა ვისი შედგენილიც არის, ის ადამიანი საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა და სულ რამდენიმე დღეში მოასწრო, რომ ასე ძირეულად შეესწავლა ამდენი საკითხი, რა თქმა უნდა ეს ნახევრად ხუმრობით. შესაბამისად, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს დასკვნა უკვე გამზადებული იყო. უბრალოდ, რაღაც ფორმალობა ჩატარდა, რომ თითქოს ადამიანი ჩამოვიდა, ორ დღეში შეისწავლა საქართველოს უახლესი ისტორია და შემდეგ დაწერა ამხელა დასკვნა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე საუბრისას.
13 მარტი 2026, 18:25
პოლიტიკა
რომან კაკულია: არც ერთი ტექსტი არ მიდის აქედან ისეთი, როდესაც დაკავშირება არ ხდება საქართველოში ევროკავშირის საელჩოსთან და შემდეგ მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან, ვისაც ისინი მიიჩნევენ, კონსულტაციის შედეგად იწერება ტექსტები
ტექსტი რომ აქ არის დაწერილი, ჩვენ ხომ მივხვდით ამას. ეს უნდა იცოდე შინაგანად, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ეუთოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების შინაარსის კომენტირებისას.
13 მარტი 2026, 18:22
პოლიტიკა
კახა კალაძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები - ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ეს არის სრული ბოდვა. მგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას ამის უკან, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერის განცხადებით, ქვეყნის შიგნით რა კანონებია მისაღები, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს.
13 მარტი 2026, 18:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ
„მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლუციაში ათასი სისულელე არის ჩაწერილი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია, თითქოს სააკაშვილი კვდება. თვითონ აღარ აქვს პრეტენზია სააკაშვილს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ რეზოლუციაში მაინც წერენ“.
13 მარტი 2026, 18:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მდიდარი NGO-ები არის ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკური აზრის ფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ
მდიდარი NGO-ები არის ინსტრუმენტი, რომ პოლიტიკური აზრის ფორმირებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
13 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შეფასებისას.
13 მარტი 2026, 16:47
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 მარტი 2026, 15:37
მსოფლიო
Axios: „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა, რომ ირანი კაპიტულაციასთან ახლოსაა. ინფორმაციას Axios-ი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 15:26
საზოგადოება
უწყებათაშორისი დანაყოფის წევრი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ჩოკოშვილმა მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მებაჟე ოფიცრებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
13 მარტი 2026, 15:16
მსოფლიო
Politico: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანის წინააღმდეგ ოპერაციას სკეპტიკურად აფასებდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სკეპტიკურად აფასებდა პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. ინფორმაციას Politico ტრამპის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 15:11
რეგიონი
რუსთავში მასშტაბური ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.


