ბახტაძე: გაზიფიცირება საშუალებას მოგვცემს, მთიან აჭარაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს
მამუკა ბახტაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ მაღალმთიანი აჭარის გაიზიფიცრების პროექტი საშუალებას იძლევა მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით საინტერესო გახდეს. ამის შესახებ ბახტაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მამუკა ბახტაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მე ძალიან ხშირად მომისმენია, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და მთავარ პრიორიტეტებში ყოველთვის ჩანდა, რომ სწორედ გაზიფიცირება არის ის, რასაც თქვენ ასე ელოდით და მოითხოვდით ჩვენგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ვინაიდან, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მთიან აჭარაში მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს ადგილი გახდეს უფრო საინტერესო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ბახტაძემ.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ხიჭაურამდე მონაკვეთს მოიცავს. გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმმონაკვეთზე ჩაიდო. პროექტი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.
გაზსადენის მშენებლობის ღირებულება 25 768 251 ლარია. სამუშაოები შპს „ენერჯი ინვესტი2009“-მ განახორციელა. პროექტი 2017 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის პროექტირება, რაც შუახევი-გოდერძის უღელტეხილის 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. გაზიფიცირების მეორე ეტაპის მშენებლობა ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 18:09
ჯანდაცვა
გიორგი ტყემალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში გაიხსნება დიუშენით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
მნიშვნელოვანია, რომ მშობლები აქტიურად არიან ჩართულები და ერთმანეთთან თანამშრომლობით მოკლე ვადაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე მოკლე ვადაში გაიხსნება [დიუშენით დაავადებული ბავშვების] სარეაბილიტაციო ცენტრი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
16 სექტემბერი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: საქართველო კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე უფრო მზად არის იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას. ამაზე მიუთითებს უამრავი კვლევა და საერთაშორისო რეიტინგები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ
როდესაც ახსენებენ კანდიდატ სახელმწიფოებს და საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, ბალკანეთის სახელმწიფოებზე და საქართველოს არ ახსენებენ, ეს არის უსამართლო პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
16 სექტემბერი 2026, 18:01
პოლიტიკა
გიორგი კახიანის შეფასებით, Trump Tower-ის შემოსვლა ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანაა
„ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი პრეზენტაცია იყო. თავად ფაქტი, როდესაც ასეთი ბრენდი - Trump Tower-ი შემოდის საქართველოში, ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს. ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო მიმზიდველი ხდება სხვა საერთაშორისო ინვესტიციებისთვისაც. პოლიტიკური კუთხით კი ამდენად ძლიერი ბრენდის შემოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავენ. ეს არ ხდება შემთხვევით იმ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ყველგან დაძაბული ვითარება ან საომარი მოქმედებებია. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ვატარებთ“, - განაცხადა კახიანმა.
16 სექტემბერი 2026, 17:54
მსოფლიო
აშშ ორ ბელორუსულ კომპანიას სანქციებს მოუხსნის, სანაცვლოდ ლუკაშენკომ 25 ადამიანი შეიწყალა
აშშ ორ ბელარუსულ კომპანიას „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“ სანქციებს მოუხსნის. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: კარგი იქნება, თუ კარგად გააცნობიერებს ევროკავშირი საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ რგოლში. საქართველოს ამ რგოლში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, თავისი თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე
მან გაიხსენა ლუქსემბურგის სამიტი, სადაც საქართველო არ დაპატიჟეს და იმედი გამოთქვა, რომ „შუა დერეფნის“ კონტექსტში ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებას შეცვლის.
16 სექტემბერი 2026, 17:45
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
16 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „შეზღუდულ და მკაცრ კონტროლში“ გულისხმობს: ლარსზე ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და სთხოვდა, ჩამოდითო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ.
16 სექტემბერი 2026, 17:36
სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
16 სექტემბერი 2026, 17:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია. სწორედ ეს არის საუკეთესო პასუხი ყველა იმ მცდარ ნარატივზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ვისმენთ
საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - დაახლოებით 8%, რაც შთამბეჭდავი ციფრია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.
16 სექტემბერი 2026, 17:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 17:26
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს
„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 17:26
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის
ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.
16 სექტემბერი 2026, 17:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა
ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.
16 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია, ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა
მისივე თქმით, ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში, რის გამოც ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია.
16 სექტემბერი 2026, 17:23
ეკონომიკა
ილია წულაია: Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს
Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ.
16 სექტემბერი 2026, 17:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ ფიზიკური მარშრუტი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი ეს ერთად იყრის თავს
მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის როლზე გაამახვილა.
16 სექტემბერი 2026, 17:14
მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს ჰაშიმ თაჩის ომის დანაშაულებისთვის 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი 1998-1999 წლებში სერბეთთან ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 17:04
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორსა და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.
16 სექტემბერი 2026, 16:58
მსოფლიო
უკრაინული მედია: დავით არახამია უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხით ემუქრებოდა
უკრაინული მედიის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს პოლიტიკური და სამართლებრივი წნეხით ემუქრებოდა.
16 სექტემბერი 2026, 16:48
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ოფიციალური პირები ომანში „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
აშშ-ის ოფიციალური პირები ომანში იემენელი „ჰუსიტების“ წარმომადგენლებს გასულ კვირას, უქმეებზე შეხვდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


