ნათია თურნავა კახეთში გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე.
ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება მიულოცა და ის სახელმწიფო პროგრამები გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ღონისძიების ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის 4-შვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა. გაზიფიცირების 2019-2021 გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 707 768 ლარია. ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში დამატებით 1 650 აბონენტი ჩაერთვება. სამწლიანი გეგმის ბოლოს კახეთის რეგიონში სულ გაზიფიცირებული იქნება 149 726 აბონენტი, რაც რეგიონის მოსახლეობის 95%-ია.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 16:58
რეგიონი
დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო
„თელავში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის პირველივე დღიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესში სრულად არის ჩართული და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საჭირო ღონისძიებას ოპერატიულად ახორციელებს. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოწვევების დროს რეაგირება იყოს სწრაფი, ხოლო ყველა პასუხისმგებელი უწყების მუშაობა - კოორდინირებული და ეფექტიანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
29 ივლისი 2026, 16:47
მსოფლიო
Financial Times: უიტკოფი და კუშნერი კიევს პირველად ეწვევიან
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში პირველად ჩავლენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 16:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
„ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის და, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც ახორციელებს საგარეო სამსახური, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
29 ივლისი 2026, 16:40
ეკონომიკა
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია „ევროკონტროლი“: 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია
საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის“ ფრენების მონიტორინგის და ანალიზის ფარგლებში, 26 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 196 აფრენა-დაფრენა განხორციელდა, რაც მორიგი რეკორდული მაჩვენებელია.
29 ივლისი 2026, 16:34
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ
აღინიშნა, რომ ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. განსაკუთრებული დინამიკით ვითარდებიან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, მომხმარებლებისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე ფინანსურ სექტორში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას.
29 ივლისი 2026, 16:28
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სულხან თამაზაშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
29 ივლისი 2026, 16:28
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა
„ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია. ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოვოს.“ - წერს აბაშიძე.
29 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.
29 ივლისი 2026, 16:04
საზოგადოება
ბაკურიანში აფხაზეთის ღია პირველობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“ ჩატარდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში „ბაკურიანი 2026“, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 15:56
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებასა და სტიქიის პრევენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს
„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული გახდება. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ. პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა“, - აღნიშნა მინისტრმა.
29 ივლისი 2026, 15:32
სამართალი
შემოსავლების სამსახური: სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებების გამო, უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
29 ივლისი 2026, 15:31
მსოფლიო
The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდა
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ირანი უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო იერიშის მიტანას განიხილავდა.
29 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ქართული დიპლომატიური ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
29 ივლისი 2026, 15:14
მსოფლიო
კაია კალასმა აბას არაღჩისთან სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება და უკრაინაში რუსეთის ომი განიხილა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.
29 ივლისი 2026, 15:12
კულტურა
მუსიკოსი გლენ ჰანსარდი გარდაიცვალა
პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.
29 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილზე: ჯერ დავით აღმაშენებელს ადარებდა თავს, ახლა ნელსონ მანდელას ედრება. ამ ტემპით, შემდეგი თვითშედარება ნაპოლეონთან უწევს კრიმინალ მსჯავრდებულს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან თავი ნელსონ მანდელას შეადარა, სოციალურ ქსელში აფასებს.
29 ივლისი 2026, 15:06
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გალა-კონცერტს ,,გონიოს ჰანგები“ დაესწრო
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
29 ივლისი 2026, 14:55
მსოფლიო
იტალიური მედია: უკრაინა საცერივითაა, ჩვენი დახმარების ფარგლებში მიწოდებული იარაღის 800 000 ერთეული მოპარულია, მაფია კი შავ ბაზარში იძირება: „დრონებითაც ინტერესდებიან“
2022 წლიდან 780 465 ერთეული იარაღი დაიკარგა ან მოიპარეს, მათგან 149 000 - მხოლოდ 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში. წერს იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano, რომელიც უკრაინას იარაღის უკონტროლოდ გაქრობის გამო საცერს ადარებს.
29 ივლისი 2026, 14:53
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.
29 ივლისი 2026, 14:51
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა? - საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!
კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა? - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, რომელიც ეხმიანება ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.


