imedi /  03 დეკემბერი 2018, 12:45 / სანდო წყარო

რა შეიცვალა და რის გაკეთებას აპირებს მერია სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით

2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

კალაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. მისი თქმით, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მერია, ჯამში, 750 ერთეულ ავტობუსს იყიდის, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის. 

ასევე, თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება; სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით,  მგზავრობის დროს შეამცირებს.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თბილისის „მეტროპოლიტენსაც“ შეეხება. კერძოდ, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს; დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი. 

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 მ2 პარკირების ადგილი.

მიმდინარე წელს, ასევე, ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები - ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში,  სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს.

„რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქში სუფთა და მოწესრიგებული ტაქსები იმოძრავებს.

კახა კალაძემ დღეს თბილისის მერიის მუშაობის 1-წლიანი ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 

ყველა სიახლე

კაია კალასი

07 სექტემბერი 2026, 10:10

მსოფლიო

Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს

გამოცემის ცნობით, კალასი კულისებს მიღმა მძაფრ წინააღმდეგობას უწევს ფრანგულ-გერმანულ გეგმებს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გარდაქმნის შესახებ. „ქაღალდზე ეს გეგმები კალასის ოფიციალური როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ევროკომისიას საგარეო პოლიტიკაზე მეტი კონტროლი მისცეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ზაზა შათირიშვილი

07 სექტემბერი 2026, 10:02

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს - „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს

არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს. უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

ლეო XIV

07 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის

„ჩემი გული თანაუგრძნობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, რომელიც უკვე მრავალი წელია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ნგრევის შეჩერებისა და დიალოგისა და მშვიდობისთვის გულების გახსნისკენ. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას“, - დაწერა რომის პაპმა.

დონალდ ტრამპი

07 სექტემბერი 2026, 09:30

მსოფლიო

მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს

„მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლები მას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრება“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

07 სექტემბერი 2026, 09:29

სპორტი

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში სპორტის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი „ქასთელ რაიდერსი" იყო.

07 სექტემბერი 2026, 09:18

მსოფლიო

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი. დაშავდა ათობით მოსწავლე. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

07 სექტემბერი 2026, 09:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი გრენლანდიაში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ნუუკის აეროპორტში მას დანიისა და გრენლანდიის პრემიერმინისტრები დახვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მათთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოდ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და გრენლანდიას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას.

07 სექტემბერი 2026, 09:14

მსოფლიო

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

07 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მაიამიში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

07 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მისაყვანად მზად არის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

07 სექტემბერი 2026, 08:54

მსოფლიო

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე შავი ფერის მაისურით მივიდა, რომელზედაც თეთრი ასოებით ეწერა „კიევის რეჟიმი.“ ამ ფაქტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

სტივ უიტკოფი

07 სექტემბერი 2026, 08:43

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 სექტემბერი 2026, 08:32

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

07 სექტემბერი 2026, 08:20

მსოფლიო

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. „აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“

07 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

07 სექტემბერი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

07 სექტემბერი 2026, 00:45

სპორტი

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რევაზ სოხაძე

06 სექტემბერი 2026, 23:29

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები

ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.