imedi /  03 დეკემბერი 2018, 13:15 / სანდო წყარო

სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა

სტიქია

იმერეთის გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე ამბობს, რომ ორდღიანმა სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.

„გრიგალმა დააზარალა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების, როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო სამეურნეო ნაწილი, ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და კარ-მიდამოს, დაზიანდა სახურავები და საყრდენი კედლები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ყველა დაზარალებულს მიეწოდება გადასახური მასალა. ზარალის საერთო რაოდენობამ იმერეთის 11 რაიონში შეადგინა 950 000 ლარის ფარგლებში, რაც შეეხება ქუთაისს, მიმდინარეობს ამ დროისთვის ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა და ამიტომ გრძელდება ამ ზარალის დათვლა და ზუსტი მონაცემები უცნობია", - განაცხადა დავით გორდელაძემ.

ქუთაისში მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ასევე ფოთში ძლიერი ქარისგან მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს მიაღწია.

"პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება,“ - განაცხადა ფოთის ვიცემერმა კოტე თოფურიამ.

სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყეს აბაშის მუნიციპალიტეტშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

ძლიერმა ქარმა ზარალი სამივე რეგიონს - იმერეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიას მიაყენა. 

30 ნოემბრის მონაცემებით, სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მთლიანობაში 465 შეტყობინება მიიღო.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2026, 09:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

28 ივნისი 2026, 08:40

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.

რობერტ ფიცო

28 ივნისი 2026, 08:15

მსოფლიო

რობერტ ფიცო: სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს

სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. ის გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე.

ნონა გაფრინდაშვილი
ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2026, 00:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მთავრობის მეთაურმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა. საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 23:04

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

„ქართველ ამომრჩეველზე ცოტა დაფიქრებულად ისაუბრეთ. მილიონ 120 000-ზე მერი ამომრჩეველი გვყავს. ჩვენი პატრიოტი ქართველები ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ იმას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ჩვენს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

27 ივნისი 2026, 22:57

საზოგადოება

შიო მესამე: ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 22:46

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ, აშშ-სთან ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები რეალური პარტნიორობის ნიშნულიდან დაიწყოს

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 22:39

სამართალი

გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 22:35

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან

„დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტების პასუხად.

ლევან მაჭავარიანი

27 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ გადმოვიბარეთ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ გავლენისგან გაგვეთავისუფლებინა

ჩვენ გადმოვიბარეთ სამწუხაროდ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებული იყო გარე ძალებზე და ჩვენ წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გავლენისგან ქვეყანა გაგვეთავისუფლებინა,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „ღია ეთერი" .

ილია ღლონტი

27 ივნისი 2026, 22:27

პოლიტიკა

ილია ღლონტი: უამრავი რამ არ მომწონს ევროკავშირში, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკა

„როდესაც ამ ქვეყანაში რეალური პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, გვაქვს რეალური, მათ შორის სუვერენიტეტის გამოწვევები, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შეთქმულების თეორიებზე, რომელიც რეალური გეოპოლიტიკით, რეალური ეკონომიკით ვერ აიხსნება. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნაწილი შედის შეცდომაში და ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დრო გვქონდეს ამაზე სასაუბროდ არგუმენტირებულად და შინაარსობრივად. იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აღნიშნა ილია ღლონტმა.

საბა ბუაძე

27 ივნისი 2026, 22:22

პოლიტიკა

საბა ბუაძე: თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები

თუ გგონიათ, რომ ამ ევროკავშირის რეზოლუციებში ყველაფერს ვეთანხმები, ძალიან ცდებით. რა თქმა უნდა, რეზოლუციები არის პოლიტიკური დოკუმენტები და იქ ყოველთვის ყველაფერს ვერ დაეთანხმები, - განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".

27 ივნისი 2026, 22:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირს, თავისი მიზნებიდან გამომდინარე დღეს სჭირდება ძალიან დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან. რატომ არიან გაბუტულ რეჟიმში - იმიტომ, რომ ევროკავშირი თავის პოლიტიკას ვერ აყალიბებს

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელი არ აყალიბებს იმ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირს სჭირდება. „სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი არ არის დამოუკიდებელი, ევროკავშირს დღეს უკვე სჭირდება დალაგებული ურთიერთობა საქართველოსთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

27 ივნისი 2026, 22:11

მსოფლიო

Reuters: ათასობით უნგრელი შეუერთდა ბუდაპეშტში პრაიდის პირველ მსვლელობას ორბანის დამარცხების შემდეგ

მემარჯვენე ლიდერის, ვიქტორ ორბანის აპრილის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ პირველ ყოველწლიურ პრაიდ მსვლელობას 10 000-ზე მეტი უნგრელი შეუერთდა.

დავით ქართველიშვილი

27 ივნისი 2026, 22:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცლად აანალიზებს, თუ რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთს პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოსთან ინტეგრაციას აირჩევს. თვალსაჩინოებისთვის დავით ქართველიშვილს ვრცელ პოსტში ახლად ჩამოყალიბებული და აღიარებული კიურასაოს მაგალითი მოჰყავს.

27 ივნისი 2026, 22:03

პოლიტიკა

ილია ღლონტი: კი, რა თქმა უნდა, 2024 წელს აქციები მშვიდობიანი იყო, სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა

„კი, რა თქმა უნდა. სანამ პოლიციის ძალადობა დაიწყებოდა“, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა ილია ღლონტმა არჩილ გორდულაძის კითხვას, იყო თუ არა 2024 წელს აქციები მშვიდობიანი.

ცოტნე კობერიძე

27 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე „ქართულ ოცნებაზე“: არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა

არასდროს ისეთი სუსტი ოპოზიცია არ მინახავს, რაც საარჩევნო პერიოდის მერე იყო, აქტივისტი თითქმის აღარ არსებობდა, თვითონ გააცოცხლეს ეს და მოქალაქეს არ დაუტოვეს არანაირი გამოსავალი, რომ არ გამოსულიყო და არ გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ.

საბა ბუაძე

27 ივნისი 2026, 21:49

პოლიტიკა

საბა ბუაძე: სოფლის მეურნეობაში ფულს რომ ჩაასხამ მილიარდებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება რომ შემცირდება, ეგაა შეურაცხყოფა

დააცარიელეთ ამ ქვეყნის სოფლები და სოფლები არ დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც დაცლილი არ არის იმის გამო, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გააკეთოთ ყველაფერი,- განაცხადა ოპოზიციონერმა საბა ბუაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები".

საბა ბუაძე

27 ივნისი 2026, 21:45

პოლიტიკა

საბა ბუაძე: ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ

„ყველაზე დიდი ჩრდილი პოლიციას მიაყენეთ თქვენ. ყველაზე მეტად პოლიციას ამ ქვეყანაში ნდობა დაუკარგეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ, როდესაც ჩააყენეთ პარტიის სამსახურში. ნებისმიერი კვლევა ნახეთ. „მასკიანი" ხალხი რომ ათარეშეთ ამ ქვეყნის დედაქალაქში და ორი წელია ამბობთ, რომ ვერ გავიგეთ ვინ იყოო, ეგ იყო პოლიციისთვის ჩრდილის მიყენება და სამარცხვინო ქმედება", - აღნიშნა საბა ბუაძემ.

არჩილ გორდულაძე

27 ივნისი 2026, 21:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: 1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად დაითვლება

1500 ლარი კი არა, 2000 ლარი კი არა, არც 15 000 ლარი და 150 000 ლარი არ არის ჩვენი გუნდისთვის საკმარისი თითოეული ჯარისკაცისთვის. არ არის ეს საკმარისი ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სამშობლოს მსახურება ფულში ვერანაირად ვერ დაითვლება ,- ასე უპასუხა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილია ღლონტის კითხვის საპასუხოდ საკმარისია თუ არა ხელფასი, რომელიც ჯარისკაცებს აქვთ.