„ომეგა ჯგუფის“ ინფორმაციით, საწარმო ისევ გაჩერებულია
ფოტო: Facebook
„ომეგა ჯგუფის“ საწარმო ისევ გააჩერეს. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, ამის შესახებ „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი კვლავ აქციზური მარკებია.
აღდგომელაშვილის თქმით, სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ 26 ოქტომბერს კომპანია OGT-მ დეკლარირებული გადასახადების დაფარვის მიზნით გადაიხადა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ იმავე დღეს გადაიხადა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება და მიიღო შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკებიც.
„კომპანიამ 2018 წლის 8 ნოემბერს, ანუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადამდე ერთი კვირით ადრე, სრულად დაფარა ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე კუთვნილი მიმდინარე გადასახადი 550 000 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის 12 ნოემბერს კომპანია OGT-მ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსა შეკვეთა, რომლითაც მოითხოვა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები. აღნიშნული შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა იმავე დღეს, 11:29 საათზე. მომდევნო დღეების განმავლობაში, ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ისე გადამხდელთა სამსახურის დეპარტამენტის და შპს ,,სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ (რომელიც შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანიაა და ევალება აქციზური მარკების გაცემა) წარმომადგენლებს. ვითხოვდით, რომ დროულად მოეცათ ინვოისი, რათა მოგვცემოდა საშუალება, რომ გადაგვეხადა შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება, რის შემდეგაც მივიღებდით აქციზურ მარკებს. თუმცა შპს ,,სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წარმომადგენელი გვპასუხობდა, რომ ეს საკითხი მათ დამატებით უნდა შეეთანხმებინათ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებთან, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, შეიცვალა პროცედურა და საჭირო გახდა შემოსავლების სამსახურის დამატებითი დადასტურება. შეგახსენებთ, რომ ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურს ერთხელ უკვე ჰქონდა დადასტურებული 12 ნოემბერს. ამგვარად, აბსოლუტურად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო ერთხელ უკვე დადასტურებული შეკვეთის ხელმეორედ დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
მისივე განცხადებით, 27 ნოემბერს, წერილობით მიმართეთ შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს და ითხოვეს განემარტათ, თუ რატომ არ ეძლეოდათ მოთხოვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელი ინვოისი.
აღდგომელაშვილის განმარტებით, 3 დეკემბერს, კომპანიამ კვლავ განათავსა ახალი შეკვეთა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებზე.
„ამ ახალი შეკვეთის ამჟამინდელი სტატუსია „შეკვეთა შექმნილია“. ამ ახალი შეკვეთის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა. ეჭვგარეშეა, რომ შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“ მოქმედებენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად, რათა „ომეგა ჯგუფს“ არ მიეცეს საშუალება კანონით დადგენილი წესით შეიძინოს წარმოებისათვის საჭირო აქციზური მარკები. სწორედ ამგვარი არაკანონიერი ხელშეშლის შედეგია, რომ ომეგა ჯგუფის საწარმო დღესაც გაჩერებულია და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებულები, ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიამ, 3 დეკემბერს, წერილობით კიდევ ერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნას აღმოფხვრილი „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ომეგა ჯგუფი“ იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რათა მოითხოვოს კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და ჩვენი კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. ყველა ზემოაღნიშნული მიმოწერის ასლი გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან“, - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა.
27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ "ომეგა ჯგუფმა" ბიუჯეტში საკუთარი დავალიანებიდან 1 მილიონი ლარი შეიტანა. მაშინ imedinews-თან ომეგას გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა გადახდილი ვალის ნაწილის სულ სხვა ოდენობა - 2 მილიონი ლარი დაასახელა.
შემოსავლების სამსახურში კი თქვეს, რომ თუ ამ თანხაში კომპანია აქციზური მარკების შესაძენ საფასურსაც გულისხმობს, ეს ვალის უზრუნველყოფას არ ნიშნავს.
ომეგა ჯგუფსა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს.
ომეგა აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 03:37
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.
14 ივლისი 2026, 01:59
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 01:48
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.
13 ივლისი 2026, 21:00
ეკონომიკა
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირდაპირი ფრენები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.
13 ივლისი 2026, 20:56
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულში - ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა. ანგარიშს ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური კრიზისი და მდგრადობა - ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს აღიარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ლარის გამყარების შედეგია.


