imedi /  06 დეკემბერი 2018, 18:58 / სანდო წყარო

მიკროსაფინანსოების ნაწილი შავ სიაში მყოფ სოცდაუცველებს სესხებს „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე ჩამოაწერს

სესხების განულება

სესხების განულების პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზციების ნაწილი, ე.წ. შავ სიებში მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერს. ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ბესო შენგელიას განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. 

"თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან", - ამბობს ბესო შენგელია.

შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს ახალ წლამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. ეს ერთჯერადი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოისყიდის.

ყველა სიახლე

მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაცია

20 აპრილი 2019, 16:57

მსოფლიო

პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები ესროლა. პარიზში მიმდინარე ყვითელჟილეტიანების 23-ე აქციაზე უსაფრთხოებას 60 ათასი პოლიციელი იცავს. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

მიცუჰირო ივამოტო

20 აპრილი 2019, 16:46

მსოფლიო

მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა

მხედველობადაქვეითებული იაპონელი მიცუჰირო ივამოტო პირველი უსინათლო ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელმაც იახტით წყნარი ოკეანე დამოუკიდებლად გადალახა. მოგზაურობისას ის არ შეჩერებულა და საბოლოო ჯამში ივამოტომ 14 000 კილომეტრი გადალახა და ოკეანეში თითქმის 2 თვე გაატარა.

20 აპრილი 2019, 16:44

საქართველო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

ლეოპარდი

20 აპრილი 2019, 16:20

ტაბლოიდი

ინდოეთში ლეოპარდმა სახლიდან 9 თვის ბავშვი გაიტაცა და მოკლა

ინდოეთში ლეოპარდი სახლში შეიპარა, დედის გვერდით მძინარე 9 თვის ბავშვი გაიტაცა და მოკლა. შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ ნაწილში გამთენიისს მოხდა. ცხოველი და ბავშვის დასახიჩრებული სხეული რეინჯერებმა მეორე დღეს იპოვეს. ინდოეთში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება.

დევიდ და ლუიზა ტურპინები

20 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ამერიკელ ცოლ-ქმარს 13 ბავშვის წამებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თებერვალში გამართულ სასამართლოზე ცოლ-ქმარი არასათანადო მოპყრობის, წამებისა და თავისუფლების აღკვეთის გამო დამნაშავედ ცნეს. ისინი პოლიციამ 2018 წლის იანვარში დააკავა. კალიფორნიის მცხოვრებ დევიდ და ლუიზა ტურპინებს წლების განმავლობაში 13 ბავშვი დატყვევებული ჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზახეთში

20 აპრილი 2019, 15:31

მსოფლიო

ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსიმა Toyota-ს მარკის ავტომობილიდან მომავალი საფრთხე თავიდან აიცილა, რის შემდეგაც გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც არიან.

20 აპრილი 2019, 15:25

ძალოვნები

შსს ადგენს არიან თუ არა ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლები

სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. ეს ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2019, 15:00

საქართველო

ზურაბიშვილი: აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. 2018 წელს დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

ბავშვები

20 აპრილი 2019, 14:38

მსოფლიო

კოსოვომ სირიიდან ISIS-ის მებრძოლები და ჯიჰადისტების ოჯახები დაიბრუნა

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 110 ადამიანიდან 30 ქალი და 74 ბავშვია, მათ შორის ცხრამ მშობლები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაკარგა. თებერვალში კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტის ზონაში 44 ქალი და 48 ბავშვი რჩებოდა.

საოკუპაციო ხაზი

20 აპრილი 2019, 14:03

ძალოვნები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

imedinews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. გოჩა ფიდიურის თანასოფლელები განმარტავენ, რომ მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. გატაცებული მწყემსის ოჯახს ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

მშენებლობა

20 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ.

20 აპრილი 2019, 13:53

საქართველო

ზუგდიდის საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს

ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანა. ათივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

20 აპრილი 2019, 13:10

ძალოვნები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. ხანძარს 50 მდე მაშველი აქრობდა. ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადებდა მუშაობდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სახლს, სადაც ხანძარი გაჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კახაბერ საბანაძე

20 აპრილი 2019, 13:06

ძალოვნები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი 19 აპრილს დააყაჩაღეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინსენტ კასელი ტინა კუნაკი

20 აპრილი 2019, 12:46

ტაბლოიდი

ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკიმ შვილს ამაზონი დაარქვეს

ინფორმაცია მსახიობმა Instagram-ზე გაავრცელა. კუნაკი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. მსახიობის მშობიარობას გართულებები არ მოჰყოლია. წყვილმა ბავშვს ამაზონი დაარქვა. ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები

20 აპრილი 2019, 12:24

საქართველო

საუდის არაბეთიდან საქართველოში გაქცეული დები: უკან დაბრუნების შემთხვევაში მოგვკლავენ

„დები გაქცევას წლების განმავლობაში გეგმავდნენ და ახლა თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. 25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე ამბობენ, რომ საკუთარ სახლში კაცი ნათესავების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდიდნენ".

აფეთქება ქაბულში

20 აპრილი 2019, 12:21

მსოფლიო

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა. აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

20 აპრილი 2019, 12:03

მსოფლიო

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი 43% იყო.

რომან პოლანსკი

20 აპრილი 2019, 11:50

კულტურა

რომან პოლანსკი სასამართლოს ამერიკის კინოაკადემიაში წევრის სტატუსის აღდგენას სთხოვს

Associated Press იტყობინება, რომ რეჟისორის ადვოკატები შესაბამისი შუამდგომლობით ლოს-ანჟელესის სასამართლოს მიმართავენ. სტატუსის დაბრუნების თხოვნით კინოაკადემიას პოლანსკიმ იანვარში მიმართა, თუმცა უარი მიიღო. რეჟისორის გარიცხვის მიზეზი ამერიკის კინოაკადემიის ქცევის სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო.

ლაირა მაკქი

20 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

დაკავებულები 18 და 19 წლის არიან. 29 წლის ლაირა მაკქი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებენ.