imedi /  06 დეკემბერი 2018, 18:58 / სანდო წყარო

მიკროსაფინანსოების ნაწილი შავ სიაში მყოფ სოცდაუცველებს სესხებს „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე ჩამოაწერს

სესხების განულება

სესხების განულების პროცესში მიკროსაფინანსო ორგანიზციების ნაწილი, ე.წ. შავ სიებში მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერს. ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ბესო შენგელიას განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. 

"თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან", - ამბობს ბესო შენგელია.

შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს ახალ წლამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. ეს ერთჯერადი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოისყიდის.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2026, 11:57

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.

ჯერემი კლარკსონი

17 ივნისი 2026, 11:55

კულტურა

ჯერემი კლარკსონმა გაამხილა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

66 წლის კლარკსონმა დიაგნოზის შესახებ შოუს მუდმივ მონაწილეებს - კალებ კუპერსა და ჩარლი აირლენდს უამბო. კლარკსონს არ დაუკონკრეტებია, კიბოს რა სახეობაზეა საუბარი, თუმცა დაავადება აღწერა როგორც „აგრესიული“ და აღნიშნა, რომ მკურნალობის ფარგლებში პროსტატის ნაწილი მოჰკვეთეს. „გასულ კვირას მცირე ხნით გავუჩინარდი. ბიოფსია გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ეს კიბოა. ის აგრესიულია, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი“, - თქვა მან.

17 ივნისი 2026, 11:54

საზოგადოება

ბაგების დასახლებაში, მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა საცურაო აუზი, რომელიც იქნება როგორც ღია, ისე დახურული ტიპის

თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისს დასრულდება.

17 ივნისი 2026, 11:41

საზოგადოება

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ ცვლილებები შედის

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში“ მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

17 ივნისი 2026, 11:35

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩის N102-თან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩის N102-თან, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

17 ივნისი 2026, 11:33

მსოფლიო

სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, მშპ-ის 2%-ს შეადგენს

სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ცენტრალური ბანკის მმართველზე მარტინ გალსტიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 11:32

საზოგადოება

თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.

17 ივნისი 2026, 11:32

კულტურა

მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა

Universal Pictures-მა მეხუთე „შრეკის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა. პერსონაჟებს კვლავ ახმოვანებენ მაიკ მაიერსი (შრეკი), ედი მერფი (ვირი) და კემერონ დიასი (ფიონა). შრეკისა და ფიონას ქალიშვილს, ფელიციას კი ზენდეია ახმოვანებს.

17 ივნისი 2026, 11:25

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ძველი რუსთავი, რომლის ულამაზესი არქიტექტურითაც თითოეული რუსთაველი ვამაყობთ, ავთენტურ იერ-სახეს დაიბრუნებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

17 ივნისი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: არანაირი ღირებულება ამ ანგარიშს არ გააჩნია. წერონ და იკითხონ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. დეპუტატის თქმით, ამ და სხვა ანგარიშების ავტორებს ქართველი ხალხი სძულთ. მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ღირსებისგან დაცლილი ანგარიში ევროპიდან იმ ოდიოზური სახეების განმეორებითა და ავტორობით, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით სძულთ ქართველი ხალხი.

17 ივნისი 2026, 11:23

რეგიონი

სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში, სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 11:19

პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს

ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს.

17 ივნისი 2026, 11:19

სამართალი

რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ

რკინიგზაში გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულებს ბრალს აცნობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულებთან ადვოკატები და გამომძიებლები იმყოფებიან.

არჩილ გორდულაძე

17 ივნისი 2026, 11:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: მისი ნებისმიერი ანგარიში არის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაღაც. მას წესით საქართველოსთან მიმართებით სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს, სანამ საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის

მას სიტყვის ამოღების უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს წესით საქართველოსთან მიმართებით, სანამ იგი საქართველოს მოსახლეობას არ მოუხდის ბოდიშს, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს უყრის.

ტომ ჰოლანდი და ზენდეია

17 ივნისი 2026, 11:15

ტაბლოიდი

ტომ ჰოლანდმა ზენდაიასთან ქორწინება პირველად დაადასტურა

„ჩვენს ბიზნესში შეიძლება ძალიან სტრესული სიტუაციები შეიქმნას და ნამდვილად სასიამოვნოა გქონდეს ურთიერთობის ისეთი საძირკველი, რომელიც დროს გაუძლებს. მე ვიპოვე ჩემი ადამიანი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასთან ერთად იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამავდროულად, არასდროს მიგრძნია თავი ასე მხარდაჭერილად და უსაფრთხოდ, როგორც ახლა“, - განაცხადა მსახიობმა.

ნინო წილოსანი

17 ივნისი 2026, 11:12

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ პოლიტიკოსის საქმიანობა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას და ისეთი აგრესიული აქტივისტების დაცვას, როგორიც არის ლაკა ხოშტარია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აფასებს. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ლიეტუველი პოლიტიკოსის საქმიანობა საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ინიცირებას უკავშირდება.

სალომე სამადაშვილი

17 ივნისი 2026, 11:09

პოლიტიკა

სამადაშვილის ტყუილი - საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე ღარიბი ქვეყანაა, IMF -ის 2026 წლის მონაცემი - ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე:1 - საქართველო 10 346$, 2 - მოლდოვა 8 542$; 3 - უკრაინა 6 499$

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ყველაზე ღატაკი ქვეყანაა ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

17 ივნისი 2026, 10:59

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ცვლილებები გააცნო, რომლებიც ქართული ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისთვის სპეციალური ხარისხის ნიშნის დანერგვას, მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო მარკირებასა და სავაჭრო ობიექტებში მათი განცალკევებულად განთავსებას გულისხმობს. ამასთან, გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება და ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

17 ივნისი 2026, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 15 ივნისს რეკორდულად გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის ლიდერმა, ილონ მასკმა, საკუთარ ქონებას 10%-ზე მეტი შემატა და მისმა კაპიტალმა 1,27 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 12 ივნისს მეწარმე მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა, რაც ბირჟაზე SpaceX-ის გასვლამ განაპირობა. Forbes-ი მის კაპიტალს 1,1 ტრილიონ დოლარად აფასებდა, ხოლო Bloomberg-ი 1,05 ტრილიონ დოლარად.

17 ივნისი 2026, 10:51

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.