imedi /  10 დეკემბერი 2018, 19:16 / სანდო წყარო

Air France საქართველოში რეისებს 2019 წლის 31 მარტიდან შეასრულებს

Air France

2019 წლის 31 მარტიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air France იწყებს. 

აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, 2-წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით: ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

Air France მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს.

საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანი გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 16:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით 631 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 631 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანობაში კი დაავადებამ 72 100 პაციენტი იმსხვერპლა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1 864 681 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, 1 213 512 კი გამოჯანმრთელდა.

ნიკოლ ფაშინიანი

13 ივლისი 2020, 16:36

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გარწმუნებთ, პროვოკაციულ ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებები მკაცრ დაგმობას იმსახურებს.

გიორგი ვაშაძე

13 ივლისი 2020, 16:28

პოლიტიკა

„ახალი საქართველო“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„სამი კონკრეტული მოთხოვნა რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

13 ივლისი 2020, 16:23

საზოგადოება

„სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმებული მოქალაქეები ფინანსური სახდელისგან თავისუფლდებიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

თურქეთის საელჩო

13 ივლისი 2020, 16:17

COVID19

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის (Göç İdaresi) მიერ, მიღებული ახალი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში უცხოელების ყოფნის ლეგალურ ვადებს უკავშირდება, ძალაში ხვალიდან შედის. ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

13 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე: ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს

მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და მათ სხვა ინტერესი არ გააჩნიათ, მეორე მხარეს წმინდა პოლიტიკურ მიზანებს ვხედავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

13 ივლისი 2020, 16:15

რეგიონი

სიღნაღში მოწყვლად ჯგუფებს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცათ

ჰიგიენური საშუალებების და სასურსათო პროდუქტების ამანათები მიიღეს როგორც ხანდაზმულებმა და შშმ პირებმა, ასევე მრავალშვილიანმა დედებმა და უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახებმა. აქციაში მონაწილეობა „წითელი ჯვრის” წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივმა მოხალისეებმაც მიიღეს.

ფორმულა 1-ის რბოლა

13 ივლისი 2020, 16:14

სპორტი

ფორმულა 1-ის 2020 წლის მეორე გრან პრი ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა 1-ის 2020 წლის მეორე გრან პრი, რომელიც ავსტრიაში გაიმართა, ლუის ჰემილტონის გამარჯვებით დასრულდა. ბრიტანელმა პილოტმა მთელი რბოლა დამაჯერებლად ჩაატარა და კარიერაში 85-ე გრან პრი მოიგო, რითაც საერთო ჩათვლაში თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან ქულათა სხვაობა ექვსამდე შეამცირა.

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 16:08

სამართალი

ნინო ლომჯარია შაქარაშვილის საქმეზე: არ გამოვრიცხავ, მივმართო პროკურატურას, რათა საქმის მასალები გაგვაცნოს

„სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში დაასრულებს შეხვედრებს და მონახულებას როგორც ბრალდებულების, ასევე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთანაც მექნება კომუნიკაცია. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გავაგრძელებთ ამ საქმეში ჩართულობას. არ გამოვრიცხავ, პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, რათა საქმის მასალები გაგვაცნოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

13 ივლისი 2020, 16:06

COVID19

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 166-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1 845 პაციენტი გარდაიცვალა, 42 694 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ქვემო ქართვლის პროკურატურა

13 ივლისი 2020, 16:00

სამართალი

პროკურატურამ გარდაბანში მომხდარ ჯგუფური ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქალაქ გარდაბანში მომხდარ ხულიგნობისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქალაქ გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ალექსანდრ ზვერევი

13 ივლისი 2020, 16:00

სპორტი

ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი გახდა

წარსულში ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი დავიდ ფერერი ალექსანდრ ზვერევის მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია თავად გერმანელმა სპორტსმენმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე მათი თანამშრომლობა საცდელი ხასიათის იქნება. აღსანიშნავია, რომ ფერერმა კარიერის ბოლო მატჩი 2019 წელს სწორედ ზვერევთან გამართა და ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. კარიერის განმავლობაში ესპანელმა ჩოგბურთელმა ATP-ს 27 ტურნირი მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირებში საუკეთესო შედეგი 2013 წელს როლან გაროსზე დააფიქსირა, სადაც ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2020, 15:55

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: შური ვიძიეთ ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისთვის - სომეხი სამხედროები ერთი სანტიმეტრითაც ვერ გადმოვიდნენ აზერბაიჯანულ მიწაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „სომხეთის მორიგი პროვოკაცია აღკვეთა და მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო“.

13 ივლისი 2020, 15:51

სპორტი

დავით პეტრიაშვილის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების მასტერ ტესტი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილის არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის საგამოცდო მოდულის მასტერ ტესტი გაიმართა. კურსის მონაწილეებმა 4 დღის განმავლობაში როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ტესტები ჩააბარეს. ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მონაწილე 6 მწვრთნელს უკვე გადაეცა საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია.

გიგი წერეთელი

13 ივლისი 2020, 15:51

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, საოკუპაციო ზოლზე მომხდარ ყველა დანაშაულში მონაწილე პირის დასჯა

კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო ფაქტია, როდესაც საქართველოს მოქალაქეს უკვე მერამდენედ იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან და ამჯერად კიდევ უფრო მძიმეა ვითარება რადან მოქალაქე არის დაჭრილი. ეს ვითარება აბსოლუტურად მიუღებელი და მოუთმენელია, მაგრამ ეს ასე გაგრძელდება თუ არ იქნა გაცილებით უფრო ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე)

13 ივლისი 2020, 15:39

საზოგადოება

მამა ანდრია: ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ

ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ჟურნაისტებს განუცხადა.

13 ივლისი 2020, 15:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 34 397 ადამიანს დაუდგინეს, 1 146 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ჯამში, ვირუსი უკვე 13 062 579 ადამიანს დაუდასტურდა, 572 226 ინფიცირებული გარდაიცვალა, 7 610 598-მა ადამიანმა კი კორონავირუსი დაამარცხა.

გიორგი ვოლსკი

13 ივლისი 2020, 15:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც სჩადიოდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, დღევანდელ ხელისუფლებას ტოლობის ნიშანი დაუსვან იმ მოქმედებებთან, რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 15:11

საზოგადოება

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მესტიას სტუმრობდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი 10-12 ივლისს მესტიას ეწვია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 15:06

სპორტი

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ სეზონის განახლების სავარაუდო თარიღად 1-ლი ნოემბერი დაასახელა. FIE-ს აღმასკომის სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს და ყველა კონფედერაციასა და ეროვნულ ფედერაციას, აღმასკომის გადაწყვეტილებებთან ერთად, FIE-ს პრეზიდენტის მიმართვაც გაეგზავნა.